ზაფხული კონცერტების სეზონია, მაგრამ სანამ ბილეთს იყიდდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანახმად წუთზე ნაკლებიც კი საკმარისია როკ კონცერტზე დასწრებისას, რომ სმენას სამუდამო ზიანი მიაყენოთ.
ცოცხალი მუსიკის პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება სმენის დაქვეითების შემთხვევებიც. სმენის დაქვეითება, რომელიც ადრე სიბერესთან და ასაკის მატებასთან იყო ასოცირებული, მასიურად გავრცელდა ახალგაზრდებშიც.
შედეგი გაცილებით მწვავეა. სმენის დაქვეითება მხოლოდ ყურთან არ არის დაკავშირებული, ის კავშირშია მახსოვრობის გაუარესებასთანაც. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სმენის დაქვეითება აჩქარებს დემენციას და სმენა დაქვეითებულებს 30-40%-ით უფრო სწრაფად აღენიშნებათ კოგნიტური ფუნქციების შესუსტება ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც ნორმალური სმენა აქვთ.
რას ამბობენ მეცნიერები: ყური ხმას იღებს ბუსუსოვანი/თმის უჯრედების გავლით, რომელიც აფიქსირებს ვიბრაციას, რომელსაც წარმოქმნის ხმა ყურის რეზერვუარში. ეს თმის უჯრედები უკავშირდება სმენის ნერვს, რომელიც თავის მხრივ აღიქვამს სხვადასხვა სიხშირეს და გადასცემს ტვინს, ტვინი კი ახარისხებს ბგერებს. როცა თმის უჯრედებზე ზეწოლა ხშირად ან ხანგრძლივად ხდება, ისინი კარგავენ მგრძნობელობას, რაც იწვევს ტინიტუსს, გამუდმებულ ხმაურს ყურებში, რომლითაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი იტანჯება.
ხმის გაზომვა ხდება დეციბელებში. ბევრმა არ იცის, რა არის დეციბელი და ძნელია, გააგებინო ადამიანს, როდის არის ძლიერი ხმა მისთვის საზიანო. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სასაუბრო ბგერები დაახლოებით 60 დეციბელის ფარგლებშია. 25 დეციბელით მეტმა შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. როგორც კი ხმა 85 დეციბელს მიაღწევს (მაგალითად, ბლენდერის და თმის ფენის ხმა), სმენის დაქვეითებაც იწყება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თმის ფენი ანადგურებს თქვენს სმენას ყოველ დილით. სმენის დაზიანება შეიძლება მოხდეს განმეორებად და კომბინირებულ ხმაურში ყოფნისას. ადამიანს არ შეუძლია დაზიანებული სმენის რეცეპტორების აღდგენა. ყველაზე ხმამაღალი ბენდი მსოფლიოში იყო Manowar, სადაც ხმა 160 დეციბელზე იყო. კონცერტების უმრავლესობა 120 დეციბელზე სრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 კონცერტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ სამუდამო ზიანი მიაყენოთ სმენას.
თუმცა არის იმედიც, ექსპერტები რამდენიმე რჩევას სთავაზობენ ახალგაზრდებს, თუ როგორ დაიცვან სმენა და მენტალური ჯანმრთელობა. კონცერტზე ყოფნის დროს, პერიოდულად დატოვეთ ადგილი და დაასვენეთ ყური მაღალი ხმისგან. თუმცა ყველაზე გავრცელებული დამცავი მეთოდია ყურის დამცავების ტარება.
წყარო: http://bit.ly/1ohGibz