მუსიკა შესაძლოა იყოს სევდიანი, წყნარი, მწვავე, აგრესიული, მაგრამ უმეტესად ხმამაღალი. ძალიან, ძალიან მაღალი ხმით. გაიხსენე აბა ყველაზე კარგი კონცერტი, რომელსაც დასწრებიხარ. მუსიკა იყო შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი, მაგრამ სახლში როცა ბრუნდებოდი, გაბმულად გრძნობდი გუგუნს ყურებში. ახლა წარმოიდგინე, რა სტრესი აქვთ მუსიკოსებს შესრულების დროს, ყოველ საღამოს ფანებისთვის რომ მღერიან უზარმაზარ დინამიკებთან. მანდ განსაკუთრებით მაღალია ხმა, რაც თავის მხრივ დროთა განმავლობაში ზიანს აყენებს შემსრულებლების სმენას. თუმცა მიუხედავად ამისა ამ მუსიკოსებმა შექმნეს პოპულარული მუსიკა, რომელიც ზოგ შემთხვევაში სასწაულიც კი არის.
10. Neil Young
ის იტანჯება ტინიტუსისგან, რაც დამახასიათებელია როკ ვარსკვლავებისთვის და რაც ნიშნავს, გაბმულ ხმაურს ყურებში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სმენის დაქვეითებას უკავშირდება. ფაქტია, რომ მუსიკოსის სმენის მდგომარეობამ განაპირობა 90-იანებში უფრო რბილი და აკუსტიკური მუსიკის შექმნა.
9. Ozzy Osbourne
http://www.youtube.com/watch?v=pVThw0EE_Jo
წლების მანძილზე მეტალისა და ასე ვთქვათ, “ალტერნატიული ცხოვრების სტილის” გამო მუსიკოსის სმენა საგრძნობლად დაქვეითდა.
8. Phil Collins
2011 წელს მან გამოაცხადა, რომ ის აღარ მიიღებს ტურებში მონაწილეობას და ამის მიზეზად მისი სმენის მდგომარეობა დაასახელა, რომელიც შემსრულებელს წლებია აწუხებს.
7. George Martin
კოლინსის მსგავსად მარტინიც იძულებული გახდა, შეეწყვიტა საქმიანობა, რადგანაც მისმა ყურმა ის მგრძნობელობა დაკარგა, რამაც იგი პოპულარული გახადა.
6. will.i.am
მუსიკოსის თქმით, სიჩუმეში უცბად მტკივნეული გუგუნის ხმა შემოდის, რაც აიძულებს, მუსიკის შექმნით დაკავდეს დღის მანძილზე.
5. Brian Wilson
თუკი მუსიკოსების უმრავლესობის სმენის დაქვეითება ხმამაღალმა მუსიკამ გამოიწვია, უილსონის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. მას მარჯვენა ყურში თავიდანვე მცირედი ან საერთოდ არ ესმოდა. მიუხედავად ამ მდგომარეობისა მუსიკოსმა მოქმედი ყურით ყველა დროის შესანიშნავი ალბომი The Beach Boys’ “Pet sounds” ჩაწერა.
4. Jeff Beck
როლინგ სტოუნის მიერ ბეკს მიენიჭა მეთოთხმეტე უდიდესი გიტარისტის წოდება. თუმცა ხმამაღალმა მუსიკამ მის სმენაზეც იმოქმედა და ტინიტუსი დაემართა.
3. Eric Clapton
ცოტამ თუ იცის, რომ მუსიკოსს უწევდა გამკლავებოდა ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებას, ალკოჰოლიზმს და უწყვეტ ტინიტუსს, როცა ის მუსიკას ქმნიდა.
2. Pete Townshend
The who ცნობილია როგორც ყველაზე ხმამაღალი ბენდი, რომლის 4-ივე წევრი სმენის დაქვეითებას უჩივის, თუმცა ის ყველაზე მწვავეა პიტის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა ბენდის წევრები კვლავ განაგრძობენ ექსტრავაგანტულ ცოცხალ შოუებში მონაწილეობას.
1. Ludwig van Beethoven
ვინ, სხვა თუ არა ისტორიის ყველაზე ლეგენდარული ყრუ კომპოზიტორი. ბეთჰოვენმა სმენა 1814 წელს დაკარგა სრულად, თუმცა ის კვლავ განაგრძობდა შედევრების შექმნას, როგორიცაა მეცხრე სიმფონია. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ გამომწვევ მიზეზებზე. (იხილეთ სტატია ბეთჰოვენზე)
წყარო: http://bit.ly/X8jMfT