პრეზიდენტი რეიგანი სმენის აპარატების საჯაროდ ტარებას იწყებს

ვაშინგტონი, 7 სექტემბერი – პრეზიდენტმა რეიგანმა დაიწყო ტექნოლოგიურად მოწინავე სმენის აპარატის მარჯვენა ყურში ტარება მას შემდეგ, რაც გაუარესდა მისი სმენა მაღალი სიხშირის ბგერებთან მიმართებაში.

თეთრი სახლის განცხადებით, ბატონმა რეიგანმა, რომელიც 72 წლისაა, სმენის აპარატის ტარება გასულ კვირას დაიწყო. დღეს საჯაროდ პირველად ეკეთა აპარატი შეხვედრაზე, სადაც ბინზესისა და განათლების ლიდერებს შეხვდა მოზრდილთა წერა-კითხვის ცოდნის თემაზე.

სმენის აპარატი მორგებულია ყურის არხში და ძნელად შესამჩნევია.

ლერი სფიქსმა, თეთრი სახლის სპიკერმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტს სმენის აპარატი მას შემდეგ გამოუწერეს, რაც ექიმი ჯონ უილიამ ჰაუსი ნახა ლოს ანჯელესში, 22 აგვისტოს. ექიმი ჰაუსი პრეზიდენტ რეიგანის სმენის პრობლემებზე 1979 წლიდან მუშაობდა.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, ბატონი რეიგანი სურვილისამებრ ხან ატარებს და ხან იღებს აპარატს სათვალეების მსგავსად. პრეზიდენტი ძირითადად თეთრი სახლის შეხვედრებზე ატარებს აპარატებს.

reaganპრეზიდენტის მიერ სმენის აპარატის გამოყენების გამო საპრეზიდენტო მრჩევლებს შორის გამწვავდა იმ ფაქტის სპეკულაცია, თუ ამ ასაკში რამდენად უნდა მიეღო მონაწილეობა ბატონ რეიგანს მომავალი წლის არჩევნებში. თუმცა ზოგადად ეს არ იყო დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ექიმმა ჰაუსმა და სმენის აპარატის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადეს ინტერვიუებში, რომ ბატონი რეიგანის სმენის პრობლემა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მათ ასევე გამოთქვეს იმედი, რომ პრეზიდენტის მიერ საჯაროდ აპარტის ტარება მაგალითს მისცემდა სხვებსაც, რომლებიც თავს იკავებდნენ მისი გამოყენებისგან.

ბატონი რეიგანის სმენის პრობლემები 1930-იანი წლებიდან მოდის, როცა 38 კალიბრიანი პისტოლეტიდან მის მარჯვენა ყურთან ახლოს გასროლა განხორციელდა, როცა ის მონაწილეობას იღებდა ფილმში. ექიმმა განაცხადა, რომ დაზიანება თავიდან მარჯვენა ყურიდან იწყება.

ბევრმა ადამიანმა შეამჩნია უკვე, ვისაც კი პრეზიდენტთან ჰქონდა ურთიერთობა, რომ ბოლო წლებში მისი სმენა გაუარესდა. რეპორტიორებს აფრთხილებდნენ ხმამაღლა ესაუბრათ ინტერვიუს აღებისას, განსაკუთრებით მარჯვენა მხრიდან.

ექიმი ჰაუსის განცხადებით გასულ წელთათ შედარებით დიდად არ გაუარესებულა პრეზიდენტის სმენა. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ სმენის გაურესების გამო არ ურჩევია პრეზიდენტისთვის სმენის აპარატების გამოყენება, არამედ იმიტომ რომ ბოლო წლებში საკმაოდ დიდი წინსვლებია ტექნოლოგიაში.

“სმენის აპარატების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ხმის ხარისხი”- განაცხადა ექიმმა. “ასევე მოხდა მათი დაპატარავება. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვურჩევთ პრეზიდენს სმენის აპარატის გამოყენებას”

ექიმის განცხადებით ბატონ რეიგანს სმენის ნერვის დაზიანება აქვს, რომელიც ახდენს შიდა ყურში ხმის ვიბრაციის ელექტრო იმპულსებად გარდაქმნას და ტვინისთვის მიწოდებას. ნერვი დაზიანდა იარაღის გასროლის მაღალი ხმის გამო,

სმენის აპარატის, რომელიც წარმოებულია მინეაპოლისში Starkey ლაბორატორიების მიერ, კვების წყაროა ელემენტები და ის ახდენს მაღალი სიხშირეების ბგერების გაძლიერებას. რადგანაც აპარატი შერჩევითად ახდენს მაღალი სიხშირეების ბგერების გაძლიერებას, ბატონ რეიგანს არა მარტო ხმამაღლა ესმის, არამედ გარკვევითაც, აღნიშნა ექიმმა ჰაუსმა.

ჯერომ ბუზიქამ, Starkey ლაბორატორიების წარმოების დირექტორმა, აღნიშნა, რომ გასულ წელს იყო დიდი წინსვლა ტექნოლოგიაში და უკვე შესაძლებელია სმენის აპარატებით სხვადასხვა სიხშირეების განსხვავებულად გაძლიერება.

კიდევ ერთი წინსვლაა ყურის არხში მორგებული აპარატის მომზადება და არა მხოლოდ ყურს უკან. ბატონ ბუზიქას განცხადებით თხევადი მასალის გამოყენებით მოხდა პრეზიდენტის ყურის არხის ფორმის აღება, რომელიც შემდეგ მყარდება/მაგრდება. შემდეგ მოხდა სმენის  აპარატის ჩამოსხმა ფორმის მიხედვით.

“დიდი მოთხოვნაა ყურშიდა აპარატების კოსმეტიკურ მხარეზე” – თქვა მან. “ნათელია, პრეზიდენტის შემთხვევაშ ის უნდა იყოს შეუმჩნეველი.”

“სწორედ ეს არის მილიონობით ადამიანისთვის პრობლემა, რომლებიც სმენის აპარატებს საჭიროებენ” – დაამატა ბუზიქამ. ” ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ სურთ აპარატების ტარება, არის ის, რომ აპარატი გადმოდებულია ყურზე ან გამოშვერილი ყურიდან. ეს მოდელი უსაფრთხოდ არის მორგებული ყურის არხზე და ხშირ შემთხვევებში არც კი ჩანს.

ბატონმა ბუზიქამ განაცხადა, რომ სმენის აპარატი უსასყიდლოდ გადაეცა მას Starkey ლაბორატორიებისა და ბურტონ ასოციაციისგან (დისტრიბუტორი ლოს ანჯელესში). ეს ყურზე მორგებული აპარატი $900 – $1,100 ღირს, განაცხადა მან.

ექიმი ჰაუსის განცხადებით ყოველ მესამე ადამიანს 60 წელს ზემოთ სმენის პრობლემები აქვს. “სმენის დაქვეითება ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ქვეყანაში, მთლიანი მოსახლეობის 10 პროცენტს აღენიშნება დაქვეითება. ვიმედოვნებთ, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მიახვედრებს მათ, რომ შესაძლებელია სმენის პრობლემის სმენის აპარატებით მოგვარება”

სტატია დაიბეჭდა 1983 წლის 8 სექტემბერს. ავტორი: STEVEN R. WEISMAN

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.