სმენის აპარატების წარმატებული მოხმარება მიიღწევა კარგად მორგებული სმენის ინსტრუმენტით, პაციენტის დამყოლიობით და ინდივიდზე მორგებული აუდიოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამით (AR). ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი სმენის აპარატის მომხმარებლისთვის არის ხმის იმ პროცესების ხელახალი შესწავლა, რომელიც წლების მანძილზე დამუნჯებული იყო სმენის დაქვეითების გამო.
სმენის აპარატებს საკმაოდ რთული ფუნქციები აქვს. მათ უნდა მოახდინონ არაადეკვატური სმენის სისტემის კომპენსირება ყველაზე რთულ სასმენ გარემოშიც. სმენის დაქვეითების ხარისხისა და ტიპიდან გამომდინარე მხოლოდ სმენის აპარატმა შესაძლოა ვერ მოახდინოს დაქვეითებული სმენის სისტემის კომპენსირება. სწორედ ამიტომაც სმენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სრული მიდგომა მოიცავს AR-ს.
AR პროგრამები ეხმარება სმენადაქვეითებულებს განავითარონ უნარები და მაკომპენსირებელი სტრატეგიები, რომ შეძლონ მოსმენა რთულ მოსასმენ გარემოში. AR კონცენტრაციას ახდენს როგორც სმენითი ფუნქციის, ასევე სმენითი ქცევის გაუმჯობესებაზე. ტვინის ხელახალი ვარჯიში რეაბილიტაციის პროგრამით ხელს უწყობს სმენის აპარატებთან შეჩვევის დაჩქარებას.
მოზრდილებისთვის აუდიოლოგიური რეაბილიტაცია პირველად დაიწყო სამხედრო პროგრამებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს პროგრამები მიზანმიმართულია მეტყველების აღქმის გაუმჯობესებაზე, რომელიც იწყება მარცვლებით და მერე უფრო რთულდება გრძელი წინადადებებით. როგორც კი მსმენელის აქტივობა გაუმჯობესდება, სიგნალის ხმაურთან თანაფარდობა მცირდება და გამეორებაც უფრო რთულდება.
თანამედროვე AR პროგრამები ხშირად გამოყენებულია სმენის აპარატების მორგების შემდეგ. ჩვეულებრივ, კომპიუტერიზებული პროგრამები აერთიანებს აუდიტორული და აუდიოტორულ-ვიზუალური მეტყველების აღქმის დავალებებს. ეს პროგრამები აქვთ სმენის სპეციალისტებს. ზოგიერთი მათგანის გადმოწერა და სახლში შესრულებაც შესაძლებელია.
Starkey-მ შეიმუშავა სმენითი თამაშები, როგორიცაა მობილური აპლიკაცია Hear Coach. პროგრამის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ, მას შემდეგ რაც მომხმარებლის სმენის აპარატი დარეგისტრირდება სმენის სპეციალისტის მიერ Starkey-ს საიტზე.
Hear Coach შემუშავებულია მსმენელის აუდიტორული უნარების გასაუმჯობესებლად და ამისთვის გამოყენებულია ინტერაქტიული სმენითი თამაშები. თამაშები მორგებულია ყველა ტიპის მსმენელისთვის, მათ შორის სმენის აპარატის ახალი და გამოცდილი მომხმარებლებისთვის და იმათთვისაც კი, ვინც ეჭვობს, რომ შესაძლოა სმენის დაქვეითება ჰქონდეს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ პროგრესს დროთა განმავლობაში და უფრო გაართულონ დავალებები, როგორც კი გაუმჯობესდება დავალების შესრულების ხარისხი. აუდიტორული ტრეინინგის პროგრამები, როგორიცაა Hear Coach, აუმჯობესებს მოსმენას ხმაურში და ამცირებს მსმენელის მცდელობებს, რომ შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია.
კვლევების თანახმად AR პროგრამების გამოყენებით გაუმჯობესდა სმენის აპარატებით მოსმენის ხარისხი, განსაკუთრებით უფროს თაობებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ AR ტრეინინგის პროგრამების შედეგებზე დადებითად აისახება საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და მოტივაცია მონაწილის მხრიდან. თუ თქვენ გსურთ, დაიწყოთ აუდოტორული ტრეინინგის პროგრამა, შეგიძლიათ განიხილოთ შესაძლო ვერსიები თქვენს სმენის სპეციალისტთან.
სტატიის ავტორია Beth McCormik