
თქვენი სმენის აპარატები კვებას ელემენტებისგან იღებს. ხარისხიან სმენის აპარატს ხარისხიანი ელემენტები სჭირდება, რომ ეფექტურად იმუშაოს.
რამდენ ხანს ძლებს ელემენტები?
- სტანდარტული ელემენტები 3-22 დღემდე ძლებს, რაც დამოკიდებულია სმენის აპარატის ტიპზე, ელემენტის ტიპსა და მოცულობაზე და სმენის აპარატის გამოყენების სიხშირეზე.
როდის უნდა გამოვცვალო ელემენტები?
- გამოცვალეთ ელემენტები, თუ ხმები აღარ გესმით კარგად და ხმის აწევა გჭირდებათ.
- ზოგიერთი აპარატი გატყობინებთ, როცა ელემენტი ჯდება. როგორც კი შეგატყობინებთ, მაშინათვე გამოცვალეთ.
- ელემენტები შეიძლება მოულოდნელად დაიცალოს, ამიტომ მუდამ თან გქონდეთ ახალი ელემენტები.
- იმისთვის რომ თქვენი ელემენტები არ დაიცალოს, მოარიდეთ ისინი ხურდებს და სხვა მეტალის ნივთებს.
რა აქვს ელემენტს დაკრული?
- ყოველთვის იყიდეთ გაუხსნელი შეკვრა. დარწუნდით, რომ ელემენტზე დაკრულია დამცავი. როგორც კი დამცავს მოხსნით, ელემენტი იწყებს ფუნქციონირებას.
რა უნდა ვიცოდეთ ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით?
- შეინახეთ ელემენტები ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე
- ნუ გაყინავთ
- ელემენტების გამოცვლამდე დაიბანეთ ხელები. ჭუჭყმა ელემენტებზე შესაძლოა დააზიანოს თქვენი სმენის აპარატი
- ღამით ღია დატოვეთ სმენის აპარატის ელემენტის ჩასადები, რომ გამოშრეს.
- დაცლილი ელემენტები არ ჩატოვოთ სმენის აპარატში.