ამერიკის შეერთებულ შტატებში 8.5 მილიონი ადამიანი ატარებს სმენის აპარატს და წელს კიდევ 585,000 შეიძენს მას პირველად. ბევრ ადამიანს დრო სჭირდება სმენის აპარატთან შესაგუებლად. ქვემოთ მოცემულია 4 მარტივი რჩევა, რათა გაგვიადვილდეს შეჩვევა.
- ითანამშრომლეთ სპეციალისტთან, რომელმაც შეგირჩიათ სმენის აპარატი, რათა უზრუნველყოთ თქვენი ახალი სასმენი აპარატის წარმატებული მუშაობა. დასვით შეკითხვები, რომელიც გაგიჩნდებათ კონსულტაციის დროს და დარწმუნდით, რომ ჩაინიშნეთ ყველა პრობლემა, რომელიც წარმოიქმნა თქვენი იქ ყოფნის განმავლობაში. დაელაპარაკეთ თქვენს სპეციალისტს, თუ თქვენ იგრძენით რაიმე ტკივილი ან დისკომფორტი სმენის აპარატის მორგებისას, ცვლილება ადვილად განხორციელდება და კომფორტულად მოგარგებენ აპარატს.
- დაიწყეთ ნელა. უმეტესად, სმენის დაქვეითება ვითარდება ორივე ყურში თანდათანობით, დროთა განმავლობაში. როგორც წესი, სმენის დაქვეითებიდან 7 წლის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიძინონ სმენის აპარატი. სმენის დაქვეითების გამო თქვენს ირგვლივ სიჩუმე იყო და ნორმალურია, რომ ტვინს სჭირდება დრო ხმების კვლავ აღსაქმელად. მაშინაც კი, როცა თქვენი სმენის აპარატის ხმის დონე არის კომფორტული, გარკვეული ხმები შეიძლება ჟღერდეს უცხოდ და უფრო ხმამაღლა, ვიდრე თქვენ გახსოვთ. სმენის აპრატის ტარებისას თუ იგრძენით დაღლა ან გადატვირთვა- შეისვენეთ ან ჩაუწიეთ ხმას.
- ატარეთ თქვენი ახალი სმენის აპარატები ყოველდღიურად. სცადეთ მათი ტარება ახალ გარემოში. გამოიყენეთ ის ტელეფონით საუბრისას, თეატრში, რესტორანში, ეკლესიაში და აუდიტორიებში. ატარეთ ის ყველგან. დადექით მოსაუბრის წინ ისე, რომ კარგად ხედავდეთ მის სახეს. თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი ახალი სმენის აპარატების მიკროფონი აძლიერებს თქვენს საკუთარ ხმას ღეჭვისას და ყლაპვისას. ხმამაღლა კითხვა დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ხმის სიმაღლე. თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად ხმამაღლა საუბრობთ, სთხოვეთ გარშემო მყოფებს და ახლობლები დაგეხმარებიან თქვენი ხმის დონის რეგულირებაში, სანამ თქვენ აპარატებს ეჩვევით.
- იყავით მომთმენი საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, როდესაც დაიწყებთ სმენის აპარატების ყოველდღიურად ტარებას. სათვალის ან კონტაქტური ლინზების მორგების შემთხვევაშიც საჭიროა ცოტაოდენი დრო შეჩვევისათვის. მალე ახალი სმენის აპარატების ტარება გახდება თქვენი ცხოვრების ჩვეული შეუმჩნეველი ნაწილი.
წყარო: http://bit.ly/4_helpfultips
მთარგმნელი: სალომე ხორავა