ორი ყური შემთხვევით არ გვაქვს. როგორც მხედველობაა სრულყოფილი ორი თვალით, ასევე სმენაც ორი ყურით იძლევა სრულად ხმის გაგების შესაძლებლობას. შესაძლოა სმენის დაქვეითება მხოლოდ ერთ ყურში ჰქონდეს ადამიანს, თუმცა ორმხრივი დაქვეითება (ორივე ყურში) უფრო ხშირია. თითქმის ყველა შემთხვევაში სმენაზე ზრუნვის სპეციალისტები მომხმარებლებს 2 სმენის აპარატის ტარებას ურჩევენ.
მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით Starkey-ის ბრენდის სმენის აპარატები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ორი სმენის აპარატით ხმა უფრო ბუნებრივია და უახლოვდება ბუნებრივ სმენას.
Starkey-ის სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელს, კაროლს, 2014 წელს iPhone-ისთვის სპეციალურად შექმნილი აპარატი Halo მოარგეს. თავიდან მას არც უფიქრია, რომ 2 სმენის აპარატი დასჭირდებოდა. მან გაითვალისწინა სმენაზე ზრუნვის სპეციალისტებისა და საყვარელი ადამიანების რჩევები და გადაწყვიტა, მოერგო 2 აპარატი, რითაც საბოლოოდ ძალიან ბედნიერი დარჩა. ახლახანს, კაროლმა ერთი Halo დაკარგა ქარიან ამინდში. მან საკუთარ თავზე გამოსცადა, რაოდენ მნიშვნელოვანია 2 აპარატის ტარება.
“სმენის აპარატებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი ცხოვრება. ჩიტების ჭიკჭიკი ძალიან ხმადაბლა მესმოდა ბოლო წლებში, ახლა ისინი აგრძელებენ მელოდიურ ჟღურტულს და მათი ჩუმი ჭიკჭიკის ხმებიც კი მესმის. როცა პირველად გავიგონე მუსიკა სმენის აპარატებში უკაბელო კავშირის საშუალებით და ასევე ტელეფონიდან საუბარი ორივე ყურში, ეს საოცრება იყო. მუსიკა უფრო მკაფიო და სრულყოფილია. ტელეფონიდან საუბარი ორივე ყურში ერთდროულად მესმის სუფთად ყოველგვარი გარე ხმაურის გარეშე. შვილიშვილებთან შეუფერხებლად ვსაუბრობ, რადგანაც აღარ მიწევს ხშირად შეკითხვების დასმა.
სამწუხაროდ, ამას წინათ ფეხით მივდიოდი და ერთი აპარატი დავკარგე. თავიდან ვერ შევამჩნიე, რადგანაც ძლიერი ქარი იყო. როდესაც ტელეფონის ზარს ვუპასუხე, მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ცალ ყურში მესმოდა ხმა. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რამხელა მნიშვნელობა აქვს 2 აპარატის ტარებას. ერთი აპარატით მიჭირს გავარკვიო, საიდან ისმის ხმა. ასევე ცალი აპარატის შემთხვევაში მე ვუწევ რადიოსა და ტელევიზორის ხმას, რამაც შესაძლოა გააღიზიანოს ჩემი მეგობრები ან ოჯახის წევრები. მიჭირს სიმღერის ტექსტის გარჩევა და ასევე ვწვალობ მოსმენისას, როცა რამდენიმე ადამიანი საუბრობს. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ 2 სმენის ტექნოლოგიის ტარება უფრო სრულყოფილს ხდის სმენასა და მიმდიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებას.”
კაროლს უკვე მოარგეს მეორე აპარატიც და ის კვლავ დაუბრუნდა ძველ სმენას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის 2 სმენის აპარატის ტარების უპირატესობაზე დაუკავშირდით სმენაზე ზრუნვის სპეციალისტს სმენის ცენტრში Starkey Georgia. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე.
სტატიის ავტორია Emily Rinde, Starkey-ის ბლოგი, 26 მარტი, 2015
