ჩვენთვის ჩვენი პროდუქტის მომხმარებლების აზრი და გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას წინათ ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს მომხმარებლებს სოციალურ ქსელში, გაეზიარებინათ ჩვენთვის, რა ისწავლეს სმენის დაქვეითებასა და სმენის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. პასუხები იყო იმდენად გულწრფელი და შინაარსიანი, რომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა რამდენიმე. კიდევ რამეს დაამატებდით? მოგვწერეთ თქვენი შენიშვნები ქვემოთ კომენტარებში.
“ჩემს ქალიშვილს დაბადებისთანავე სმენის დაქვეითება დაუდგინდა. ხანდახან მინდოდა არ გამეკეთებინა სმენის აპარატები მისთვის, გარეთ გასვლისას ხალხს ბევრი კითხვა არ დაესვა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ კარგად სწავლისა და საუბრისათვის აუცილებელი იყო, მას მუდმივად ეტარებინა სმენის აპარატი. ის ახლა 14 წლისაა და სმენის აპარატები მისი საუკეთესო მეგობარია. მე და ჩემმა ოჯახმა ვიცით, რომ სმენადაქვეითებული წევრი ოჯახში საჭიროებს მეტ ყურადღებას და ჩვენთან ეს ყველაფერი მოგვარებულია. მადლობა უფალს სმენის აპარატებისთვის”, ამბობს დეზირე ლ.
“ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვაფასებთ კი იმ შესაძლებლობას, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები? მე ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ ყოველწლიურად ვიმოწმებთ თვალებს და ასევე უნდა მოვიქცეთ ყურთან დაკავშირებითაც. ვიყოთ უფრო სიღრმისეული, ვიდრე არაფრისმთქმელი სასიამოვნო თანხმობა და ღიმილია. ნუ ვიქნებით მაყურებლის როლში. გავხდეთ მონაწილე, შევიმოწმოთ სმენა და საჭიროების შემთხვევაში მოვირგოთ აპარატი. ნუ დავშორდებით საყვარელ ადამიანებს სმენის დაქვეითების გამო, ნუ გამოვტოვებთ მნიშვნელოვან მომენტებს ცხოვრებაში.” – რიჩარდ ბ.
“ფაქტია, რომ რამდენსაც იხდით იმდენს იღებთ. თუ თქვენ აფასებთ თქვენს სმენას, მაშინ ფული არ უნდა იყოს ფაქტორი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ჩემმა Starkey Halo სმენის აპარატმა დამიბრუნა ხმებით გაჯერებულ სამყაროში კომფორტულად ცხოვრების უნარი.” – დეივ მ.
“თუ თქვენ დაკარგავთ მხედველობას, კარგავთ საგნებთან კონტაქტს, მაგრამ სმენის დაკარგვით თქვენ კარგავთ ადამიანებთან კონტაქტს.” – მარკუს ლ.
“ჩემი სმენის აპარატი დამეხმარა არა მარტო პირადად, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც. თავიდან მეგონა სმენის აპარატები მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებისათვის არსებობდა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ სმენის დაქვეითების აღიარებით გავიუმჯობესე ჩემი ცხოვრება. ის არაა უხერხული და მე ვატარებ სიამაყით, რადგანაც ირგვლივ ყველაფრის გაგონება შემიძლია. რომ არაფერი ვთქვათ გამორჩეულ ბლუთუსის ფუნქციაზე.” – დენიზ ა.
“ჩემმა ოჯახმა ისწავლა უკეთ საუბარი ჩემი სმენადაქვეითებული ქალიშვილის გამო: სმენის აპარატის მქონე ადამიანს საუბრისას უნდა უყურო პირდაპირ, უნდა ესაუბრო გარკვევით და არა ყვირილით.” – ქრისტი ვ.
“დღეისათვის არსებულ სმენის აპარატებს შეუძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლა. მადლობა Starkey Halo-ს, მისი საშუალებით ახლა მე მესმის ხმები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გამიგია. მაგალითად, ჩემი ღუმელის ღილაკზე თითის დაჭერა გამოსცემს ხმას… ვინ იცოდა? იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ადრეც გქონდათ სმენის აპარატი – ახალი ტექნოლოგია ცვლის სმენის შესაძლებლობას. მადლობა Starkey-ს, რადგანაც ის აგრძელებს ინოვაციებს, რომ მსოფლიომ მოსმენა შეძლოს” – ლენი ბ.
“თქვენი სმენის დაკარგვა გავლენას ახდენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზეც. ჩემი დაქვეითებული სმენის გამო ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, რომ თავიანთ ნათქვამს რამდენჯერმე იმეორებენ.” – მაიკ
“ამერიკაში ცხოვრობს 6 მილიონი 18-დან 44 წლამდე სმენადაქვეითებული ადამიანი და დაახლოებით 1.5 მილიონი არის სასკოლო ასაკის. მე შემიძლია დავადასტურო ეს განაცხადი. მე მოვირგე სმენის აპარატი 9 წლის ასაკში. რამდენიმე კვირაა ვატარებ უახლეს წითელ RIC-ს (მიმღები კანალში) და ეს საოცარია! მიყვარს ის ტექნოლოგიები, რომელიც მოწინავეა ბოლო წლებში.” -სიუზან ჯ.
“მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი სმენადაქვეითებული გოგონა არის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. ის არის 9 წლის და მას ვერაფერი აფერხებს.” – ლაურენ ფ.
“ვწუხვარ , რომ ადრე არ მოვირგე სმენის აპარატი. თავმომწონე ვიყავი და არ მსურდა 40 წლის ასაკში მისი მორგება, თუმცა როგორ მენატრებოდა სმენა. გთხოვთ არ დაუშვათ, რომ პატივმოყვარეობამ შეგაკავოთ და შეგაფერხოთ, გაიგოთ საუბარი სრულად” – მარია ს.
“მე ბევრი რამ ვისწავლე ჩემი 2 წლის შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას მხოლოდ ცალ ყურში აქვს დაქვეითება. ჩვენ ყველანი ვართ უნიკალური პიროვნებები და ღმერთმა გვაჩუქა საოცარი პატარა ბიჭი, რომელსაც ვერ აფერხებს სმენის დაქვეითება. ძალიან მადლიერები ვართ სმენის აპარატებისა და იმ სპეციალისტების, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში.” – ლაურა ო.
“როდესაც მივიღე ჩემი Starkey-ს სმენის აპარატი, ჩემი ლექსიკონიდან ამოვიღე სიტყვა “რა?” და არასოდეს გამოვიყენებ, რადგანაც მივიღე ჩემზე მორგებული საუკეთესო სმენის ტექნოლოგია.” – ჯო ბ.“
“როცა 89 წლის მამას ვესტუმრე, შევამჩნიე, რომ კარგად არ მესმოდა. 61 წლის ვარ და საერთოდ ვერ გავარჩიე ტელევიზორში. მამაჩემი ატარებს სმენის აპარატს და მშვენივრად ესმოდა. მეც შევიმოწმე სმენა და დავრწმუნდი, რომ მჭირდებოდა აპარატი. რამდენიმე წელია, რაც ინსულტის გამო ვარ უნარშეზღუდული და არ მქონდა ფული ან დაზღვევა აპარატის შესაძენად. შევიტყვე “გაიგონე ახლა” პროგრამის შესახებ და გამიმართლა, რომ Starkey-ს სმენის ფონდმა გადმომცა სმენის აპარატი. გაოცებული დავრჩი, თურმე რამდენი რამ არ მესმოდა”-აცხადებს კეთი რ.
“სმენის დაკარგვა არის ის, რაც გიბიძგებთ ცვლილებებისკენ. შეცვალეთ თქვენი ელემენტები, მილის თავები და გოგირდისგან დამცავები ხშირად! შეცვალეთ თქვენი გონება მათი ტარებით წვიმაში (ოჰ, შხეფების ხმა სახურავებზე). შეცვალეთ უხერხულობა წინსვლით; შეწყვიტეთ საკუთარი თავის იზოლირება და თავის მოტყუება, თითქოს გესმით, რათა თავიდან აიცილოთ რთული სასმენი გარემო და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება იმის აღიარებით, რომ თქვენ გჭირდებათ დახმარება. გაესაუბრეთ სმენის სპეციალისტს და შეიძინეთ სმენის აპარატი, რომ არ გამოტოვოთ არცერთი ბგერა” – ლინეტ ჰ.
“მოულოდნელი სმენის დაკარგვა შეიძლება იყოს გამანადგურებელი. რამდენიმე თვე დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მჭირდებოდა დახმარება. ჩემი Halo უკავშირდება ჩემს iPhone-ს და მე მაქვს აქტიური, ნორმალური ცხოვრება… ხალხში ყოფნა მშვენიერია, ისევე როგორც ტოსტერისა და მიკროტალღური ღუმელის ხმები. სიცოცხლე გრძელდება. მადლობა.” – ვილმა დ.
“ვისწავლე, რომ სმენის დაკარგვაშიც შეიძლება იყოს რაღაც პოზიტიური. ზაფხულში ლექციაზე ვიყავი და არ მესმოდა კარგად. თუმცა გაღიზიანების ნაცვლად დავიწყე გულით მოსმენა. ვაკვირდებოდი სხეულის ენას, ვუსმენდი ტონს და გავხდი აბსოლუტური მსმენელი. ეს იყო მშვენიერი გაკვეთილი ჩემთვის.” – ჰითერ რ.
“ჩემი ქალიშვილი სმენადაქვეითებული დაიბადა და ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ ისწავლა. მაგალითად სიტყვების გარკვევით წარმოთქმა, საუბრისას სახეში ყურება და ის, რომ დავაფასოთ სმენის საჩუქარი, ანუ სმენის აპარატები, მადლობა Starkey-ს.” – კიმ მ.
“19 წელია ვატარებ Starkey-ს სმენის აპარატს და ეს უკვე მესამე კომპლექტია. ორი ანალოგიური აპარატის მორგების შემდეგ ახლა ვატარებ ციფრულ სმენის აპრატს. მე მიყვარს ისინი. ახლა მე მესმის უფრო მეტი ხმა და თანაც გაცილებით მკაფიოდ. სმენის აპარატის ტარებამ გააუმჯობესა ჩემი ცხოვრების ხარისხი. არ ვიცოდი, რას ვკარგავდი მანამდე. დიდი მადლობა Starkey-ს ამ შესანიშნავი პროდუქტისთვის, რომელიც ამდენ ადამიანს ეხმარება ცხოვრების ხარისხით ტკბობაში.”-აცხადებს ნენსი ბ.
“დავასკვენი, რომ როდესაც სმენა გაქვს დაქვეითებული, მოთმინება ნიშნავს ყველაფერს. არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც. ასევე მივხვდი, რომ იუმორის გრძნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დასმული კითხვა არასწორად გესმით და სხვა რამეს პასუხობთ. ჩემს შემთხვევაში ძლიერი ტინიტუსისა და საშუალოდან მწვავე სმენის დაქვეითების ქონა არის ძალიან რთული გამოწვევა სმენის აპარატის ტარების შემთხვევაშიც კი. თუმცა მე ვისწავლე , რომ ჩემთვის სარგებელი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დანაკარგი.”-აცხადებს დაუნ ჯ.
” როდესაც სმენას კარგავთ თავს იზოლირებულად გრძნობთ. ჩემი Starkey-ს სმენის აპარატის დახმარებით მე ვგრძნობ, რომ დავიბრუნე ის ყველაფერი, რაც დაკარგული მეგონა.”-აცხადებს კევინ მ.
“ვფიქრობ, პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა სმენის აპარატის მორგებისას არის ის, რომ მოიხსნას ისინი პერიოდულად და დაისვენოს. მოულოდნელად თქვენ გაიგებთ ყველა ხმას და ეს შეიძლება იყოს სტრესი თქვენთვის. უბრალოდ არ დანებდეთ.”-აცხადებს ქეი მ.
“ორი კვირის წინ მოვირგე ჩემი ციფრული Starkey-ს სმენის აპარატი და გავიგონე ყველა ის ხმა, რაც ადრე არ მესმოდა. სმენის სპეციალისტთან შეხვედრის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ველოდებოდით ტრანსპორტს. მე გავიგონე ხმა და ვკითხე ჩემს მეუღლეს, თუ რა ხმაური იყო. მან მიპასუხა, რომ უბრალოდ სატვირთომ ჩაგვიარა. საოცარია ძლიერი სმენის აპარატები! მოუთმენლად ველი ახალი ხმების გაგონებას, რომელიც ადრე არასოდეს მსმენია.”-აცხადებს დაიშუნ ბ.
სტატიის ავტორია Emily Rinde, Starkey-ის ბლოგი, 2 მარტი, 2015
მთარგმნელი: სალომე ხორავა
