სმენის დაქვეითების მოგვარება ამცირებს სტრესს

როგორ ამცირებს სმენის დაქვეითების მოგვარება სტრესს?

ინტენსიური მცდელობა, გაიგოთ საუბარი დაქვეითებული სმენის შემთხვევაში, შეიძლება ზედმეტად სტრესულიც იყოს.

ექსპერტების აზრით, მცირე დაქვეითების დროსაც კი, თუ არ მოხდება სმენის კორექციის საშუალებების გამოყენება, მნიშვნელოვნად იზრდება კოგნიტური დატვირთვა.

კვლევის თანახმად, უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება პირდაპირ კავშირშია სხვა ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობის საკითხებთან, რომელიც ამცირებს ცხოვრების ხარისხს.

სოციუმიდან გარიყვა, დამოუკიდებლად თავის გართმევის შემცირებული უნარი და ზოგადად შემცირებული ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალია იმ მდგომარეობისა, რასაც მოუგვარებელი დაქვეითებული სმენა იწვევს. ხშირად ასეთი ადამიანები გრძნობენ იმედგაცრუებას, ბრაზს, შფოთვას, იზოლირებასა და დეპრესიას.

2014 წლის კვლევის მიხედვით უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება მოზრდილებში იწვევს დეპრესიას, განსაკუთრებით 18-დან 69 წლამდე. იტალიაში ჩატარებული სხვა კვლევის თანახმად, 35-დან 55 წლამდე ადამიანები, რომელთაც აქვთ მცირე და საშუალო სმენის დაქვეითება, რომელიც არის მოუგვარებელი, უფრო მიდრეკილი არიან დეპრესიისკენ, შფოთვასა და ინტერპერსონალური მგრძნობელობისკენ, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც სმენის პრობლემა არ აქვთ.

პოზიტიური ამბავი კი ის არის, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის, ვისაც სმენის დაქვეითება აქვს, კორექცია შესაძლებელია სმენის ტექნოლოგიების/აპარატების გამოყენებით. ფაქტიურად კვლევა გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სმენის აპარატებს ატარებენ, გაიუმჯობესეს კომუნიკაციის უნარი უმეტეს სიტუაციებში.

სმენის ტექნოლოგიების გამოყენებისას ადამიანებს აღენიშნებათ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და დეპრესიის სიმპტომების შემცირება. ბევრი ადამიანი იბრუნებს ემოციურ სტაბილურობას, ადვილად უერთდება ჯგუფებს და ინტეგრაციას ახდენს სოციუმთან. მათ აქვთ უფრო მეტი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განცდა, უფრო უკეთ აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას და ამჩნევენ მთლიანი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ზოგიც აღნიშნავს, რომ მისი ურთიერთობები სამსახურში და სახლში გაუმჯობესდა.

მარტივად რომ ვთქვათ, სმენის აპარატების მომხმარებლები კმაყოფილნი არიან იმ ცვლილებებით, რაც სმენის ტექნოლოგიებმა მოუტანა მათ. ბევრი აღნიშნავს, რომ უფრო უკეთ გრძნობენ თავს და შედეგად მათი ცხოვრება გაუმჯობესდა.

აუცილებელია, პიროვნებამ გადაიმოწმოს სმენა და სმენის სპეციალისტის რეკომენდაციის შემთხვევაში გამოიყენოს სმენის აპარატები, რომელიც აწყობილია სმენის სპეციალისტის მიერ, რაც მოუხსნით მათ მოსმენისას დაძაბულობას, გაუუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.

იმის დასადგენად, საჭიროებთ თუ არა სმენის გადამოწმებას, გაიარეთ ტესტი ამ ლინკზე: სმენის ტესტი.

წყარო: Better Hearing Institute

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.