ტინიტუსის “ყურებში ზარების რეკვის” სინდრომი, მოგვარება და მკურნალობა: მაგნიტურმა პულსებმა შესაძლოა შეამციროს ხმაური

ველინგტონი, ახალი ზელანდია – 1 ივლისი: დოქტორ ჯონათან ქოულმენი ამოწმებს თანა ფეთიმანუსის (11) ყურს ქარორის სამედიცინო ცენტრში. ჯანდაცვის მინისტრი ჯონათან ქოულმენი გეგმავს უფასო ვიზიტებსა და კონსუტლაციებს 13 წლამდე ბავშვებისთვის (ფოტო: მარქ თანთრუმ/Getty Images)

ტინიტუსი უცნაური მდგომარეობაა, ადამიანებს ესმით ბზუილი ან გამუდმებული რეკვა ყურებში და გარშემო არანაირი ხმა არ არის. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ტინიტუსისგან იტანჯებიან, შეიძლება განთავისუფლდნენ წარმოსახვითი ხმებისგან, რომლებიც ესმით ელექტრომაგნიტური პულსებით.

ჟურნალში. ოტოლარინგოლოგია – კისრისა და თავის ოპერაციები (JAMA Otolaryngology-Head and Neck Surgery), გამოქვეყნდა სტატია, სადაც გამოვლენილია, რომ კვლევაში მონაწილეთა ნახევარს კარგი შედეგი ჰქონდა ტრანსკრანიალური მაგნიტური სიმულაციის გამოყენებისას (ტმს).

Science World-ის თანახმად კვლევაში მონაწილეობა მიიღო 64 ადამიანმა, რომელსაც წელიწადზე მეტია აღენიშნება ტინიტუსი. ჯგუფის ნახევარმა მიიღო 2,000 ტმს პულსი 10 დღის მანძილზე, ხოლო მეორე ნახევარმა “ცრუ” მკურნალობა.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 32 ადამიანიდან 60%-მა, რომლებმაც მიიღეს ტმს, 10 დღის შემდეგ იგრძნეს ტინიტუსის სიმპტომისგან შვება, მაშინ როცა მეორე ჯგუფიდან მხოლოდ 22%-მა იგრძნო შვება. 6 თვის შემდეგ იმ ჯგუფის 66%-ის მდგომარეობა, რომლებმაც მიიღეს ტმს, საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაშინ როცა მეორე ჯგუფში მხოლოდ 38%-მა აღნიშნა გაუმჯობესება.

“ზოგიერთი მონაწილისთვის ეს იყო პირველი შვება წლების შემდეგ. ამ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შევძლებთ უფრო მიზანმიმართული და გრძელვადიანი მოგვარების გზა შევიმუშავოთ. ამ სიმპტომით ძალიან ბევრი ამერიკელი იტანჯება, ქალი თუ კაცი და მათ შორის სამხედრო პირები” აღნიშნა რობერტ ლ. ფოლმერმა, ის გახლავთ მთავარი მკვლევარი და OHSU მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

მაიოს კლინიკის თანახმად ტინიტუსი არ არის მდგომარეობა, ის არის უბრალოდ სხვა მდგომარეობის სიმპტომი. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ყურის დაზიანებით ან სმენის დაქვეითებით. ზოგიერთი ადამიანისთვის წლების მანძილზე ის შეიძლება უფრო გაურესდეს.

თანამედროვე მკურნალობის გზები მოიცავს ტინიტუსის გამომწვევი ჯანმრთელობის მდგომარეობისგან განკურნებას, ხმის ჩახშობას კონკრეტული ხელსაწყოების გამოყენებით, მედიკამენტების მიღებას.

მიუხედავად იმ იმედებისა რაც უკავშირდება ტმს-ის გამოყენებას, მკვლევარები ამბობენ, რომ ეს მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს თანამედროვე მართვის სტრატეგიებს. ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ალტერნატიული გზა მათთვის, ვისაც შედეგი არა აქვს სხვა მეთოდებით.

დამატებით საჭიროა მეტი კვლევისა და ცდების ჩატარება იმისთვის, რომ დადგინდეს ტმს-ის ეფექტურობა ტინიტუსისთვის.

“მე არ მოვიაზრებ ტმს-ის როგორც არსებული პრაქტიკის ჩამნაცვლებელს, თუმცა ვთვლი, რომ ის შეიძლება იყოს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება ზოგიერთი პაციენტისთვის” განაცხადა ფოლმერმა.

წყარო:  Latinos Health

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.