სმენის ტექნოლოგიები შეიძლება დიდი თანხა ღირდეს, მაგრამ მაშინ როცა ამხელა თანხებს ვიხდით თანამედროვე ტექნოლოგიებში, რატომ ვყოყმანობთ სმენის აპარატებზე? აუდიოლოგი ბეთ მაქქორმიქი მიმოიხილავს, თუ სმენის აპარატების ყიდვამ როგორ შეიძლება მიანიჭოს ადამიანს არა მხოლოდ ბედნიერება, არამედ გრძელვადიანი ბედნიერება.
შესაძლებელია ახალმა შენაძენმა გაგვაბედნიეროს? ბითლზები მღეროდნენ, რომ “ფულით სიყვარულს ვერ იყიდი”. თუმცა ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ ფულით დიახაც შესაძლებელია ბედნიერების ყიდვა. კვლევების თანახმად ბედნიერების დოზა, რომელიც უკავშირდება შემოსავალს, კლებულობს, თუ ყოველწლიური შემოსავალი $75,000-ზე მეტია. თუ მხოლოდ იმდენს გამოიმუშავებთ, რაც საკმარისია საბაზისო საჭიროებების დასაფარად, მით უფრო დიდია ფულისგან მიღებული ბედნიერება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედნიერების შეგრძნება მცირდება, როგორც კი საბაზისო მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
ვთქვათ, ჩვენ გვაქვს სათანადო შემოსავალი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ დავხარჯოთ ეს ჯაფით ნაშოვნი თანხა, რომ გავზარდოთ ბედნიერების შეგრძნება? ჰარვარდის პროფესორი, დანიელ გილბერთი აღნიშნავს, რომ თუ ფული ვერ გაბედნიერებთ, მაშინ არასწორად ხარჯავთ მას. ის განმარტავს, რომ “ფული ბედნიერების შესაძლებლობაა, თუმცა ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანები ხშირად ფლანგავენ. მათ ჰგონიათ, რომ კონკრეტული ნივთი გააბედნიერებთ, მაგრამ ხშირად ასე არ არის.”
ნივთის ყიდვა პირად ბედნიერებას ზრდის, მაგრამ ეს ეიფორია ხანმოკლეა. უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიების ან ძვირფასი ავტომობილის შეძენა ზრდის პირად ბედნიერებას, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებს აქვთ უნიკალური თვისება, მალე შეიგრძნონ მესაკუთრეობა ახალ ნივთზე და ეს მდგომარეობა კი ხელს უშლის ბედნიერების გახანგრძლივებას. ჩვენ შეიძლება რამდენიმე კვირა აღფრთოვანებული ვიყოთ ახალი სმარტფონის შეძენით, მაგრამ როგორც კი სიახლე ხუნდება, ის რუტინული ხდება.
“ნათელია, ცხოვრების მომენტებით უფრო მეტი ბედნიერების ყიდვაა შესაძლებელი ვიდრე მატერიალური ნივთით,” ამბობს რაიან თ. ჰოუელი, პროფესორის ასისტენტი ფსიქოლოგიაში, სან ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, და ვებსაიტის შემქმნელი “ყიდვის მიღმა”. ჰაუელი თავის კოლეგებთან ერთად შეისწავლის, თუ რა გავლენას ახდენს ხარჯვის ჩვევები ბედნირებაზე. ფულის დახარჯვა კონკრეტული მომენტისთვის ან სხვა ადამიანისთვის უფრო ხანგრძლივი ბედნიერების შეგრძნებას იწვევს, ვიდრე მატერიალური საკუთრების შეძენა, ასევე ფულის დახარჯვა ცხოვრების ისეთ მომენტებზე, რომლის გაზიარებაც შეიძლება სხვებთან ერთად, განსაკუთრებით ზრდის ბედნიერების განცდას.
თუკი ცხოვრების მომენტებს შეუძლიათ მოგვიტანოს ყველაზე დიდი ბედნიერება, მაშინ რას იტყვით, თუ ფულს დახარჯავთ ისეთ ნივთზე, რომელიც მოგიტანთ მეტ თავგადასავლებს, მეტ შესაძლებლობებს, ბევრ დაუვიწყარ მომენტსა და ახალ ხმებს?
ახალი ტექნოლოგიის ყიდვას მივყავართ კი გრძელვადიან ბედნიერებამდე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგვიძლია ვიყიდოთ ბედნიერება სმენის აპარატებით? როგორც აუდიოლოგი, მე გეტყვით თქვენ “კი”.
სმენის აპარატების ყიდვისას ჩვენ ვყიდულობთ როგორც ახალ ტექნოლოგიას ასევე ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს. სმენის აპარატები ბევრად მეტია ვიდრე მატერიალური საკუთრება. გაუმჯობესებული სმენა გვაკავშირებს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებთან და გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს. ყურების საშუალებით ჩვენ ვისმენთ, ვუკავშირდებით და გვესმის ჩვენს გარშემო სამყაროსი.
სმენა ის შეგრძნებაა, რომელიც გვაკავშირებს სხვებთან და თუკი კვლევის თანახმად პირადი ბედნიერება ხანგრძლივდება, თუ ფულს ვხარჯავთ ერთობლივ ცხოვრების მომენტებზე იმ ადამიანებთან, ვინც გვიყვარს, მაშინ დიახ, სმენის აპარატები ის ტექნოლოგიაა, რომლითაც ბედნიერების ყიდვა შესაძლებელია.
წყარო: ბეთ მაქქორმიქი; 20 ივლისი, 2015