სმენის დაქვეითების ნიშნები ბავშვებში

pic 4

ბლოგის დღევანდელი სტუმარია მიშელ ფრიდმენი, მარკეტინგის დირექტორი Medical Scrubs Collection-ში, მწერალი და სმენადაქვეითებული პატარა ბიჭის დედა.  მას სურს, მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა და დაეხმაროს სმენადაქვეითებულ ბავშვებს.

ბავშვის აღზრდა ყოველთვის რთული იყო. თუმცა დღეს, როცა ყველა მომენტი დოკუმენტირებულია სოციალურ ქსელში, ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა ჯანმრთელი, გაწონასწორებული ბავშვების გაზრდა. საკმაოდ მაცდურია ის სურვილი, რომ გინდათ სოციალურ ქსელში დააკვირდეთ ბავშვს და შეადაროთ მისი პროგრესი თანატოლებისას. თუმცა ასეთი დაკვირვება უფრო ართულებს იმის დადგენას, თუ ასაკთან შესაბამისად რამდენად ადეკვატურია მისი ქცევა და განვითარება და არის თუ არა რამე ნიშანი იმისა, რომ იგი საჭიროებს რაიმე დახმარებას.

ენა და კომუნიკაცია აუცილებელია განვითარებისთვის, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში გამოავლინოთ სმენის დაქვეითება მისი არსებობის შემთხვევაში. მშობელმა პირველმა უნდა შენიშნოს, თუ ბავშვს რაიმე სახის გადახრა აღენიშნება. ქვემოთ მოცემულია მნიშვნელოვანი მომენტები, რასაც უნდა დააკვირდეთ ბავშვის გაზრდისა და განვითარებისას.

შესანიშნავი ხმები – პატარები

თქვენმა პატარამ 9 თვის ასაკში უნდა დაიწყოს “სიტყვების” წარმოთქმა, რაც ყველაზე ტკბილია სამყაროში. ეს მისი პირველი მცდელობაა, დაგეკონტაქტოთ სიტყვიერად. სმენადაქვეითებული ბავშვი კი ვერ წარმოთქვამს მას და გამოსცემს ძალიან ხმამაღალ, უცნაურ ხმებს. ის ცდილობს ხმის წარმოთქმას, რომ თავად გაიგონოს საკუთარი ხმა. როგორც კი ბავშვი იწყებს სიტყვების წარმოთქმის პირველ მცდელობებს, მან ეტაპობრივად უნდა გამოიყენოს ხმოვნებისა და თანხმოვნების კომბინაცია. სმენის დაქვეითების სხვა ნიშნებია ასევე, როცა ბავშვი მაღალ ხმაზე არ შეკრთება, ნაცნობი ხმა არ ამშვიდებს, ასევე თავს არ აბრუნებს იქითკენ, საიდანაც ხმა მოდის.

სოციალური ჩართულობა – ბაჯბაჯები

ბავშვები, რომლებსაც სმენა აქვთ დაქვეითებული, მოწყვეტილნი არიან კომუნიკაციის სამყაროს და ძალიან ხშირად თავიანთ პატარა სამყაროში ცხოვრობენ. 2-3 წლის ბავშვებისთვის დამახასიათებელია პარალელური თამაშები, თუმცა ისინი უნდა ამჩნევდნენ მეორე ბავშვს ან მოზრდილს, თუნდაც მარტო თამაშობდნენ. 3 წლის ასაკში ბავშვები უკვე აღიარებენ მეორე მოთამაშეს, თუნდაც არ თამაშობდნენ შეთანხმებულად.

სირთულეები სოციალურ ჩართულობაში შესაძლოა სმენის დაქვეითების ნიშანი იყოს, რადგანაც ბავშვი ვერ ამყარებს კომუნიკაციას სხვა ბავშვთან და ყურადღებას არ აქცევს მას. ჩემი სმენადაქვეითებული ბიჭი ზუსტად ამ ქცევას მიმართავს. როდესაც ის სმენის აპარატებს ატარებს, ის უკვე ჩართულია ბავშვებთან. როგორც კი ძილის წინ აპარატებს მოვხსნი, ის თავის სამყაროშია და თუნდაც ხმამაღლა ვუთხრა რამე, ყურადღებას არ მაქცევს, რადგანაც ის მოწყვეტილია “ხმოვან სამყაროს” და აღარ ახდენს მოსმენაზე კონცენტრირებას.

სმენის დაქვეითება სხვადასხვანაირია

კონკრეტული ადამიანისთვის სმენის დაქვეითება განსხვავებულია. თქვენს შვილს შესაძლოა სხვადასხვა ყურში კონკრეტული სიხშირეები სხვადასხვანაირად ესმოდეს. მას შესაძლოა ესმოდეს დაბალი სიხშირის ხმები (ბოხი ხმები) და არა მაღალი სიხშირეების (წვრილი ხმები) ან პირიქით. მას შესაძლოა ესმოდეს შუა სიხშირეები, მაგრამ არ ესმოდეს დაბალი სიხშირეების ხმები. სმენის დაქვეითება უნიკალურია ყველა ადამიანში და ის შეიძლება დაფიქსირდეს მხოლოდ რამდენიმე სიხშირეზე ან ყველაზე. თუ ბავშვს ტაშის ხმა არ ესმის, ნუ ჩათვლით, რომ მას საერთოდ არ ესმის ან თუ ტაშის ხმა გაიგონა, ნუ ჩათვლით, რომ სმენის დაქვეითება არ არსებობს.

მაგალითად, ჩემს ბიჭს ვარდნა აქვს მაღალ სიხშირეებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ის სმენის აპარატებს არ ატარებს მას კაცის ხმები უკეთესად ესმის ვიდრე ქალის.

გაითვალისწინეთ, რომ სმენის დაქვეითების ბევრი ნიშანი არსებობს და ზოგმა ბავშვმა შესაძლოა საერთოდ არ გამოავლინოს იგი დიდ ასაკამდე. ყოველთვის შეხედეთ მთლიან სურათს და ენდეთ თქვენს ინსტინქტებს, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. ესაუბრეთ პედიატრს, რადგანაც ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ წადით სახლში, ეთამაშეთ მას და ჩაეხუტეთ, რადგანაც სიყვარული უნივერსალური ენაა, რომელიც ყველა ბარიერს გადალახავს.

 

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

 

წყარო: Starkey ბლოგი, 29 ივლისი, 2015

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.