ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 1946-1964 წლებში, ცნობილნი არიან როგორც ამერიკული ცხოვრების სტილის შემცვლელნი. ეს თაობა აშშ-ს 75 მილიონიან მოსახლეობაში 28%-ს წარმოადგენს. მათ შეიტანეს კონკრეტული ცვლილებები კულტურაში, ტექნოლოგიაში, სამოქალაო უფლებებში და ახლა კი საპენსიო ასაკის განსაზღვრაში. ეს თაობა უფრო დიდ ხანს ცხოვრობს, ეწევა აქტიურ ცხოვრებას და უფრო მეტსაც მუშაობს, შესაბამისად მათთვის საპენსიო ასაკი აღარ არის 60 წელი.
სწორედ ეს თაობა წარმოადგენს დასაქმებულების ერთ მესამედს და ბევრი აღნიშნავს, რომ ისინი პენსიაზე არ გავლენ სულ მცირე 66 წლამდე. ათიდან ერთი იმასაც ამბობს, რომ პენსიაზე საერთოდ არ გავლენ. ამ თაობის 20-30 პროცენტს სმენის დაქვეითების სხვადასხვა დონე აქვს. თუ ვიმსჯელებთ, რომ ამ თაობის ადამიანები უფრო დიდ ხანს მუშაობენ, გამოდის ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, რომელსაც მოუგვარებელი დაქვეითებული სმენა აქვს.
მოუგვარებელი სმენის პრობლემა გავლენას ახდენს შესრულებულ სამუშაოზე, პროდუქტულობასა და გამომუშავებაზე. ფაქტიურად ერთი კვლევის თანახმად იმ ადამიანებს, რომელთაც მოუგვარებელი სმენის პრობლემა აქვთ, თითქმის $30,000-მდე უმცირდებათ ყოველწლიური შემოსავალი. მეორე კვლევის თანახმად იმ თანამშრომელთა 95%-მა, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ დაქვეითებულ სმენას, აღიარა, რომ მათ ხელი ეშლებათ მუშაობისას, ხშირად ამეორებინებენ ადამიანებს ნათქვამს, ხანდახან არასწორად იგებენ ან დასტურის ნიშნად თავს უქნევენ მოსაუბრეს, თითქოს ყველაფერი გაიგეს.
სმენის პრობლემამ შეიძლება უსაფრთხოების პრობლემებიც წარმოქმნას, ხანდახან ისინი ვერ იგებენ სპეციალურ სიგნალს სამუშაო გარემოში. მოუგვარებელი სმენის პრობლემა განსაკუთრებით საშიშია, როცა ადამიანი მუშაობს მშენებლობაზე, წარმოებაში და სამართალდამცავ პოზიციებზე.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ ამ თაობამ წინა პლანზე წამოწია ჯანმრთელობისა და აქტიურობის საკითხი. ისინი იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც ეხმარება მათ, იყვნენ კავშირში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან და მათ ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება. ახლა ყველაზე მთავარია იმ ნეგატიური დამოკიდებულების მოხსნა, რაც სმენის აპარატებთან დაკავშირებით იყო ადრე, როცა ისინი იყო დიდი და შემაცბუნებელი. ყველა ეს მიზეზი მოხსნილია, რადგანაც უკვე კარგა ხანია თითქმის შეუმჩნეველი პროდუქტებია გაყიდვაში.
სმენის დაქვეითება ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ამერიკაში დღეს და ასევე ყველაზე მარტივად მოგვარებადი. სმენის აპარატები, ისევე როგორც სხვა შესაბამისი მიდგომები და სამუშაო ადგილის შესაბამისად მოწყობა, ეხმარება მომხმარებელს ბევრად უკეთესი იყოს სამსახურში. ასე რომ ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სმენის სპეციალისტს, რომ თავიდან აირიდოთ მოგვიანებით უარყოფითი შედეგები.
სტეფანი ლოქისანო, 14 აგვისტო, 2014
