დაიწყო სასწავლო წელი? 3 რჩევა დაქვეითებულ სმენასთან დაკავშირებით

Back To School Hearing Loss Tipsსმენის დაქვეითებამ შესაძლოა უფრო რთული გახადოს სწავლების პროცესი. მასწავლებლები ხშირად მოძრაობენ საკლასო ოთახში ან გარედან შემოსულმა ხმაურმა შესაძლოა მოსწავლეს ხელი შეუშალოს მასწავლებლის ხმის გაგონებაში. დიდ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში ადვილად იცვლის ხმა სახეს და სხვა სტუდენტები ყოფნა ართულებს მოსმენას, რადგანაც მათი ხმა ხშირად გადაფარავს პროფესორის ხმას.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გავიადვილოთ მოსმენა სკოლაში:

  • უთხარით თქვენს მასწავლებელს: ყველა თქვენს მასწავლებელს უთხარით თქვენი სმენის დაქვეითების შესახებ. უთხარით მათ, როგორი ხმების/ბგერების გაგება გიჭირთ, რომელი სიტყვების გაგონებაა რთული და როგორ სასმენ გარემოშია მოსმენა განსაკუთრებით რთული. დაჯექით და იმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს დაგეხმაროთ თქვენ. მაგალითად, საუბრის დროს სახე ჰქონდეს თქვენსკენ მობრუნებული, იყენებდეს ვიზუალურ და დაბეჭდილ მასალას და არა მხოლოდ ზეპირად ახსნას მასალა. კვირაში ერთხელ დარწმუნდეს, რომ ძირითადი საკითხები გაიგეთ და არაფერი გამოგიტოვებიათ.
  • დაასახელეთ ადამიანი, რომელიც ჩაინიშნავს ძირითად საკითხებს კლასში: კოლეჯში ძალიან მიჭირდა რამდენიმე პედაგოგის მეტყველების გაგება, რადგანაც მათი ხმა აუდიტორიაში იკარგებოდა. სულ მოძრაობდნენ კლასში. რამდენიმე მათგანი ქალბატონი იყო და უფრო ხმადაბალი, მაღალი სიხშირეების ხმა ჰქონდათ. ასევე არ მესმოდა სხვა სტუდენტების კითხვები ან პასუხები, რადგანაც ან ჩემს უკან იყვნენ ან ძალიან შორს 300 ადგილიან აუდიტორიაში. ამ პრობლემის დასაძლევად მე მოვითხოვე ადამიანი სკოლაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის სამსახურიდან. თუ ამის გაკეთება უხერხულობას გიქმნით, ან დროულად ვერ აცნობეთ სკოლას, გამოეყო თქვენთვის ასეთი ადამიანი, მაშინ თხოვეთ თქვენს მეგობარს, გააკეთოს ჩანაწერები თქვენთვის.
  • წინა რიგი: წინა რიგში ჯდომა ნიშნავს, რომ უფრო ბევრ კითხვას დაგისვამენ, ვიდრე როცა უკან ხართ დამალული. თუმცა წინა რიგი მოგცემთ საშუალებას, უკეთესად გაიგოთ მასწავლებლის საუბარი. ასევე შეგიძლიათ მარტივად გაბრუნდეთ მარცხნივ, მარჯვნივ ან უკან, როცა სხვა სტუდენტი საუბრობს. მე ყოველთვის მიყვარდა წინა რიგის შუაში ჯდომა, შუა გასასვლელიდან მარცხენა მხარეს აუდიტორიაში.

სხვა რჩევებიც გაქვთ სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ქვემოთ კომენტარებში ან ფეისბუქის გვერდზე:

 

.

წყარო: Starkey ბლოგი, სარა ბრიკერი, 24 აგვისტო, 2015

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.