ერთი ჭიქა ღვინო იცავს სმენას დაქვეითებისგან?

Red Wine15 ოქტომბერი წითელი ღვინის დღეა! წითელი ღვინო შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს. იცოდით, რომ მასში კიდევ რაღაც არის, რომელიც სასარგებლოა? კვლევებმა დაადასტურეს, რომ მისი ზომიერი მოხმარება სასარგებლოა არა მხოლოდ გულისთვის, არამედ სმენისთვისაც.

წითელი ღვინო ცნობილია, როგორც “გულისთვის სასარგებლო”, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტსა და ტანინს, რაც თავის მხრივ ებრძვის კარდიოვასკულარულ პრობლემებსა და კიბოს ზოგიერთ სახეობას. თუმცა შეიძლება არ იცოდეთ, რომ წითელი ღვინის ზომიერმა მიღებამ შეიძლება დაგიცვათ მაღალი ხმისგან გამოწვეული სმენის დაქვეითებისგან.

როგორ? პასუხი შესაძლოა რესვერატროლი იყოს

რესვერატროლი ანტიბიოტიკური ნივთირებაა, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტული მცენარეებისგან. მას შეიცავს არახისის კარაქი, შავი შოკოლადი, მოცვი და განსაკუთრებით უხვად წითელი ყურძნის კანი.

2013 წელს დოქტორ მაიკლ სიდმენმა ჰენრი ფორდის ჰოსპიტალში გამოაქვეყნა კვლევა რესვერატროლის გამოყენებასა და დაბერების ურთიერთკავშირის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი კი იყო სმენის დაქვეითებასა და კოგნიციაზე. სიდმენმა და მისმა ჯგუფმა ჯანსაღი ვირთხები რესვერატროლით გამოკვებეს, სანამ ხმამაღალ ხმებს შეუშვებდნენ. შედეგებმა აჩვენეს, რომ იმ ვირთხებს, რომელთაც რესვერატროლი ჰქონდათ მიღებული, მხოლოდ 50%ით ნაკლები დაქვეითება გამოუვლინდათ, ვიდრე იმ ვირთხებს, რომელთაც პლაცებო ჰქონდათ მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ სიდმენს ადამიანებზე არ ჩაუტარებია კვლევა, რესვერატროლის დამცავი ეფექტი მაღალი ხმისგან რეალური ჩანს. მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება ბევრ რამეზე ახდენს გავლენას. მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევისა და სისხლში შაქრის გაზრდა, რაც ზრდის გულის დაავადების რისკს.

ამასთანავე, კვლევები გვიჩვენებენ, რომ რესვერატროლის შემცველი ღვინოები ამცირებენ სისხლში შაქარს.

თუ თქვენ შესაბამისად ვერ აფასებთ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს, მგონი დროა, დაიწყოთ მისი მიღება. ვინ იცის, შესაძლოა ერთმა ჭიქა წითელმა ღვინომ შეგინარჩუნოთ სმენა.

ავტორი: მერაია ბერგსთორმი, Starkey ბლოგი, 2015 წლის 15 ოქტომბერი.

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.