მარია 10 წლისაა, სკოლის აუდიტორიაში პროგრამის დასწრების შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ყურებში ხმაური შეამჩნია. ყურებში ხმაური დაქვეითების ნიშანია. სკოლებში ბევრი “მარიაა”. 19 წლამდე ამერიკელი ბავშვების 20%-ს განუკურნებელი სმენის დაქვეითება ექნება, რომელსაც მაღალი ხმა იწვევს.
ჯონი 12 წლისაა, მას უყვარს მუსიკა და უკრავს გიტარაზე სკოლის ბენდში. 25 წლის რომ გახდებიან, იმ ადამიანთა 45%, რომლებიც მონაწილეობენ მუსიკალურ ჯგუფებში (ბენდი, ორკესტრი, ქორო), განუკურნებელი სმენის დაქვეითება ექნებათ.
მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება ეპიდემიურია ამერიკაში. ამერიკის აუდიოლოგიის აკადემიის მიხედვით მეორე კლასში ბავშვების 3-ჯერ მეტს აღენიშნება სმენის დაქვეითება დღეს, ვიდრე 10 წლის წინ და მერვე კლასამდე 4-ჯერ გაიზრდება. 2000 წლიდან 2015 წლამდე ამერიკელ სმენადაქვეითებულთა რაოდენობა გაორმაგდა, ამჟამად მათი რიცხვი 50 მილიონია.
ყოველი ჩვენგანი არის მაღალი ხმისგან სმენის დაქვეითების რისკის ქვეშ. რესტორნებში, კინოთეატრებში, სავაჭრო ცენტრებში, ფიტნეს კლუბებში, სამსახურში, ქორწილებში ან სხვა ღონისძიებაზე, სადაც ჩართულია მუსიკა, ჩვენ გვესმის მაღალი ხმები.
თქვენ ან თქვენი შვილები უსმენთ iPod-ს ან იყენებთ პერსონალურ სტერეო ყურსასმენებს? დადიხართ ათლეტურ თამაშებზე, ფეხბურთის ან კალათბურთის მატჩებზე? გარე არენებზეც კი ხმის სიმაღლის დონე 115 დეციბელია ან მეტი. ხმის ამ დონეზე სმენის პერმანენტული დაქვეითება შესაძლოა წამებში მოხდეს. რისკი უფრო მაღალია ელექტრონულ ან როკ კონცერტებზე.
მილიონობით ამერიკელს დაქვეითებული აქვს სმენა და ვერც კი აცნობიერებს მას. ადამიანს 18,000 უმცირესი ბუსუსოვანი უჯრედი აქვს შიგნითა ყურში, რომელიც აუდიტორული ნერვის საშუალებით ხმას გადასცემს ტვინს. მაღალი ხმისგან ზოგიერთი ეს უჯრედი ზიანდება და კვდება. ეს პროცესი უმტკივნეულოა და თანდათანობით სმენა ისე ქვეითდება, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ამიტომაც ერთ დღეს ვიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ სამუდამოდ და მწვავედ დაგვიზიანდა ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია – სმენა.
ხმაურით გამოწვეულ სმენის დაქვეითებას სერიოზულ უარყოფით შედეგებამდე მივყავართ, როგორიცაა სოციალური გარიყულობა, გაზრდილი სტრესი და დეპრესია, ნაკლები ეფექტურობა სამსახურში, შემცირებული შემოსავალი, სხეულის დაშავების გაზრდილი რისკი და თუნდაც სიკვდილი. ხშირ შემთხვევებში მაღალი ხმით გამოწვეულ სმენის დაქვეითებას თან ახლავს ტინიტუსი, ზარის ან შრიალის/წივილის ხმა, რომელიც მთელი ცხოვრება შენთან იქნება. ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის დოქტორმა ფრანკ ლინმა გამოავლინა კავშირი სმენის დაქვეითებასა და დემენციას შორის (2012 წლის კვლევა): მცირე სმენის დაქვეითების შემთხვევაში რისკი გაორმაგებულია, საშუალოს შემთხვევაში – გასამმაგებული, ხოლო მწვავე დაქვეითების შემთხვევაში – გახუთმაგებული. ეკონომიკური გავლენა უზარმაზარია, ცხოვრების მანძილზე ხარჯი 1 ადამიანზე შეფასებულია $1 მილიონით.
თუ სმენა დაგიქვეითდათ, მას ვერასოდეს დაიბრუნებთ. მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება არ ინკურნება, ვერცერთი ექიმი ვერ აღადგენს სმენას. სმენის აპარატებით შესაძლებელია ხმების გაძლიერების რეგულირება, თუმცა ბოლომდე ვერ ხდება ბუნებრივი სმენის ჩანაცვლება.
მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება დროთა განმავლობაში შეიძლება გაუარესდეს, ის პერმანენტულია. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ამ დაქვეითების პრევენცია შესაძლებელია. ჩვენს ქცევაში მცირე ცვლილებამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს იგი. დაუწიეთ ყურსასმენებში ხმას, მოერიდეთ ხმამაღალ ადგილებს. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, ვატაროთ მაღალი ხმისგან დამცავები. მაგალითად, მუსიკაზე მოსიარულე სტუდენტებს შეუძლიათ ატარონ ყურის დამხშობი რეპეტიციებსა და კონცერტებზე.
მოდით, ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა და გამოვთქვათ ჩვენი უკმაყოფილება, როცა სკოლებში, რესტორნებში, გასართობ ადგილებსა და სამსახურებში ჩვენდაუნებურად მაღალ ხმებში გვიწევს ყოფნა. ნებისმიერმა ხმამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი სმენის დაქვეითება, როცა იგი გადააჭარბებს 85 დეციბელს და რეკომენდებულ დროზე მეტხანს მოისმენთ ამ ხმას.
დამცავი ყურის საცობების მოხმარება ისეთივე ხშირი უნდა გახდეს, როგორიც ღვედია, სათვალე და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ ფასად 20 ცენტიდან დაწყებული ერთჯერადი დამცავები აფთიაქებში, $20-ზე ნაკლები, ონლაინ თუ გამოიწერთ მრავალჯერად დამცავებს. ზოგიერთ დამცავს სპეციალური ფილტრი მოჰყვება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იმ ხმების გარკვევით გაგონება, რომლებიც უსაფრთხო დონეზეა. მუდამ თან ატარეთ ისინი, რომ მზად იყოთ თქვენი სმენის დასაცავად.
ოქტომბერი სმენის დაცვის ეროვნული თვეა. თქვენი და ამერიკის მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის, დროა, ყურადღება მიაქციოთ და მიიღოთ მარტივი ზომები, რომ თავი დაიცვათ ეპიდემიური სმენის დაქვეითებისგან.
სმენა ფასდაუდებელი საჩუქარია: გაუფრთხილდით მას!
წყარო: huff.to/1RiIdNA
