2 რამის მიღება სურთ პაციენტებს სმენის აპარატებისგან: მეტყველების უკეთ გარჩევა და ხმაურიან გარემოში გაუმჯობესებული სმენა. საბედნიეროდ ეს ორი ფუნქცია აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას გაიგონოს გარკვევით და გაარჩიოს მოსაუბრის ნათქვამი ხმაურიან გარემოში: მეტყველების ID და გარკვევადობის დირექციულობა.
მეტყველების ID
დაქვეითებული სმენის დროს სწორედ მეტყველების გარჩევაა ყველაზე დიდი გამოწვევა. გესმით ბგერები, მაგრამ ვერ არჩევთ ხმოვნებსა და დაბოლოებებს სწორად. მეტყველების ID გეხმარებათ მეტყველების სუფთად აღქმაში. სმენის აპარატი ახდენს რთულ სასმენ გარემოში მეტყველების გამოკვეთას. უნიკალური სიხშირეების დანაწევრებით, სადაც სხვადასხვა ბგერაა განაწილებული, სმენის აპარატი უზრუნველყოფს მეტყველების მკაფიოდ აღქმას.
გარკვევადობის დირექციულობა
მარტივად რომ ვთქვათ, სმენის აპარატებში დირექციული სისტემა ხმაურიდან მეტყველების გამოყოფას ახდენს იმის დამუშავებით, თუ რამდენად სწრაფად მიდის ხმა წყაროდან სმენის აპარატების მიკროფონებში. თუმცა დირექციულობის ამ ფუნქციას გარკვეული შეზღუდვაც აქვს. ის მხოლოდ წინ მდგომი მოსაუბრის ხმებს აძლიერებს.
გარკვევადობის დირექციულობა უფრო მორგებულ მიდგომას მიმართავს. ის იყენებს მიკრო-ელექტრონულ-მექანიკურ სისტემებს (MEMS). ამ ფუნქციით მოსმენა შესაძლებელია 360 გრადუსით და მხოლოდ ხმაურიან გარემოში გადაერთობა დირექციულ მიკროფონზე. ამ ფუნქციით სმენის აპარატები ყველა მხრიდან ახდენენ მეტყველების დამუშავებას და არა მხოლოდ წინა მოსაუბრისას.
როგორ ფუნქციონირებს?
ადაპტური მულტი მიკროფონის სისტემა უზრუნველყოფს ხმის ხარისხს, აუმჯობესებს გარჩევადობას სხვადასხვა სასმენ გარემოში და შედეგად მოსმენა მარტივდება. მეტყველების დროს მიკროფონის ნაწილი იხრება მოსაუბრის მხარეს. თუ მოსაუბრე მოძრაობს, მიკროფონის ნაწილიც მოძრაობს მასთან ერთად და ახშობს სხვა ხმებს.
გარკვევადობის დირექციულობას ბევრი დადებითი შედეგი აქვს, ის კონცენტრირდება მეტყველებაზე და ახშობს ყველა ზედმეტ ხმას. ასევე თუ თქვენ მანქანას მართავთ, თქვენ არ ნერვიულობთ იმაზე, რომ შესაძლოა მგზავრის არ გესმოდეთ თქვენს გვერდში ან თქვენს უკან.
მიიღეთ მეტი ინფორმაცია სმენის ტექნოლოგიებზე სმენის ცენტრში, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59.
წყარო: Starkey ბლოგი