დღესასწაულები ის დროა, როცა თქვენ თქვენი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ხართ. დიდ შეკრებებზე, სიცილსა და საუბრებში ხმები განსაკუთრებულად ხმამაღალია, რაც სმენადაქვეითებული ადამიანისთვის ართულებს მეტყველების გაგებას. ქვემოთ მოცემულია მარტივი რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს სტუმრებს, ისიამოვნოთ დღესასწაულებზე.
თუ თქვენ ხართ მასპინძელი, აუცილებელია კომფორტული გარემო შეუქმნათ თქვენს ყველა სტუმარს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომელთაც სმენის დაქვეითება აქვთ.
- ისარგებლეთ მრგვალი მაგიდით. მრგვალი მაგიდით შესაძლებლობას აძლევთ სმენადაქვეითებულ ადამიანებს, ტუჩებზე წაიკითხონ და არ გამოტოვონ საუბრის ნაწილი.
- შეკრებისთვის რამდენიმე ოთახი გამოყავით. ხმამაღალი სიცილი ან ერთმანეთის ხმის გადაფარვა საუბრის დროს განსაკუთრებით ართულებს მოსმენას სმენადაქვეითებული სტუმრისთვის. პატარა ოთახი ხმაურიანი ოთახის მოშორებით იდეალურია პირისპირ საუბრებისთვის.
- დაუწიეთ სადღესასწაულო მუსიკის ხმას. თუ მუსიკა ხმამაღალია, ის ხელს უშლის წვეულების ყველა მონაწილეს, მოისმინონ საუბარი. დააყენეთ მუსიკა დაბალ ხმაზე, ნუ დააყენებთ დინამიკებს ავეჯის მიმართულებით, რომ სმენადაქვეითებულ სტუმარს, საუბრის გაგების პრობლემა არ შეექმნას.
- დაიწყეთ თამაში, კარტი ან მაგიდის სხვა თამაშები! ამ ტიპის თამაშები იდეალურია სადღესასწაულო განწყობის შესანარჩუნებლად და ხელს უწყობს რამდენიმე ადამიანის ურთიერთობას. ნახეთ ახალი თამაშები ამ გვერდზე დაწკაპუნებით.
თუ თქვენ გაქვთ სმენა დაქვეითებული და სტუმრად ხართ წვეულებაზე, რამდენიმე ხერხი არსებობს იმისთვის, რომ უკეთესად იურთიერთოთ სხვა სტუმრებთან.
- იპოვეთ შედარებით წყნარი ადგილი. როდესაც მხოლოდ ერთ ადამიანთან საუბრობთ, წყნარი ადგილი გამონახეთ, მუსიკა სადაც უფრო ხმადაბალია, რომ უკეთესად გაიგონოთ საუბარი.
- შეარჩიეთ თქვენთვის “ოპტიმალური” ადგილი. დიდ ჯგუფებში ისეთი ადგილი შეარჩიეთ, საიდანაც ყველა სტუმარს დაინახავთ, შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი მათთან.
- იფიქრეთ განათებაზე. კარგად განათებულ გარემოში ესაუბრეთ ადამიანებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ ასევე ტუჩებზე წაკითხვა და არავერბალური ნაწილის აღქმა.
- აირჩიეთ მეგობარი წვეულებაზე. ისეთი ადამიანი შეარჩიეთ, რომელსაც სმენის პრობლემა არ აქვს, რომელიც დაგეხმარებათ საუბრის გამოტოვებული ნაწილის აღდგენაში.
- აუციელებლად უთხარით მასპინძელს თქვენი საჭიროებების შესახებ. ნუ მოგერიდებათ, გააგებინოთ მასპინძელს თქვენი საჭიროებების შესახებ – დაუწევს მუსიკის ხმას თუ უფრო წყნარ გარემოს შემოგთავაზებთ, რომ შეძლოთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების საუბრის გაგება.
წყარო: Starkey ბლოგი, მერაია ბერგსთორმი, 2015 წლის 23 ნოემბერი.
