ახალი კვლევის შედეგები, შესაძლებელია თუ არა ტვინის მართვა და ტინიტუსის სიმპტომის დაძლევა?

Tinnitusტინიტუსი გამაღიზიანებელი გაბმული ხმაა ყურში, რომელიც აწუხებს ყოველ მეექვსე ადამიანს. ბევრი აღნიშნავს, რომ მან შეიმუშავა გზა, რითაც მართავს ამ ხმაურს. გარკვეული რაოდენობა ვერანაირ შვების გზას ვერ პოულობს. ახალი კვლევის თანახმად ქრონიკული ტინიტუსის მქონე ადამიანები იმუშავებენ უნიკალურ გზებს, რითაც აგვარებენ პრობლემას – ხმაურს ყურებში.

ილინოისის უნივერსიტეტში ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მიაგნეს ტინიტუსის დაძლევის გზებს, ტვინის იმ ნაწილს იყენებენ, რომელსაც სხვები ვერ იყენებენ და ვერ ძლევენ ამ სიპმტომს. ამისი ახსნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ტინიტუსს, ტვინის განსხვავებულ რეგიონს იყენებენ „ემოციური“ ინფორმაციის დამუშავებისას.

კვლევის შედეგები:

მკვლევარებმა გამოიყენეს  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), რომელიც აჩვენებს სისხლის ჟანგბადის დონის ცვალებადობას ტვინში. დასკვნების თანახნად, იმ ადამიანებმა, რომლებიც მარტივად უმკლავდებიან ტინიტუსს, გამოიყენეს სავსებით განსხვავებული გზა ემოციური ინფორმაციის დამუშავებისას. ეს გზა არ ეფუძნება ამიგდალას, რომელიც პასუხისმგებელია ემოციის დამუშავებაზე ტვინში. პაციენტები რომლებიც მარტივად ძლევენ ტინიტუსს იყენებენ ტვინის ნაწილს შუბლის მხარეს, რომელიც მართავს ყურადღებას, დაგეგმვარებასა და იმპულსის კონტროლს. მკვლევართა მოსაზრებით, შუბლის წილის (ტვინის ნაწილის) აქტიური გამოყენება პაციენტებს ეხმარება ემოციების მართვაში და ამცირებს ტინიტუსისგან გამოწვეულ შფოთვას.

წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი, დეკემბერი, 2015

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.