მეტრო და სმენის დაქვეითების რისკი?

მეტრო, ყურსასმენები, მაღალი ხმა და დაზიანებული სმენა!

tbilisi-metro-1თბილისში აუტანელი საცობების ფონზე მეტრო ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტია. მგზავრების ნაკლებობას არც მეტრო უჩივის და აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით.  10-15 წლის წინანდელი მეტროს მგზავრებისგან განსხვავებით, მგზავრების უმეტესობა “შეიარაღებულია” ტექნოლოგიებით და, რა თქმა უნდა, ყურსასმენებით!

მეტროში აპლიკაციის საშუალებით ხმის სიმაღლის დადგენა ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ როცა მატარებელი გვირაბშია, ხმის სიმაღლე 89-დან 97 დეციბელამდე მერყეოpictureბს. აპლიკაციაზე ასევე მითითებულია, რომ ხმის ამ დონემ შესაძლოა დააზიანოს სმენა 4 საათში. პირველი რაც შეიძლება მგზავრმა გაიფიქროს: მე ხომ 4 საათი არ ვმგზავრობ. აბა ვინ არის რისკის ქვეშ? მემანქანე? მეტროს პერსონალი?

და როცა შენ გიკეთია ყურსასმენები, ხმა 89-97 დეციბელზე მაღალია, რომ გადაიფაროს ფონური ხმაური. რაც უფრო ხმამაღალია ხმა, მით უფრო კლებულობს რეკომენდირებული დრო და იზრდება სმენის დაქვეითების რისკი. თუ სმენა დაქვეითდა, მისი ხელახალი აღდგენა არ ხდება, დაზიანება არის სამუდამო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად 1,1 მილიარდი მოზარდი სმენის დაქვეითების რისკის ქვეშაა პერსონალური მოსასმენების არასწორად გამოყენების გამო.

ჩაუწიე ხმას, შეწყვიტე ყურსასმენების მეტროში გამოყენება და შეიმოწმე სმენა.

სმენის ცენტრი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

T: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

როგორ ავარიდოთ თავი სმენის დაზიანებას

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.