100$-იანი ფასდაკლება სმენის ტექნოლოგიებზე ხანდაზმულებისთვის

13040842_10153829170658801_8754063845966070443_oოჯახში ყველაზე თბილები, ყველაზე  დასაფასებლები და ყველაზე მზრუნველები უხუცესი წევრები არიან. ყველაზე მეტად სწორედ ბებიასა და ბაბუას აინტერესებთ, რა ხდება ოჯახში, რაზე საუბრობენ, უყურებენ ტელევიზორს. განსაკუთრებით უყვართ სტუმრების მიღება. ჩამოსხდებიან ხოლმე ტრადიციულ სუფრასთან და რიხით დაიწყებენ წარსული ამბების მოყოლას, რომელიც, ვინ უწყის, უკვე რამდენჯერ აქვთ მთელი გაფორმებით მოყოლილი. თუ მათ სმენა აქვთ დაქვეითებული, პრობლემა მაშინათვე იჩენს თავს, როგორც კი სტუმრები დაიწყებენ დაბალ ხმაზე საუბარს და მათთვის შეუძლებელია საუბრის შუაგულში მოექცნენ.

სმენის ცენტრში ხანდაზმულები ხშირად ყვებიან იმედგაცრუებაზე, დეპრესიაზე, გარიყულობაზე…

“მინდა, რომ მეც ვიცოდე, რა იყიდა ჩემმა ქალიშვილმა, სად იყიდა, რა ღირდა. როცა უკვე ბევრჯერ ვსვამ კითხვას, რადგანაც ვერ გავიგონე, რა მითხრა, მერე უკვე ყვირილზე გადადის”. ქალიშვილი იქვე ზის და უხერხულად თავს იმართლებს: “ნამდვილად არ ვუყვირი, რომ არ ესმის, ვცდილობ ხმამაღლა გავაგებინო, მას კიდევ ჰგონია, რომ ვუყვირი, ბრაზდება და იბუტება.”

“მეც ვუყურებ ტელევიზორს, მერე რომ ვერ ვგებულობ, ხმას ვუწევ ხოლმე და უკვე მეჩხუბებიან, დაუწიეო. არ მინდა, რომ ჩემი პრობლემით ოჯახის სხვა წევრებიც შევაწუხო, მაგრამ მეც მინდა ტელევიზორის ყურება.”

“მიყვარს ჩემს შვილიშვილებთან ყოფნა, თუმცა როგორც კი ამჩნევენ, რომ კითხვაზე საერთოდ სხვა რამეს ვპასუხობ ან რაღაც მომიყვა და ნახევარი ვერ გავიგე ნაამბობიდან, მერე უკვე წყვეტენ ჩემთან კონტაქტს და აღარ მიყვებიან ხოლმე, ეს ძალიან მთრგუნავს.”

სმენის დაქვეითება მოგვარებადია! ჩვენი ხანდაზმულები სმენის ტექნოლოგიების დახმარებით ცხოვრებას იუმჯობესებენ. “თქვენ მე ახალგაზრდობა დამიბრუნეთ” – აღნიშნა სმენის ცენტრში ერთერთმა მომხმარებელმა.

ხშირად წარმოუდგენლად უარყოფით ფაქტსაც შევსწრებივართ, როდესაც შვილები თვლიან, რომ მათი მშობელი საკმაოდ ხანდაზმულია იმისთვის, რომ მათ ხარისხიან ტექნოლოგიაში ფული დახარჯონ. ან თვითონ ხანდაზმული საკუთარ თავს მეორეხარისხოვნად წარმოაჩენს და უნდა, რომ თანხა მის ჯანმრთელობაში კი არ ჩაიდოს, არამედ ოჯახმა მოიხმაროს სხვა რამეში.

სმენა ფასდაუდებელია! ხმოვანი სამყარო, ურთიერთობები ალამაზებს ჩვენს ყოველ დღეს. მივცეთ ჩვენი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა, იკონტაქტონ ოჯახის სხვა წევრებთან, იყვნენ უფრო ბედნიერები და გაიმჯობესონ ცხოვრების ყველა ასპექტი. დააწკაპუნეთ ბმულზე, რომ გაიგოთ, ჯანმრთელობის რა პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სმენის დაქვეითება.

სმენის ცენტრში 2017 წლის 16 იანვრიდან 15 თებერვლამდე ხანდაზმულებისთვის იმოქმედებს აქცია. სმენის ტექნოლოგიების მხოლოდ ეკონომ მოდელების ფასზე გავრცელდება $100-იანი ფასდაკლება. 2 ცალი სმენის ტექნოლოგიის შეძენის შემთხვევაში რეგულარულ ღირებულებას დააკლდება 100$ ექვივალენტი ლარებში, ხოლო 1 სმენის ტექნოლოგიის შემთხვევაში – 50$ ექვივალენტი ლარებში.

სმენის ცენტრში ვიზიტი, ზუსტი სმენის დადგენა და სმენის ტექნოლოგიების მორგება/გატესტვა უფასოა. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

სმენის ცენტრი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

599 99 71 05; 598 25 81 56

4 comments

  1. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    ra girs erti aparati

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დეტალების გასარკვევად დარეკეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

      Like

  2. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    დაახლოებით რა ფასებია?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დეტალების გასარკვევად დარეკეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.