მწერლები, დევიდ ოუენი და ლოიდ ალტერი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ The New Yorker-სა და MNN-ს (Mother Nature Network) სმენის დავქეითებასა და სმენის ტექნოლოგიების შესახებ.
ოუენმა არჩევანი საბოლოოდ Starkey-ს ბრენდის 2016 წლის Muse ტექნოლოგიებზე შეაჩერა:
“ეს აპარატები ისევე არის მოთავსებული ყურს უკან, როგორც ბებიაჩემის სმენის აპარატები, თუმცა ისეთი პატარებია, რომ თითქმის უხილავია. ღილაკით შემიძლია წინასწარ დაყენებული პროგრამებიდან სასურველი პროგრამა გავააქტიურო.
პირველი რეაქცია, ტენოლოგიები რომ გამიკეთეს, იყო ის, რომ ცოტათი გამაღიზიანებლად მესმოდა საკუთარი ხმა. მესმოდა ფურცლების შრიალი, კარების ჭრაჭუნი და თვით ჩემი სამოსის შრიალი. სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტმა მითხრა, რომ ახალ ტექნოლოგიებთან მისაჩვევად ტვინს თითქმის ერთი თვე სჭირდება.
“ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები თქვენი ყურისთვის”
ალტერი კი Halo 2-ს მოიხმარს. ის ორი სხვადასხვა ბრენდის ტექნოლოგიებს მოიხმარდა 2012 წლიდან და წერს, რომ Halo 2 რადიკალური გაუმჯობესებაა წინა აპარატებთან შედარებით.
ის სმენის ტექნოლოგიებს “სასმენებს” უწოდებს და სწორადაც აღნიშნავს, რომ “დაკავშირებული სასმენები ძალიან პოპულარულია დღეს”. რატომ? იმიტომ რომ სმენის გარდა ბევრი დამატებითი ფუნქცია აქვს, ახალი “სასმენები” შეცვლის ხალხის დამოკიდებულებას სმენის ტექნოლოგიების მიმართ.
ალტერის ტექნოლოგიები დაკავშირებულია Apple-ის iPhone-თან, რისი საშუალებითაც რეკავს, უსმენს მუსიკას, უყურებს ფილმებს, იღებს შეტყობინებებს.
“ამ სასმენებით საგრძნობლად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მათ მყისიერად დამაკავშირეს უფრო დიდ სამყაროსთან.”
დაემშვიდობე სმენის აპარატებთან დაკავშირებულ სტიგმას!
ოუენი და ალტერი Starkey-ს სხვადასხვა მოდელებს ატარებენ, თუმცა ორივე აღნიშნავს, რომ სმენის აპარატების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მალე დასრულდება.
“როგორც კი ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სმენის ტექნოლოგიებს სმენის გაუმჯობესების გარდა ბევრი სხვა ფუნქცია აქვს, სტიგმაც გაქრება”- წერს ალტერი.
უენიც ფიქრობს, რომ სმენის აპარატების მიმართ დამოკიდებულება იცვლება. “იმდენი ხალხი დადის, ყველა ასაკის, ყველანაირი ელექტრონული სასმენები აქვთ ყურში”
გინდა, მოსინჯო Muse ან Halo 2 სმენის ტექნოლოგიები? ისარგებლე სმენის ცენტრში უფასო ვიზიტით.
უფასო ვიზიტში შედის:
- სმენის შემოწმება
- სმენის დონის ანალიზი და კონსულტაცია
- საჭიროების შემთხვევაში სმენის ტექნოლოგიების მორგება და გატესტვა (ტექნოლოგიები არ გაიცემა უფასოდ)
დარეკე წინასწარ და ჩაეწერე: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ტელ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56
დევიდ ოუენის ელექტრონული სტატიის გასაცნობად The New Yorker-ში დააწკაპუნეთ აქ.
ლოიდ ალტერის ჩანაწერის წასაკითხად Mother Nature Network-ში დააწკაპუნეთ აქ.