ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს სმენის დაქვეითების რისკი??

კვლევა ჩაუტარდა ათასობით ქალს იმის დასადგენად, თუ რა კავშირშია სხეულის მასის ინდექსი, წელის გარშემოწერილობა და ფიზიკური აქტივობა სმენის დაქვეითებასთან.

კვლევის ავტორები აღიარებენ მოუგვარებელი სმენის დაქვეითების უარყოფით შედეგებს. ისინი აღნიშნავენ, რომ დაქვეითება გავლენას ახდენს კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციაზე, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე”. შესაბამისად ავტორებს სურდათ, გამოევლინათ ხელშესახები რისკ ფაქტორები, რომ შესაძლებელი გახდეს სმენის დაქვეითების პრევენცია. კვლევა სწავლობდა ფიზიკურ აქტივობას.

აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ სხეულის მასის მაღალმა ინდექსმა და წელის დიდმა გარშემოწერილობამ გაზარდა სმენის დაქვეითების რისკი, ხოლო გაზრდილმა ფიზიკურმა აქტივობამ, სიარულმა, ცურვამ, აერობიკამ, თუნდაც დაბალი ინტენსივობის ვარჯიშმა შეამცირა ქალებში სმენის დაქვეითების რისკი.

ამჩნევ სმენის დაქვეითებას? გადაიმოწმე სმენა უფასოდ სმენის ცენტრში და მიიღე კონსულტაცია სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტებისგან. ჩაეწერე წინასწარ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56.

წყარო: The American Journal of Medicine

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.