Starkey Hearing Technologies ამერიკელი ექსპერტი ქუთაისში

2017 წლის ივნისში სმენის ცენტრი 3 წლის გახდა!

3 წელი სმენის ცენტრის გუნდისთვის დიდი გამოცდილების, ცოდნის ამაღლებისა და განვითარების პერიოდი იყო. სმენის ცენტრისთვის ყველა მომხმარებელი ფასეული და განსაკუთრებულია. ცენტრის პოლიტიკაა, უზრუნველყოს, რომ ყველა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და სმენა მის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოს. ჩვენ გვიხარია, რომ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლები ხმოვან სამყაროსა და ბედნიერ ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, გავზარდოთ ბედნიერი და თავდაჯერებული ადამიანების რაოდენობა.

სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით სმენის ცენტრის ფილიალი პირველ ივნისს ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ. 54-ში დაარსდა და ამ მოკლე პერიოდში 100-ზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა. სმენის დაქვეითების შემთხვევები გამოვლინდა არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც.

ოფიციალურად კი ცენტრის 3 წლის იუბილე ამერიკელ ექსპერტთან, მიკალაი პაულავეტსთან ერთად აღინიშნა. Starkey Hearing Technologies სმენის ტექნოლოგიების წარმოებაში მოწინავე კომპანიაა, ის უკვე 50 წელია ავითარებს ტექნოლოგიებს და სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები და ცნობილი სახეები სწორედ Starkey-ს სმენის ტექნოლოგიებს ატარებენ/ატარებდნენ.

21 და 22 ივნისს ღია კარის დღე გაიმართა და მოწვეული ექსპერტი ინდივიდუალურად შეხვდა ყველა იმ მომხმარებელს, რომლებიც სმენის ტექნოლოგიებს საჭიროებენ. ბავშვებს საკმაოდ დიდი დრო დაეთმო. 23 ივნისს კი საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის რამდენიმე კლინიკის ექიმთან გაიმართა. შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა როგორც სმენის ცენტრისთვის და  ამერიკელი ექსპერტისთვის, ასევე ექიმებისთვის. სმენის თემების საკითხთან დაკავშირებით სიახლეების გაცნობასთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იყო სმენის ცენტრის ვიზიტორებისგან მიღებული ინფორმაცია და შეხედულებები, ასევე სტუმრებისგან წამოჭრილი პრობლემური თემები.


 

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.