სმენის დაქვეითება მრავალგვარია დაქვეითების დონისა და ტიპის მიხედვით. დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე, ანუ წვრილ ხმებზე დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მაღალი სიხშირის დაქვეითებად მიიჩნევა სმენის დაქვეითება 2000-დან 8000 ჰერცამდე. მაღალ სიხშირეებზე დაქვეითებისას შემცირებული ბგერების გარჩევადობა ხშირად სმენის დაქვეითების პირველი ნიშანია.
სმენის შემოწმების შემდეგ სმენის სპეციალისტი აგიხსნით, როგორი სმენა გაქვთ თქვენ აუდიოგრამის მიხედვით. აუდიოგრამა არის გრაფა, სადაც გამოსახულია, როგორ გესმით თითოეულ სიხშირეზე ან ტონალობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების გასაგებად.
სმენა იზომება 250 ჰერციდან – 8000 ჰერცამდე. ეს სიხშირეები გამოსახულია აუდიოგრამაზე მარცხნიდან მარჯვნივ, იწყება დაბალი სიხშირეებიდან (ბოხი ხმებიდან) და გრძელდება მაღალ სიხშირეებამდე (წვრილ ხმებამდე). ხმები ისეთნაირად იცვლება როგორც ფორტეპიანოზე. მაღალ სიხშირეებზე სმენის დაქვეითების დროს 250-დან – 1500 ჰერცამდე სმენა ნორმაშია, დაქვეითება არის 2000 ჰერცზე და ზემოთ.

მაღალ სიხშირეებზე დაქვეითების დროს მეტყველების გაგება საკმაოდ რთულია
განსაკუთრებით რთულია ხმაურიან გარემოში საუბრის გაგება, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ხმების, როცა სმენა მაღალ სიხშირეებზეა დაქვეითებული. ასეთ დაქვეითებაზე პიროვნებას ნაკლებად ესმის კარის ზარი, საათის მაღვიძარისა და ჩიტების ჭიკჭიკი. ასევე პრობლემურია ტელეფონზე საუბარი.
მაღალი სიხშირეები ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების გასაგებად, რადგანაც ფრიკატიული ბგერები: “ს”, “ჰ”, “ფ” სწორედ მაღალი სიხშირეების ბგერებია. როდესაც სმენა დაბალ სიხშირეებზე ნორმაშია, ჩვეულებრივ ხმაზე ხმოვნების აღქმა მარტივად ხდება, თუმცა მაღალი სიხშირის თანხმოვნების გაგონება რთულდება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია.
ყურის ლოკოკინაში განლაგებული მცირე ბუსუსები ამუშავებს შემომავალ ხმებს. მაღალი სიხშირის ხმები მუშავდება ლოკოკინის ქვედა ნაწილში, მაშინ როცა დაბალი სიხშირეების ხმებზე პასუხისმგებელია ზედა ნაწილი. ლოკოკინის ქვედა ნაწილში განლაგებული პაწაწუნა ბუსუსები უფრო მარტივად ზიანდება, ვიდრე ზემოთ. სწორედ ამიტომაც სმენის დაქვეითება ხშირად მაღალი სიხშირეებიდან იწყება.
შიგნითა ყურის დაზიანება სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული: მაღალი ხმა, ასაკი, მედიკამენტები და დაავადება. ასაკითა და მაღალი ხმით გამოწვეული სმენის დაქვეითება ხშირად მაღალ სიხშირეებზე გამოიხატება.
სმენის ტექნოლოგიები ეხმარება ადამიანებს, გაიგონონ მაღალი სიხშირის ბგერები
მაღალ სიხშირეებზე სმენის დაქვეითების ეფექტური მოგვარების გზა სმენის ტექნოლოგიების მორგებაა. ყურსუკანა სმენის ტექნოლოგიები ღია ბალიშებით და ყურშიდა ტექნოლოგიები დიდი ვენტილაციით უზრუნველყოფს დაბალი და საშუალო სიხშირეების ბგერების ბუნებრივად აღქმას და აძლიერებს მხოლოდ მაღალი სიხშირეების ხმებს.
უახლესი ტექნოლოგიები განსხვავებულად ამუშავებს სამეტყველო ბგერებს და ამცირებს მაღალი სიხშირეების დაქვეითებასთან დაკავშირებულ მოთენთილობას. ბევრნაირი გზით შეიძლება მაღალი სიხშირეების დაქვეითების კორექცია. თქვენი სმენის სპეციალისტი იმუშავებს თქვენთან ერთად და შემოგთავაზებთ თქვენთვის მორგებულ ვერსიას.
გადაწყვიტეთ სმენის პრობლემის მოგვარება? დაგვიკავშირდით სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე და ჩაეწერეთ უფასო მიღებაზე წინასწარ: 599 99 71 05; 598 25 81 56
ავტორი: Beth McCormick, Au.D.
სმენის ცენტრი-გაუგონარი სიახლე და შესაძლებლობები თქვენი პრობლემის გადასაჭრელად!ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სმენის ცენტრთან თანამშრომლობით!
LikeLike
ხმაური წივილი. 10 წელია მაქვს სმენა ნახევრად მესმის.ვერ ვგებულობ დაბალ ხმაზე საუბარს ბგერების აღთქმის.
LikeLike
მოგესალმებით, ოტოსკლეროზის დიაგნოზი დამისვეს მარჯვენა ყურში, მკურნალობა არ დამინუშნეს, მხოლოდ ოპერაცია, რამდენად მიზანშეწონილია სმენის აპარატი ამ დიაგნოზზე.
LikeLike
ქალბატონო ბელა, მოგესალმებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სმენის ტექნოლოგიები
LikeLike
Ukazravad romel qalaqshi brdzandebit?
LikeLike
თბილისში და ქუთაისში
LikeLike
მაქვს ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება და ხმაური ყურში ძლიერი არ ჩერდება
LikeLike
ქალბატონო მაია, გაეცანით ინფორმაციას ჩვენს ბლოგზე ტინიტუსის შესახებ
LikeLike
მაქვს ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება
LikeLike
Sadaa es centri da ra dgeebshia ufaso konsultaciaa
LikeLike
თბილისი, ც. დადიანის 307; ქუთაისი, ლ. ასათიანის 54. უფასო ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
LikeLike
Gulnara e I makvs Ixmauri I s
LikeLike
gamarjovat. zalian minda tqventan mosvla magrsm fasis mixedvit ver movdivs rogor shevwvdebi? pensiiit gsnvadebit shevwvdebiit? pensia 70 lari maqvs
LikeLike
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05
LikeLike