ახალი კვლევის თანახმად მოწევა და სმენის დაქვეითება შესაძლებელია ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული

მწეველებში უფრო მაღალია სმენის დაქვეთების რისკი, ვიდრე არამწეველებში. გაეცანით სტატიას და გაიგეთ მეტი, როგორ შეინარჩუნოთ სმენა.

მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. რაც უფრო მეტს ეწევით, რისკიც მით უფრო იზრდება. კვლევა ჩაუტარდა 50,000 ადამიანს იაპონიაში, რომლის შედეგებიც 2018 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალ “ნიკოტინსა და თამბაქოს კვლევაში”.

“შედეგები ნათელჰყოფს, რომ მოწევა დაკავშირებულია სმენის დაქვეითებასთან და აუცილებელია თამბაქოზე კონტროლი, რომ შენარჩუნდეს სმენა” – ამბობს გლობალური ჯანმრთელობისა და მედიცინის იაპონიის ეროვნული ცენტრის მთავარი მკვლევარი.

თამბაქოსა და სმენის დაქვეითებას შორის კავშირებზე წინა კვლევები არ იყო თანმიმდევრული. ტოკიოს მკვლევარები აღნიშნავდნენ, რომ ან ცოტა ადამიანზე ჩატარდა კვლევა, ან კიდევ თვითონ მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მათ დაქვეითებული ჰქონდათ სმენა, და კვლევებით არ ხდებოდა სმენის შემოწმება.

რას ნიშნავს ახალი კვლევა?

ახალ კვლევაში 8 წლის მანძილზე მკვლევართა ჯგუფი აკვირდებოდა 50,195 ადამიანს, რომელთაც არ აღენიშნებოდათ სმენის დაქვეითება.

იაპონიაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან იკონტროლონ ჯანმრთელობა, მათ შორის გაიარონ სმენის ტესტი. სწორედ ამ გზით მკვლევარებს საშუალება მიეცათ, განესაზღვრათ, რამდენ ადამიანს განუვითარდა სმენის დაქვეითება.

ყოველ 1000 არამწეველში 8 ადამიანს ყოველწლიურად უვითარდება სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე. ამ ტიპის დაქვეითება სირთულეებს უქმნის პიროვნებას, გაარჩიოს მეტყველება.

ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებული იყო მწეველებში: 1000 მწეველიდან 15 ადამიანს უვითარდება სმენის დაქვეითება.

რაც უფრო დიდი რაოდენობით ეწევა პიროვნება სიგარეტს ყოველდღიურად, მით უფრო იზრდება სმენის დაქვეითების რისკი.

აღნიშნული დასკვნები დამაჯერებელია, თუმცა კვლევას კონკრეტული შეზღუდვებიც აქვს.

მაგალითად, მკვლევარებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი როგორ სამუშაო გარემოში იმყოფებოდა, იყო თუ არა სმენის დაქვეითება მაღალი ხმით გამოწვეული და არა ნიკოტინით.

“ასევე, კვლევის მონაწილეები იყვნენ მხოლოდ მამაკაცები და ის არ ვრცელდება ქალებზე”- აღნიშნავს შარონ კურჰამი, ფიზიკოსი და ეპიდემიოლოგი ბრიგამისა და ქალთა ჰოსპიტალსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში. შარონი არ ყოფილა კვლევაში ჩართული. მის ყურადღებას იპყრობს ასევე სმენის ტესტის ტიპი, რაც გულისხმობს მარტივ გაიგონა/არგაიგონას ტესტს მხოლოდ ერთ სიხშირეზე. მისი აზრით, ეს არ არის სმენის ოპტიმალური კვლევა და უფრო დეტალურად უნდა შემოწმებულიყო სმენა, რომ დადგენილიყო სარწმუნო კავშირი მოწევასა და სმენის დაქვეითებას შორის.

არცერთი კვლევა დღემდე არ მიუთითებს, რატომ შეიძლება გამოიწვიოს მოწევამ სმენის დაქვეითება. შესაძლოა სიგარეტის გამონაბოლქვში არსებულმა ტოქსინებმა დააზიანოს შიგნითა ყური, აღნიშნავს შარონი. მოწევამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ანთება და შეამციროს სისხლის ნაკადი კოხლეარში. შესაძლოა ორივე მიზეზმა გამოიწვიოს ყურის დაზიანება.

დაიცავით თავი სმენის პრობლემებისგან

კარგი ამბავი კი ის არის, რომ მოწევის ჩვევის დაძლევა შედეგს იძლევა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვლევის მონაწილეთა გაზრდილი რისკი შემცირდა 5 წლის მანძილზე, რაც მათ უარი თქვეს ნიკოტინზე.

“აუცილებელია მოწევას თავი დავანებოთ ფილტვების, გული და სხვა მრავალი ჯანმრთელობის პრობლების გამო, და ასევე სმენის დაქვეითების გაზრდილი რისკის გამო”, ამბობს ლიპმანი.

მაგრამ ასევე აუცილებელია, მოერიდოთ მაღალ ხმას, გაიკეთოთ ხმაურისგან დამცავები კონცერტებზე, ჩაუწიოთ ხმის სიმაღლეს ყურსასმენებში.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

წყარო: www.consumerreports.org; Smoking and Hearing Loss May Be Linked, New Study Finds, By Catherine Roberts March 14, 2018

 

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.