
ბოლო ფრენის დროს ირგვლივ მიმოვიხედე და შევამჩნიე, რომ ერთადერთი მგზავრი ვიყავი, რომელსაც ყურსასმენები არ წამოუღია. მინდოდა, ბორტგამცილებლისთვის მეთხოვა ყურსასმენები, რადგანაც ჩანდა, რომ ყველას საკუთარი ჰქონდა. ნეტა რატომ წამოიღეს მგზავრებმა საკუთარი ყურსასმენები? იმისთვის რომ თვითმფრინავის ყურსასმენები არ გამოიყენონ? თუ ხალხი ყველგან საკუთარ ყურსასმენს ატარებს, როგორ იცავენ მის ჰიგიენას?
ყურსასმენების თან ტარება ნიშნავს, რომ ის ბევრ სხვადასხვა ზედაპირს ეხება, მაგიდას, ლანგარს, ასევე დევს ჩანთაში, რაც ბაქტერიების მიკრობის რისკს ზრდის.
ყურსასმენები მხოლოდ დაბინძურებული ზედაპირიდან არ იკრავს ბაქტერიებს. კვლევებმა აჩვენა, რომ უბრალოდ მათი 11-ჯერ გამოყენებაც ზრდის ბაქტერიების სიმრავლეს ყურში. ყურსასმენების ტარებისას ყურში წარმოიქმნება სისველე და სიმხურვალე, რაც ბაქტერიების გასამრავლებლად საუკეთესო გარემოს ქმნის.
ბაქტერია ცუდია, გოგირდი – კარგი
ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენს ყურებს აქვთ ბაქტერიებისგან დამცავი – ეს გოგირდია, რომელსაც ხშირად დაინახავთ ყურსასმენებზე მათი ტარების შემდეგ. ყველა ყურში არის გოგირდი ანუ ცერუმენი. გოგირდი არაა საზიანო, ზოგადად ის სასარგებლოა. გოგირდი წმენდს, იცავს და არბილებს ჩვენს ყურებს. მის გარეშე ყურის არხში გვექნება ქავილი და სიმშრალე.
გოგირდი ასევე ხელს უშლის ჭუჭყის და უცხო ნივთიერებების დაფის აპკთან მოხვედრას. აპოკრინული ჯირკვლები, რომლებიც ჩვენი ყურის გარე ნაწილში მდებარეობს, წარმოქმნის გოგირდს. ეს ჯირკვლები ოფლის გამომყოფი ჯირკვლების მსგავსია. როგორც სტრესისა და შიშის დროს იმატებს ოფლიანობა, ისევეა გოგირდიც,, სტრესის დროს ყურში მეტი გოგირდი წარმოიქმნება.
თუ თქვენი ყური დიდი რაოდენობით გოგირდს გამოყოფს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაჭერი ყურის არხის გარე ნაწილის გამოსაწმენდად ან ყურის საწმენდი რამოდენიმე წვეთი ჩაიწვეთოთ ყურში, რომლებიც დაარბილებენ და გამოიტანენ გოგირდს გარეთ. თუ გოგირდის საცობი გაქვთ ან თქვენს სმენაზე ახდენს გავლენას, გოგირდის მოსაშორებლად მიმართეთ ყურის ექიმს. ყბის მოძრაობა ჭამის ან საუბრის დროს ასევე ხელს უწყობს ყურიდან გოგირდის გამოდევნას.

ინფექციის შანსი ნაკლებია, მაგრამ მაინც… !
სხვადასხვა კვლევაში განსხვავებული მოსაზრებაა, თუ რამდენად უსაფრთხოა სხვისი ყურსასმენების გამოყენება. კოლუმბიის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ბიზნეს ინსაიდერმა (Business Insider) დატესტა 22 წყვილი ყურსასმენი. ნიმუშების უმეტესობამ მოსალოდნელი შედეგები გამოავლინა. ბაქტერიებზე დადებითი შედეგი აჩვენა კანზე აღმოჩენილმა სტაფილოკოკმა. ასევე იყო ერთი უჩვეულო შედეგი, რომელიც ორ ნიმუშზე აღმოჩნდა. ეს იყო საფუარი. საფუარი არის სოკოს სახეობა, რომელიც იწვევს ინფექციებს. თქვენი ყური შესაძლოა დაინფიცირდეს საფუარის სოკოთი.
სხვის ყურსასმენს შეუძლია ახალი ბაქტერიების წარმოქმნა და ბაქტერიული მიკროფლორის გაორმაგება. და თუმცა ბაქტერიების უმრავლესობა უსაფრთხოა და რაიმე ცუდის მოხდენის საშიშროება ნაკლებია, შუა ყურის ინფექციისა და სოკოს რისკი იზრდება. ყურის არხში ჭრილობის ქონამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კანის ინფექცია.
იქონიეთ საკუთარი ყურსასმენები
ჩემი რჩევა იქნება, მოერიდოთ ყურსასმენების სხვისთვის თხოვებას. თუ სხვა გზა არ გაქვთ და მოგიწიათ მისი განათხოვრება, გაასუფთავეთ ყურსასმენები სპირტით ან სადეზინფექციო ხსნარით. გაწმინდეთ ტენიანი ბამბით ყველა ადგილი გულდასმით, ბაქტერია იქ იმალება, სადაც ვერ ხედავთ.
ასევე შეგიძლიათ მუდამ თან იქონიოთ კიდევ ერთი ყურსასმენი, თუკი ჩემნაირი მეგობარი გყავთ, რომელსაც მუდამ ავიწყდება საკუთარის წამოღება.
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო:
- http://www.look.co.uk/news/sharing-headphones-216080
- http://www.businessinsider.com/how-gross-sharing-earbuds-2018-4