
კარგი ჟღერადობა სმენის ტექნოლოგიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი, რაც სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელს აინტერესებს, არის ის, თუ როგორი ჟღერადობა აქვს აპარატებს.
მართალია, დიდი ხნის განმავლობაში “ნორმალური“ სმენის მიღება შეუძლებელი იყო, დღეისათვის პრემიუმ სმენის ტექნოლოგიები უფრო და უფრო უახლოვდება ბუნებრივ სმენას. თუმცა ვერცერთი სმენის ტექნოლოგია ვერ მიუახლოვდა ამ რეალობას იმაზე მეტად, როგორც ჩვენი ახალი Livio სმენის ტრექნოლოგია. ის საუკეთესოა ჟღერადობით, როგორც ჩვენს მიერ შექმნილ სმენის ტექნოლოგიებს შორის, ასევე აქამდე შექმნილ სხვა სმენის ტექნოლოგიებს შორისაც.
ბუნებრივი სმენის მიღების სირთულე
ჩვენ უამრავ ხმას ვიღებთ სხვადასხვა წყაროებიდან. ზოგი მათგანი ხმოვანი ფონია, ზოგიც ხელისშემშლელი ხმებია და ჯობია საერთოდ დაახშოს აპარატმა, რომ მნიშვნელოვანი ხმების გაგებაში ხელი არ შეუშალოს მომხმარებელს. მაგალითად თანამოსაუბრის ხმა, შვილიშვილის ხმა სკოლის სპექტაკლზე, ან საყვარელი სატელევიზიო შოუ ისეთ სიგნალებს წარმოადგენენ, რომლებზეც გვსურს ფოკუსირება.
ბუნებრივი სმენის დროს, ჩვენი ტვინი ახარისხებს ყველა მიღებულ სიგნალს და საჭიროებისამებრ ახდენს მნიშვნელოვანზე ფოკუსირებას. სმენის დაქვეითების დროს მიღებული სიგნალების დახარისხება და მათზე ფოკუსირება რთული ხდება.

რეალისტური სმენა უკეთესად ასახავს ბუნებრივ სმენას
Livio AI ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიის ბრენდს, სახელწოდებით რეალისტური სმენა ( Hearing Reality™ ). რეალისტური სმენის შექმნა შესაძლებელი გახადა სენსორებისა და პროცესირების სამყაროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, კომპიუტერისა და გარემოს კავშირის ახალმა
ერამ. მაგალითად, შესაძლებელი გახდა ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა მსოფლიოს ირგვლივ, ასევე გარემოს ხმებისა და ობიექტების ამოცნობა.
კომპიუტერული მიღწევების, ადამიანისა და გარემოს ერთობლიობით შესაძლებელი გახდა ბუნებრივი სმენის რეალისტური წარმოჩენა. რეალისტური სმენა იყენებს სწრაფ კომპიუტერულ დამუშავებას, რომ შესაძლებელი გახდეს ხმის სხვადასხვა ფონის დანაწევრება და მნიშვნელოვანზე ფოკუსირება, რაც მაქსიმალურად იძლევა ბუნებრივი სმენის ეფექტს. მოქმედება ფიზიკური სამყაროდან გარდაისახება ციფრულ სამყაროში.
შედეგი არის ყოვლისმომცველი, აუთენტური და მყისიერად აღქმადი სმენა, სადაც წყნარი ხმები – წყნარია, ხმაურის იგნორირება შესაძლებელია, და რაც მთავარია, შესაძლებელია ნებისმიერ გარემოში თქვენთვის მნიშვნელოვან ხმებზე ფოკუსირება.
რეალისტური სმენა არის ის, რაც Livio AI ხელოვნური ინტელექტის ჟღერადობის ხარისხს ასე კარგს ხდის
ლივიოს სმენის ტექნოლოგია 50 პროცენტით ამცირებს დინამიურ ხმაურს. გატესტვისას Livio-ს აპარატებმა ჟღერადობის ხარისხში მიიღო 98 პროცენტიანი დადებითი შეფასება. მისი მომხმარებლები აღნიშნავენ მოსმენის დროს დაძაბულობის შემცირებას, რაც სმენის დაქვეითების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში.
სმენის ტექნოლოგიების გამოცდილი მომხმარებლები, Livio AI-ის მორგების შემდეგ აღნიშნავენ, რომ მათ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ კომუნიკაციის უნარი, ასევე გახდნენ მეტად ენერგიულები, რადგანაც მათ აღარ უწევთ მოსმენის დროს დაძაბვა.
თუ ჟღერადობის ხარისხი მნიშვნელოვანია თქვენთვის, სცადეთ Livio AI-ის სმენის ტექნოლოგია.
რომ მოსინჯოთ Livio ხელოვნური ინტელექტი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ Starkey Hearing Technologies ექსპერტთან უფასო ვიზიტზე, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან თბილისში გვესტუმრება სმენის ცენტრში 26-17 სექტემბერს ც. დადიანის ქ. 307-ში შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05; 598 25 81 56.
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი