
სმენის ტექნოლოგიების შეძენისას უნდა გააცნობიეროთ, რომ მოგიწევთ რეაბილიტაციის გავლა და გარკვეული უნარების თავიდან შეძენა.
ძალიან ხშირად, სმენადაქვეითებულ ადამიანებს ავიწყდებათ როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნო ხმებიც, რომლებსაც ნორმალური სმენის მქონე ადამიანები ყოველდღიურად ისმენენ. რეაბილიტაციის პერიოდში, სმენის ტექნოლოგიების დახმარებით, თქვენ თავიდან სწავლობთ და ეჩვევით ამ ხმებს.
მომზადება სმენის გაუმჯობესებისთვის
სმენადაქვეითბულთა უმეტესობა მხოლოდ წლების შემდეგ იღებს სმენის ტექნოლოგიების მორგების გადაწყვეტილებას. შესაძლოა 10 წელი გავიდეს, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ. ამ დროის განმავლობაში ადამიანი “სწავლობს” სამყაროს დაბალ ტონალობაში მოსმენას.
ყველანი ვყოფილვართ ლანჩზე ნაკლებად განათებულ რესტორანში, მზიან დღეს. რესტორნიდან გამოსვლისას მზის სინათლე ძალიან შემაწუხებელი ხდება და ვცდილობთ ხელით დავიჩრდილოთ ან სათვალეები გავიკეთოთ. ეს ხდება რამდენიმე საათის შემდეგ.
მსგავსი შეგრძნება გეუფლებათ სმენის ტექნოლოგიების პირველად მორგებისასაც. იმის გამო რომ წლების განმავლობაში არ მოგისმენიათ მკაფიო ხმები, „ახალი სმენა“, რომელსაც სმენის ტექნოლოგიები გაწვდით, შესაძლოა შემაწუხებელი იყოს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური სმენის სპეციალისტი. ის გეხმარებათ რეაბილიტაციის პროცესის ნებისმიერი ეტაპის გააზრებასა და გამარტივებაში, გაწვდით ინფორმაციას შეჩვევის ეტაპებსა და მოლოდინების შესახებ, რომ ახალ სმენასთან მიჩვევამ მარტივად და კომფორტულად ჩაიაროს.
სმენის რეალიბილიტაცია დიდ სხვაობას გვაძლევს
კომპანია სტარკი გთავაზობთ ონლაინ რეაბილიტაციის პროგრამას ინგლისურ ენაზე, რომელიც მომხმარებლებს ადაპტაციაში ეხმარება. ჰკითხეთ თქვენს სმენის სპეციალისტს ამ უფასო პროგრამის შესახებ.
სმენის ტექნოლოგიებთან ადაპტაცია, ერთდღიანი პროცესი არ არის. თუმცა მოთმინებით, ძალისხმევით და სპეციალისტების დახმარებით, შეძლებთ თავიდან მოსმენის სწავლას, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
თუ ფიქრობთ, რომ დროა გაიუმჯობესოთ სმენა, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, დაგეხმარონ. ჩაეწერეთ ვიზიტისთვის წინასწარ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე 599 99 71 05 და მოსინჯეთ უახლესი ტექნოლოგიები ვიზიტის ფარგლებში!
სმენის ცენტრი სთარქი საქართველო
599 99 71 05; 598 25 81 56
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 307
ქუთაისი, ლადო ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი, 2019 წლის 20 მარტი