8 არასასურველი შედეგი, რასაც უყურადღებოდ დატოვებული სმენის დაქვეითება იწვევს

სმენის დაქვეითება ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდი. ადამიანს ერთნაირი დაქვეითება არც ორივე ყურში არ აქვს და რასაკვირველია, ადამიანებს ყველას ერთნაირად არ უქვეითდება სმენა. უყურადღებოდ დატოვებულ სმენას შეუძლია პირდაპირი და ირიბი შედეგების გამოწვევა. სმენის ტექნოლოგიის მომხმარებელი სარა ბრიკერი გვესაუბრება რვა არასასურველ შედეგზე, რომელსაც დაქვეითებული სმენის უყურადღებოდ დატოვება იწვევს.

  1. ლექსიკა

როდესაც სმენა ქვეითდება, სხვადასხვა ხმებისა და ასოების აღქმადობა ნელ-ნელა იკარგება.  ყოველი ასო და ბგერა უნიკალური დიაპაზონის სიხშირეზეა და როდესაც პიროვნება კარგავს ამ სიხშირეში მოსმენის უნარს, ორი რამ ხდება:

პირველი, ყველა ბგერა, ასო და სიტყვა, რომელიც ამ სიხშირეშია მოქცეული, რთულად მოსასმენი ხდება და განსაკუთრებით რთულდება მათი გაგება და მიხვედრა. მეორე, როდესაც სმენის დაქვეითების მოგვარება არ ხდება სმენის აპარატებით, დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა ამ სიხშირეში მოქცეული ბგერების გამოტოვებას და სიტყები, რომლებიც ამ ბგერებს მოიცავენ, კარგავენ თავიანთ გამოკვეთილობას. აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეტყველების არასწორ ინტერპრეტაციაზე.

ყურისა და ტვინის მეშვეობით მუშავდება მიღებული ბგერები. როდესაც თქვენ კარგავთ გარკვეული სიხშირეების აღქმის უნარს, სამეტყველო გზა ირღვევა. მაგალითად, ვთქვათ, მე მაქვს იმ სიტყვების გაგონების პრობლემა, რომლებიც შეიცავენ ასო ს-ს ან ფ-ს. დროთა განმავლობაში ჩემს ტვინს ექნება ამ სიტყვების გაგების პრობლემა და საბოლოოდ შეიძლება საერთოდ დაიწყოს ს და ფ ასოების გამოტოვება.

სმენის ტექნოლოგიებით შესაძლებელია გამოტოვებული ბგერების უკეთ დამუშავება.

  1. ხმა

ზოგიერთ ადამიანში მოუგვარებელი სმენის დაქვეითება იწვევს მათი ხმის შეცვლას. ანუ არა მხოლოდ საკუთარი ხმის აღქმა იცვლება, არამედ ამ ხმის ჟღერადობა იცვლება სხვებისთვისაც.

მაგალითად, ადამიანების გაცნობისას, პირველი რასაც მეუბნებიან არის – „სადაური აქცენტი გაქვთ? საიდან ხართ?“ ასე გრძელდება უკვე 6 წელი. მე მაქვს იმ ქვეყნების სიაც კი, რომელსაც “გამოიცნობენ” ხოლმე, ინგლისი და ავსტრალია ლიდერობს, თუმცა იშვიათად შემდეგი ქვეყნებიც სახელდება: პოლონეთი, ფინეთი და სამხრეთ აფრიკაც კი.

კიდევ ერთი პრობლემა ხმის აღქმასთან დაკავშირებით არის საკუთარი ხმის სიმაღლის პრობლემა. სმენის დაქვეითებისას, როდესაც პიროვნების ხმა მით უფრო ხმადაბალია, ის იწყებს უფრო და უფრო ხმამაღლა საუბარს ამის კომპენსირებისთვის და „შინაგანი ხმა“ ხდება „გარე ხმა“

მოკლედ, ყვირილი იქცევა საუბრად.  ამას ბევრი მათგანი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს. ბევრი მხოლოდ სმენის აპარატების მორგების შემდეგ აღმოაჩენს, თუ რაოდენ ხმამაღლა საუბრობს.

  1. მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება

იმ სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომლებიც სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელნი არ არიან, შესაძლოა საჭირო გახდეს სუბტიტრები, რადგანაც ისინი ვეღარ არჩევენ მეტყველებას და ხმებს ფილმში, განსაკუთრებით ისეთ სცენებს სადაც მსახიობები აუდიტორიის წინაშე არ დგანან, რომანტიკული ნაზი ჩურჩულისას, ბნელ გარემოში, როდესაც მსახიობი ატარებს წვერს ან ნიღაბს, ხმაურის მატებისას, წყლის ჩუხჩუხისას ან ცეცხლის გუგუნისას და მანქანების შეჯახებისას.

რასაც არ უნდა უყურებდეთ, დრამას, ექშენს, რომანტიკას თუ კომედიას, სმენის დაქვეითებისას ფილმისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელი ხდება. იმდენი დრო იკარგება იმის გაგებაში, თუ რა ითქვა, ბოლოს და ბოლოს ადამიანები ვეღარ ეწევიან ფილმის მიმდევრობას, ვერ გებულობენ, რა ხდება და ტყუილად უყურებენ ეკრანს ან საერთოდ ანებებენ ფილმის ყურებას თავს..

სანამ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელი გავხდებოდი, ფილმის ყურებას 20 წუთში ვასრულებდი და თუ ფილმი კომედია იყო, ჩემს სმენის დაქვეითებას იმით ვმალავდი, რომ სხვებთან ერთად ვიწყებდი სიცილს. ყველაფერი ცუდად წავიდა, როდესაც ნაადრევად დავიწყე სიცილი. ვიცინი ჩემთვის და უცებ ვდუმდები, რადგანაც ყველა მე მაშტერდება. საბედნიეროდ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ  სმენის ტექნოლოგიებით მე შემიძლია კვლავ მივიღო სიამოვნება მუსიკისგან და ფილმებისგან უკაბელო კავშირის დახმარებით, რომელიც ჩემს სმენაზეა მორგებული და კომფორტულია მოსმენისას.

  1. ხმაურში საუბარი

ორი სიტყვა: ზედმეტად ხმამაღალი! ნებისმიერ ხმაურიან ადგილას საუბარი ვინმესთან, ან რაც უფრო უარესია რამოდენიმე ადამიანთან ერთად, ნორმალური სმენის მქონე ადამიანისთვისაც რთული იქნება.

სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სმენის ტექნოლოგია არ აქვთ მორგებული, ჭურჭლის ჟღარუნი, მუსიკის ბაგუნი, ასობით საუბრის ერთდროული მიმდინარეობა, ხისტი იატაკი, რომელიც ხშირად არის მსგავს ადგილებში, მოსმენას და გაგებას შეუძლებელს ხდის. ხმაურიან გარემოში თუნდაც ახლოს იყვნენ მოსაუბრესთან, ისინი საუბარზე კონცენტრირებას ვერ ახდენენ.

მსგავს სიტუაციებში ჩვენს სმენის ტექნოლოგიებს აქვს Voice iQ ფუნქცია, რაც ხმაურის მართვის საშუალებას იძლევა. მეორე თვისება Speech ID – მომხმარებელს ეხმარება საუბრის გაგებაში, მაშინ როცა ფონური ხმები დაწეულია.

თანამედროვე სმენის ტექნოლოგიებით, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ადგილმდებარეობისთვის ავტომატური რეგულირების პროგრამის შექმნა.

  1. სამსახური

2010 წელს ჩატარებულმა სერგეი კოჩკინის კვლევებმა აჩვენეს, რომ მოუგვარებელი სმენის დაქვეითება აისახება ასევე პიროვნების შემოსავალზე.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ აშშ-ში სმენადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებიც სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლები არ არიან, აქვთ ყოველწლიურად $30,000-მდე დანაკარგი.

სმენის დაქვეითებას ბევრი გზით შეუძლია სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლა, მაგ. მნიშვნელოვან შეხვედრებზე ან ზარებზე მოსმენის პრობლემით, თანამშრომლებთან ურთიერთობის პრობლემით და საუბარში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამორჩენით.

მოუგვარებელმა სმენის დაქვეითებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს მოსმენისგან გადაღლა. იმოქმედოს ინფორმაციაზე ფოკუსირების და დამახსოვრების უნარზე. გამოიწვიოს სტრესი და ენერგიის გამოცლა, ამ ყველაფერმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პიროვნების პროდუქტულობის შემცირებაზე.

  1. სიყვარული და მეგობრობა

სმენის დაქვეითების დროს საუბარისას და სოციალური ურთიერთობისას ნათქვამის გაგება შესაძლოა გამოწვევა გახდეს თქვენთვის. რესტორნები, ბარები და სხვა ხმამაღალი ჯგუფური ადგილები რთულს ხდის არა მხოლოდ საუბრის გაგებას, არამედ იმის გარკვევას, თუ ვინ საუბრობს.

სმენის დაქვეითება შეიძლება სტრესული გახდეს არა მხოლოდ სმენადაქვეითებულისთვის, არამედ მისი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვისაც. დროთა განმალობაში შესაძლოა პიროვნება განმარტოვდეს და უარი თქვას სოციალურ თავშეყრაზე.

  1. კოგნიტური ჯანმრთელობა

სმენის დაქვეითებას უკავშირებენ დემენციას, ალცჰაიმერის დაავადებასა და შემეცნებითი უნარის შემცირებას. ჯონს ჰოპკინსის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, შემეცნებითი უნარის შემცირება სმენადაქვეითებულ ადამიანებში 30-40 პროცენტით მეტია.

იმავე კვლევის თანახმად, სმენადაქვეითებულ ადამიანებს შემეცნებითი უნარი 3.2 წლით ადრე უქვეითდებათ, ვიდრე ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს. 2011 წლის კვლევის თანახმად მოუგვარებელი სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ უფრო ხშირად ემართებათ დემენცია დაქვეითების სირთულის მიხედვით.

  1. უსაფრთხოება

განგაშის და ავარიული სიგნალების უმეტესობას აქვთ როგორც ხმოვანი ასევე ვიზუალური ელემენტები, თუმცა ყოველთვის ერთად არა. სმენის დაქვეითების დროს სახანძრო სიგნალის ან ტორნადოს სირენის დროულად ვერ გაგონება შესაძლოა საშიში იყოს.

იგივე შეიძლება ითქვას მხუთავი აირის და სხვა საგანგებო სიტუაციების სიგნალებზეც. მოუგვარებელმა სმენის დაქვეითებამ ასევე შეიძლება იმოქმედოს საგანგებო სიტუაციებში დროული რეაგირების უნარზეც.

 

თუ ფიქრობთ, რომ დროა გაიუმჯობესოთ სმენა, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, დაგეხმარონ. ჩაეწერეთ ვიზიტისთვის წინასწარ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე 599 99 71 05 და მოსინჯეთ უახლესი ტექნოლოგიები ვიზიტის ფარგლებში!

სმენის ცენტრი სთარქი საქართველო

599 99 71 05; 598 25 81 56

თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 307

ქუთაისი, ლადო ასათიანის ქ. 54

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.