8 რჩევა ზაფხულისთვის

ზაფხული ასოცირდება ტყეში აშიშხინებულ მწვადებთან, ზღვაზე დასვენებასთან და ბევრ გასართობ აქტივობასთან. თუმცა თუ სმენის აპარატებს ატარებ, უნდა გახსოვდეს, რომ მასზე მოქმედებს როგორც ნესტი და წყალი, ასევე სიცხე. ამიტომაც, სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი საზაფხულო რჩევები:

  1. აუცილებლად შეინახე აპარატები და ელემენტები მშრალ და გრილ ადგილას. ნუ დატოვებთ მანქანაში ან პირდაპირი მზის შუქზე, როცა პაპანაქება სიცხეა.
  2. მოერიდეთ წყალს. მართალია, სმენის ტექნოლოგიების უმეტესობა წყალგამძლეა, მაგრამ არ არის წყალგაუმტარი. მოათავსეთ აპარატები წყალგაუმტარ ყუთში, როცა იმყოფებით ზღვაზე, ტბაზე თუ ნებისმიერ ადგილზე, სადაც შესაძლოა ყური დაგისველდეთ.
  3. თან იქონიეთ აპარატების საშრობი მოწყობილობა, რომელსაც გამოაქვს ტექნოლოგიებიდან ნესტი. კონდიციონერით გაგრილებული ოთახიდან გარეთ და შიგნით ცვალებადი ტემპერატურა ასევე მოქმედებს თქვენს ტექნოლოგიებზე. სპეციალური საშრობი მოწყობილობისთვის მოგვმართეთ: თბილისი, ცოტნე დადიანის 307. ნუ ჩადებთ საშრობში დასატენ აპარატებს.
  4. მზისა და მწერების საწინააღმდეგო კრემები შესაძლოა იყოს ზაფხულისთვის აუცილებელი, მაგრამ შესაძლოა ამ კრემების მოხმარებისას დაიხშოს აპარატების მიკროფონი და მიმღები ნაწილები. შესაბამისი სპრეი და ლოსიონი გამოიყენეთ სანამ აპარატებს გაიკეთებთ, მოხსნისას კი გაწმინდეთ ისინი.
  5. თუ გასართობ პარკში გეგმავთ წასვლას, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა უეცარი და ძლიერი მოძრაობისას ატრაქციონზე, მოგძვრეთ სმენის ტექნოლოგიები. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ მოიხსნათ და შეინახოთ.
  6. მიუხედავად იმისა რომ სმენის ტექნოლოგიები არის გამძლე, ის შეიძლება დაზიანდეს დაცემის დროს. ჩაიცვით ყოველთვის შესაბამისი ფეხსაცმელი, რომ არ ასრიალდეთ და არ დაეცეთ.
  7. გამოიყენეთ “თვით შემოწმების” ფუნქცია Thrive აპლიკაციაში, რომ დაადგინოთ სმენის ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირება. თუ პრობლემას გამოავლენთ, მიყევით აპლიკაციაში მოცემულ რჩევებს.
  8. თუ პრობლემა კვლავ გაგრძელდება, მიმართეთ თქვენს სპეციალისტს.

ზაფხული გართობისა და მხიარულების სეზონია! გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და აპარატები დაგეხმარებათ, რომ ისიამოვნოთ ზაფხულის ყველა მომენტით.

Andrea Hannan Qawkes, Au. D, 22.06.2022

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.