როგორ მოვუაროთ სმენის აპარატებს ზამთარში

ზამთრის სუსხში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული საკითხები, როცა საქმე სმენის ტექნოლოგიების მოვლას შეეხება.

  1. ქუდისა და შარფის მოხსნისას იყავით ყურადღებით, რომ სმენის აპარატები არ ჩამოქაჩოთ და არ დაგეკარგოთ. ჩვენთან ასევე შესაძლებელია სმენის ტექნოლოგიების საკიდის შეძენა, რომლის დახმარებით, თქვენ არასდროს დაგეკარგებათ აპარატები.
  2. თან იქონიეთ დამატებითი ელემენტები! სიცივეში ელემენტები შესაძლოა უფრო სწრაფად დაიხარჯოს, ვიდრე სიცხეში.
  3. უმჯობესია მოიხსნათ აპარატები, თუ ზამთრის აქტივობებში ხართ ჩართული: სრიალი, თხილამურები, თოვლში სხვადასხვა აქტივობა. შესაძლოა დაგეკარგოთ აპარატები ან ტენიანობამ დაგიზიანოთ ისინი. თუმცა ჩვენ აქაც გირჩევთ საკიდის გამოყენებას, რომ არ დაკარგოთ და ასევე არ გამოტოვოთ მნიშნელოვანი ბგერები თქვენს გარშემო.
  4. როცა სიცივიდან ოთახში დაბრუნდებით, გირჩევთ მოიხსნათ აპარატები, გახსნათ და ცოტა ხანი დადოთ, რომ გამოშრეს სისველე. სასურველია აპარატების ჩადება აპარატებისთვის განკუთვნილ ულტრაიისფერ საშრობში, რომელიც გამოაშრობს აპარატებს სწრაფად და ეფექტურად. (აღნიშნული ნივთის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ცენტრში)

რა არ უნდა გააკეთოთ:

  1. დიდად საგონებელში ნუ ჩავარდებით, რომ თქვენი ტექნოლოგიები სიცივეში შესაძლოა გაფუჭდეს. აპარატები ისეთი მასალისგან მზადდება, რომ მათი გაფუჭება არ არის მარტივი
  2. ნუ შეინახავთ ელემენტებს მანქანაში
  3. ნუ დაგავიწყდებათ, ყოველდღიურად გაწმინდოთ თქვენი აპარატები
  4. ნუ გადადებთ, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს სმენის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ, რომ ტექნოლოგიები ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა.

სმენის ცენტრი მდებარეობს თბილისში ც. დადიანის ქ. 307,

ქუთაისში, ლ. ასათიანის 54.

ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ცხელ ხაზზე: 599997105

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.