
ნებისმიერი რომანტიული ურთიერთობისთვის აუცილებელია კომუნიკაციის დამყარება. კომუნიკაცია არა მხოლოდ ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის აუცილებელი, არამედ საყვარელ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტის დასამყარებლადაც. წყვილიდან ერთის სმენის დაქვეითებაც კი საკმარისია, რომ ბზარი გაუჩნდეს ურთიერთობას.
ბოლო კვლევის თანახმად, მოუგვარებელი სმენის დაქვეითება ხშირად იწვევს გაუგებრობას წყვილებში.
სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს წყვილის ურთიერთობაზე
ნოტინგამის უნივერსიტეტში შეისწავლეს მოუგვარებელი სმენის დაქვეითების გავლენა წყვილთა ურთიერთობაზე. კვლევამ შემდეგი პრობლემები გამოავლინა, რაზეც თავად სმენადაქვეითებული ადამიანები და მათი პარტნიორები წუხდნენ:
- ხმის სიმაღლე: წყვილები ვერ თანხმდებიან ხმის სიმაღლეზე (მაგ. ტელევიზორის). სმენის პრობლემის მქონი პირები მოითხოვდნენ უფრო ხმამაღლა მოსმენას.
- სატელეფონო ზარები: მაშინ როცა სმენის პრობლემის მქონე პირებს უჭირთ ზარის გაგონება ან გაიგონ, რას ესაუბრებიან ტელეფონზე, მათ პარტნიორებს უწევთ მათ ნაცვლად ტელეფონზე პასუხი ან მინიშნება, რომ ზარი რეკავს.
- გამოწვევები სოციალურ სიტუაციებში: როცა წყვილი ხმაურიან გარემოში იმყოფება, სმენადაქვეითებულ ადამიანებს უჭირთ საუბრის გარჩევა. ამ დროს მათი მეწყვილეები აღნიშნავენ, რომ ასეთ გარემოში მათი გართობა და სიამოვნება კლებულობს. საბოლოოდ კი წყვილები აღიარებენ, რომ ისინი ერიდებიან ასეთ შეკრებებს რის გამო? სწორად მიხვდით – მოუგვარებელი სმენის დაქვეითების გამო.
- სტრესი: ნორმალური სმენის მქონე პარტნიორები აღნიშნავენ, რომ მათ ჰქონდათ დამატებითი დაძაბულობა და სტრესი, მორგებოდნენ საყვარელი ადამიანის სმენის დაქვეითებას. ისინი ასევე დანანებით აღნიშნავდნენ პარტნიორის რეაქციებს სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით
თქვენთვის ეს პრობლემები ნაცნობია? ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, კიდევ არის რაღაც, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ.
როგორ მოვიქცეთ, როცა სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე.
თუ გრძნობ, რომ შენი პარტნიორის მოუგვარებელი სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს ურთიერთობაზე, არ არის აუცილებელი გადაერთო ხმამაღლა საუბარზე ან უარი თქვა, როცა სადმე გეპატიჟებიან. შენ შეგიძლია დაეხმარო მას, რომ მოაგვაროს სმენის დაქვეითების პრობლემა, რომ მათ გაიგონონ უკეთ და თქვენ, ორივემ, უკეთ იცხოვროთ.
ახლავე აგიხსნით, როგორ:
1. დაიწყეთ კომუნიკაცია
პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ შესაძლოა თქვენი პარტნიორისთვის სასიამოვნო თემა არ აღმოჩნდეს და შეგეწინააღმდეგოთ. უთხარით ფრთხილად, რომ ახლახან შეამჩნიეთ… და შემდეგ გაამყარეთ რეალური მაგალითებით, რომ ხაზი გაუსვათ მის სმენის პრობლემას.
მაგალითად, შესაძლოა თქვენც შეამჩნიეთ, რომ თქვენი პარტნიორი დიდად არ ინდომებს მეგობრებთან შეხვედრას და თქვენ, რასაკვირველია, გაწუხებთ მისი იზოლირება. ან მისი ნათესავები ხშირად ამბობენ “არა უშავს”, როცა თქვენმა პარტნიორმა ფაქტიურად მთელი საუბარი გამოტოვა. აღნიშნეთ ეს თქვენს საყვარელ ადამიანთან და ეცადეთ, დაეხმაროთ.
ასევე გაუზიარეთ მათ, რომ მოუგვარებელი სმენის დაქვეითება მთელ რიგ პრობლემებს იწვევს, რაც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე: მათ შორისაა დემენციის, დაცემის, დეპრესიისა და სხვა პრობლემების რისკი (ჩამოთვლილთაგან ყველა გამყარებული და ახსნილია შესაბამისი კვლევით).
ამასთანავე შენ შეგიძლია ხაზი გაუსვა, თუ როგორ გაუმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი სმენის დაქვეითების მოგვარების შემდეგ, მცირდება კოგნიტური გაუარესების რისკი და ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზრდება.

2. დაგეგმეთ ვიზიტი სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტთან
დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს, დანიშნოს შეხვედრა სმენის ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებთან. ჩვენ შეგვიძლია 10 წლიანი გამოცდილებითა და უახლესი ტექნოლოგიებით მისი და თქვენი ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ (ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599997105). ჩვენ გვაქვს სმენის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.
შემდეგ, შესთავაზეთ მას შეხვედრაზე გაყოლა. ამით აგრძნობინებთ საყვარელ ადამიანს, თუ როგორ გვერდში უდგახართ. ვიზიტის დროს, ნუ მოგერიდებათ, თქვენც ჩაერთოთ საუბარში, იკითხოთ მეტი მის სმენის დაქვეითებასა და სმენის ტექნოლოგიების (აპარატების) სახეობებზე.

გაუმჯობესებული სმენა განაპირობებს გაუმჯობესებულ ურთიერთობებს.
გერი ჩეპმენი, სიყვარულის 5 ენის ავტორი და ქორწინების მრჩეველ-კონსულტანტი, აღნიშნავს: “სიყვარულის სამიზნე ის კი არ არის, რომ ის მიიღო, რაც თავად გსურს, არამედ საყვარელი ადამიანის კეთილდღეობისთვის საქმის გაკეთებაა”
ამრიგად, თქვენ გაქვთ სმენის პრობლემა თუ თქვენს პარტნიორს, რატომ დღესვე არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა, რომ უფრო ბედნიერები იყოთ ერთმანეთით?
სიყვარულით, მხარდაჭერითა და ერთმანეთის გაგებით, თქვენ და თქვენი პარტნიორი შეძლებთ სმენის დაქვეითების მოგვარებას.
სიყვარულის დღეს გილოცავთ!
წყარო: Starkey Blog, 13.02.2024