მეტრო, ყურსასმენები, მაღალი ხმა და დაზიანებული სმენა! თბილისში აუტანელი საცობების ფონზე მეტრო ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტია. მგზავრების ნაკლებობას არც მეტრო უჩივის და აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით. 10-15 წლის წინანდელი მეტროს მგზავრებისგან განსხვავებით, მგზავრების უმეტესობა “შეიარაღებულია” ტექნოლოგიებით და, რა თქმა უნდა, ყურსასმენებით! მეტროში აპლიკაციის საშუალებით ხმის სიმაღლის დადგენა ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ როცა მატარებელი გვირაბშია, […]
როგორც მანქანასა და კბილებს სჭირდება პერიოდული ყურადღება და შეკეთება/დაპლომბვა, ასევე სმენის ტექნოლოგიებსა და ზოგადად სმენას სჭირდება პერიოდული მიხედვა. სმენის ტექნოლოგიების მორგების შემდეგ სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტი მორგების შემდგომ შეხვედრებს დაგინიშნავს. ეს რუტინული შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ შენს სპეციალისტებს დაუსვა კითხვები, გაიგო მეტი სმენის ტექნოლოგიების შესახებ და გაიმჯობესო სმენა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გააკეთო […]
“გამუდმებული თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, მოთენთილობა, გულისრევის შეგრძნება და საშინელი თავბრუსხვევა… ამ ყველაფერმა უფუნქციო გამხადა. სულ ვცდილობდი წამოწოლას, ფეხზე დიდხანს დგომა აღარ შემეძლო, მარტო სახლიდან გასვლას ვეღარ ვბედავდი”. ამ ჩივილებით მოვიდა გიორგი სმენის ცენტრში. ცალ ყურში საშუალო დონის დაქვეითება ჰქონდა, მეორეში სრული სმენა. “ცალ ყურში ოპერაცია გავიკეთე, სმენა არ აღდგა. მიუხედავად იმისა რომ მეორე ყურში […]
თუკი მომავალში პრობლემა გელის, ხოლო მისი თავიდან არიდება დღეს შეგიძლია, რატომ არ უნდა აირიდო? იგივე თეორიაა ვარჯიშის, ბოსტნეულის მიღებასა და თუნდაც დაზღვევის მიღმა. სმენის დაქვეითების მოგვარებაც სწორედ ერთერთი მათგანია. მისი მოგვარებით თავს იზღვევთ, რომ აირიდოთ ასაკის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, სოციალური გარიყვა და თუნდაც დემენცია. ამერიკის ეროვნული საბჭოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ხანდაზმულობაზე გამოავლინა სმენის […]
ძალიან რთულია სმენის ტექნოლოგიების შერჩევა, რადგანაც ბევრი მწარმოებელი არსებობს სმენის ტექნოლოგიების უამრავი სახეობით, ფორმითა და ფუნქციებით. რა უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ სმენის ტექნოლოგიების შერჩევისას. ქვემოთ მოცემულია 5 საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა ჰკითხოთ თქვენს სმენის სპეციალისტს. (1) დირექციულობა თქვენს სმენის ტექნოლოგიებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დირექციული მიკროფონების სისტემა. დირექციულობა გულისხმობს სმენის აპარატების მიერ თქვენს გარშემო კონკრეტულ ხმაზე […]