სმენის დაქვეითება ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდი. ადამიანს ერთნაირი დაქვეითება არც ორივე ყურში არ აქვს და რასაკვირველია, ადამიანებს ყველას ერთნაირად არ უქვეითდება სმენა. უყურადღებოდ დატოვებულ სმენას შეუძლია პირდაპირი და ირიბი შედეგების გამოწვევა. სმენის ტექნოლოგიის მომხმარებელი სარა ბრიკერი გვესაუბრება რვა არასასურველ შედეგზე, რომელსაც დაქვეითებული სმენის უყურადღებოდ დატოვება იწვევს. ლექსიკა როდესაც სმენა ქვეითდება, სხვადასხვა ხმებისა და ასოების […]

ყველანი დამეთანხმებით, რომ სმენის ტექნოლოგიები არის ინვესტიცია ჩვენი ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. ჩვენც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც სმენის ტექნოლოგიები გვთავაზობს. კომპანია სთარქის გამოცდილებით, ისინი ვინც სმენის სპეციალისტების დახმარებით ირგებენ სმენის ტექნოლოგიებს, მაქსიმალურად იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სმენის ტექნოლოგიები სთავაზობს მათ. რატომ? რადგან მომსახურებას, რომელსაც სმენის სპეციალისტი გთავაზობთ, ვერ მიიღებთ აპარატების ონლაინ […]

სმენის ტექნოლოგიები ადამიანს ხმოვან სამყაროში აბრუნებს, თუმცა ის იმდენად მიჩვეულია სიჩუმეში ცხოვრებას, სმენა მისთვის შესაძლოა თავიდან შემაწუხებელიც აღმოჩნდეს. ახალ ხმებს სწავლა და ვარჯიში სჭირდება. გაუმჯობესებული სმენით ცხოვრება ბევრად ლამაზი და სასიამოვნოა!

სმენის დაქვეითება უხილავი პროცესია, რომელიც თანდათან ვითარდება. მისი დანახვა შეუძლებელია. ჩვეულებრივ სმენა წლების განმავლობაში ნელ-ნელა ქვეითდება, ამიტომაც რთულია მისი შემჩნევა. სმენის დაქვეითების საწყისი სიმპტომები შესაძლოა ყველა ადამიანს განსხვავებული ჰქონდეს, თუმცა არსებობს საერთო ნიშნები, რომლებიც სმენის დაქვეითებაზე მიგვანიშნებს. სმენის დაქვეითების მიზეზი, ისევე როგორც მისი სიმპტომები და შედეგი, შეიძლება განსხვავდებოდეს და დროთა განმავლობაში დაგროვდეს. თუკი ამ ჩამოთვლილ […]

როგორ გავიგო, რომ ტინიტუსი მაქვს? ტინიტუსი არის ყურში ზარის რეკვის, ბზუილის, სისინის შეგრძნება. ტინიტუსის სიმპტომები ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, ზოგიერთ მათგანს ის მხოლოდ წყნარ ოთახში ყოფნისას ესმის, ზოგიერთს კი შეიძლება უწყვეტლივ ესმოდეს კონკრეტული ხმა. მთავარია, დავიმახსოვროთ, რომ ტინიტუსი სიმპტომია და არა დიაგნოზი. მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა სპეციალისტის მიერ. შეუძლია თუ არა მედიკამენტს ტინიტუსის გამოწვევა? დიახ, […]