მუსიკოსები იმ რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომელთაც სმენის ისეთი პრობლემები უვითარდებათ, როგორიცაა ტინიტუსი. პროფესიონალი მუსიკოსები სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მუსიკის ხმამაღლა დაკვრასა და მოსმენაში ატარებენ, კონცერტებზე დიდი აუდიტორიის გამო საჭიროა ხმის მოცულობის გაზრდა. ხმაურის დონეები და რისკები მუსიკოსთა სმენის დაზიანება დამოკიდებულია ხმის მოცულობასა და მისი მოსმენის ხანგრძლივობაზე. worksafeindustrial.com-ის თანახმად, 85 დეციბელის ხმა არის “უსაფრთხო” და ეს […]

შემზარავია განცხადებები სმენადაქვეითებული ადამიანების დაფაზე, რომლებიც ეხება ტინიტუსისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირს. აქ გამოკრულია დის განცხადება,სადაც მოთხრობილია ძმის თვითმკვლელობაზე, რომელმაც ვეღარ შეძლო ამ მდგომარეობაში ცხოვრების გაგრძელება. ასევე აქვე წერს 30 წლის პაციენტი, რომელიც ვერ ახერხებს ძილს და აწუხებს ულმობელი ხმაური, რომელიც “თითქოს გამუდმებით თავს უხლიჩავს”. ამერიკის ტინიტუსის ასოციაციის  შეფასებით, ტინიტუსი არის სამედიცინო ტერმინი, რაც ნიშნავს ხმაურს […]

კონსულტაციისა და ხმოვანი თერაპიის კომბინაცია ძალიან ეფექტური მეთოდი გამოდგა ქრონიკული ტინიტუსის მქონე ადამიანებისათვის. თუ თქვენ გაქვთ ტინიტუსი, გრძნობთ რომ ვერ აკონტროლებთ მას. ის არასოდეს წყნარდება. რა თქმა უნდა, გაინტერესებთ რა იწვევს მას და გაუარესდება თუ არა მდგომარეობა? ნუთუ გელანდებათ? კონსულტაციისა და ხმოვანი თერაპიის კომბინაციის გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის. ამისათვის აიოვას ტინიტუსის უნივერსიტეტსა და   ჰიპერაკუსის კლინიკაში იყენებენ  ტინიტუსის ე.წ. თერაპიული მკურნალობის ტექნიკას. კლინიკაში პაციენტები […]

ბოლო 5 წელია, 39 წლის ფეხსაცმლის დიზაინერს, სკოტ ვილსს აწუხებს ტინიტუსი.  “ყველაფერი თვითმფრინავში დაიწყო. მე შევტრიალდი, რომ წამოვწოლილიყავი და ძალიან ხმამაღალი, მაღალი ტონალობის ხმა წარმოიქმნა ჩემს მარჯვენა ყურში. ის გრძელდება მას შემდეგ და ამჟამად უფრო მეტად ვგრძნობ თავის შუა ნაწილში.” ტინიტუსი (ლათინურად რეკვა) ნიშნავს ხმაურს ერთ ან ორივე ყურში, როდესაც გარეთ შესაბამისი ხმები არ ისმის. ტინიტუსი შესაძლოა […]

ფაქტები სამხედროების, ვეტერანებისა და ტინიტუსის შესახებ: ტინიტუსი ნიშნავს “ყურებში რეკვას”, ადამიანს აყენებს უძლურ მდგომარეობაში და ამცირებს ცხოვრების ხარისხს მათთვის, ვისაც ქრონიკულად აწუხებს იგი. ტინიტუსი არის საქმიანობასთან დაკავშირებული ნომერ პირველი შეზღუდულობა ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული ვეტერანებისათვის (სამი წლის განმავლობაში). ტინიტუსს ყველაზე ხშირად იწვევს გადაჭარბებული ხმა ერთჯერადად ან განმეორებით. თავისა და კისრის დაზიანება არის მეორე წამყვანი მიზეზი. იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები […]