35 წელზე მეტი რონალდ ნუთერი იტანჯებოდა ტინიტუსით (ყურში ხმაურით). უამრავ ექიმთან ვიზიტისა და უთვალავი საათის კვლევების შემდეგ, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) პროფესიონალმა მისურიდან დაკარგა ყველანაირი იმედი. ყველაფერი შეიცვალა ერთ ღამეს, როცა მან ნახა Starkey Hearing Technologies რეკლამა ყურში ხმაურის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც მას მოარგეს სმენის აპარატი ტინიტუსის მართვის ფუნქციით, ნუთერმა ისევ შესძლო ეცხოვრა მისთვის […]

თქვენი სმენის აპარატები კვებას ელემენტებისგან იღებს. ხარისხიან სმენის აპარატს ხარისხიანი ელემენტები სჭირდება, რომ ეფექტურად იმუშაოს. რამდენ ხანს ძლებს ელემენტები? სტანდარტული ელემენტები 3-22 დღემდე ძლებს, რაც დამოკიდებულია სმენის აპარატის ტიპზე, ელემენტის ტიპსა და მოცულობაზე და სმენის აპარატის გამოყენების სიხშირეზე. როდის უნდა გამოვცვალო ელემენტები? გამოცვალეთ ელემენტები, თუ ხმები აღარ გესმით კარგად და ხმის აწევა გჭირდებათ. ზოგიერთი აპარატი […]

მაია 48 წლისაა. მას სმენა დაქვეითებული აქვს ბავშვობიდან. მართალია, სმენა ბოლომდე არ აქვს დაკარგული, თუმცა ბგერების გარკვევა უჭირს. მაია მოსაუბრის საუბარს ტუჩების მოძრაობით კითხულობს ბავშვობიდან. მისი მეტყველება არის გამართული, ბგერებს გარკვევით წარმოთქვამს, თუმცა ოდნავ უცნაური ინტონაციით. მაიამ Starkey Georgia-ს შესახებ ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო და გადაწყვიტა 20-21 ოქტომბერს Starkey Georgia სმენის ცენტრში ამერიკიდან ჩამოსულ ექსპერტს შეხვედროდა. […]

2013 წლის თებერვალში გამოქვეყნებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიოში 360 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა, ვისაც სჭირდება დახმარება, ვერ ახერხებს მის მიღებას. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საოცარი ფაქტი სმენის დაქვეითების შესახებ: 1. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს (38 მილიონი ადამიანი) მნიშვნელოვნად აქვს სმენა დაქვეითებული. (სმენისა და კომუნიკაციის ცენტრი) 2. 65 წელს გადაცილებულ ყოველი […]

2013 წლის  27 თებერვალი, ჟენევა  – ყურზე ზრუნვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  (3 მარტი) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში 360 მილიონზე მეტი სმენადაქვეითებული ადამიანია. დღეს უფრო მეტი ადამიანი დგას სმენის დაქვეითების საფრთხის წინაშე ვიდრე ოდესმე. ასაკის მატებასთან ერთად მსოფლიოში მით უფრო მეტ ადამიანს ემუქრება სმენის დაქვეითება ვიდრე წინა წლებში. 65 წელს გადაცილებულ […]