როგორ ავარიდოთ თავი სმენის დაზიანებას

სმენის დაქვეითება არის ეტაპობრივი და ნორმალური პროცესი ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა გადაჭარბებული ხმის სიმაღლე პირველ მიზეზად რჩება. პერმანენტულ დაქვეითებას შეიძლება მყისვე ჰქონდეს ადგილი, როცა ყური ყოველგვარი დაცვის გარეშე იღებს მაღალ ხმას.

როგორ დაიცვათ სმენა მაღალი ხმისგან:

  • თუკი სამსახურში ხმის დონე აღემატება 85 დეციბელს, შეამცირეთ ხმის დონე ან ატარეთ დამცავები.
  • დაუწიეთ ტელევიზორის, სტერეოს და აიპოდის ხმას. ფრთხილად იყავით, როცა იყენებთ ყურსასმენებს.
  • არ აუწიოთ ხმას ძალიან მანქანაში იმისთვის, რომ გადაფაროთ ძრავის ან ქარის ხმა.
  • როკ კონცერტებზე ატარეთ ხმის გამფილტრავი ან სმენის დამცავები და მოერიდეთ დინამიკებს.
  • ატარეთ ხმის დამხშობი ყურსაცვამი ან სმენის დამცავები, როცა ხმაურიან ტექნიკას იყენებთ, როგორიცაა დრელი, ბალახის საჭრელი მანქანა და სხვა.

დაიცავით თავი უცხო სხეულისგან:

  • არ გამოიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები ყურის გასაწმენდად. ამ ჩხირებმა შეიძლება გოგირდის გამონადენი პირიქით დაფის აპკთან მოახვედროს და გააძლიეროს გოგირდის წარმოქმნა ან დააზიანოს დაფის აპკი.
  • ნუ დაიბანთ ბინძური წყლით, შესაძლოა დაგემართოთ ყურის ინფექციები.

რა არის დეციბელები?

დეციბელებით (dB) იზომება ხმის სიმაღლე: 0 დეციბელიდან, რომელიც არის ძალიან დაბალი ხმა, 180 დეციბელამდე, როცა რაკეტის გასროლის ხმა ფიქსირდება.

ექსპერტების აზრით, 85 დეციბელზე ზემოთ ხმა არის საშიში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოტოციკლეტების, ყურსასმენებისა და ბალახის საჭრელი მანქანის ხმებს შეუძლია პერმანენტული სმენის დაქვეითების გამოწვევა.

ხართ თუ არა რისკის ქვეშ?

თუ თქვენ გიწევთ 85 დეციბელზე მაღალი ხმის მოსმენა, თქვენს სმენას რისკის ქვეშ აყენებთ.

decibels
 

სმენის ცენტრი, თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ტელ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

2 comments

  1. luka's avatar

    yru unda viko exla mashin

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      აღნიშნულ სტატიაში საუბარია რისკ ფაქტორებზე. თუ თქვენ ხშირად გიწევთ ხმაურიან გარემოში ყოფნა, რეკომენდებულია დამცავების გამოყენება. დაეჭვების შემთხვევაში, კონტროლის მიზნით აუცილებლად შეიმოწმეთ სმენა.

      Like

Leave a reply to hearingingeorgia კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.