ყველაზე საოცარია ის ფაქტი, რომ ბეთჰოვენი ყრუ იყო. წარმოგიდგენიათ? მუსიკოსს, კომპოზიტორს არ გააჩნდა ის გრძნობა (სმენა), რაც ყველაზე აუცილებელი იყო მისთვის.
პირველად მან ეს თავის მეგობრებს გაუზიარა, რომლებიც გეოგრაფიულად მისგან შორს იყვნენ და რომელთაც ბოლომდე ენდობოდა: ისინი ბონში ცხოვრობდნენ.
შემდეგ კი როცა აზრი არ ჰქონდა ამის დამალვას, ბეთჰოვენი ბლოკნოტს იყენებდა, სადაც ვიზიტორები უწერდნენ თავიანთ სათქმელს ან ეკითხებოდნენ, რაც აინტერესებდათ. თუმცა არ ვიცით, რას პასუხობდა ამ კითვებზე კომპოზიტორი…
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი მისი წერილებიდან, სადაც 1801 წელს ის წერს თავის მეგობრებს სმენის გაუარესებასთან დაკავშირებით.
“… ჩემი მგრძნობელობის უნარი, ჩემი სმენა, საგრძნობლად გაუარესდა…”
“… რა დასანანია ჩემი ხვედრი, უნდა ავარიდო თავი ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩემთვის…”
“… რა ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი სმენა რომ სრულად აღდგეს, მაშინათვე შენთან გამოვეშურებოდი…;”
“… რა თქმა უნდა, მზად ვარ დავძლიო ყველა წინააღმდეგობა, მაგრამ ეს შესაძლებელია კი? …”
“… ძალიან გთხოვ, ნურავის ეტყვი ჩემი სმენის შესახებ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება იგი…”
“… ბოლო სამი წელია ჩემი სმენა თანდათანობით უარესდება …”
“… ორი წელია თავს ვარიდებ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, რადგანაც არ შემიძლია ხალხს ვუთხრა, “მე ყრუ ვარ”. სხვა პროფესია რომ მქონდეს, მაშინ მარტივი იქნებოდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს შოკისმომგვრელი განცხადებაა …”
“… საოცარია, რომ ზოგი ვერც ხვდება საუბრისას ჩემს მდგომარეობას, რადგანაც ზოგადად ყოველთვის გაფანტული ვიყავი, ამას მიაწერენ ხოლმე ამ ფაქტს. ხანდახან ძლივს მესმის, რას ლაპარაკობენ ხმადაბლა, ტონი მესმის, მაგრამ არა სიტყვები. თუმცა, ვინმემ რომ იყვიროს, ეს აუტანელია …”
http://www.youtube.com/watch?v=hbT2b7Boa0E
წყარო: http://www.lvbeethoven.com/Bio/BiographyDeafness.html