გადაიმოწმეთ სმენა უფასოდ სმენის ცენტრში!

მომხმარებელთა თხოვნით აქცია გრძელდება!

გადაიმოწმეთ სმენა უფასოდ სმენის ცენტრში და ასევე უფასოდ მიიღეთ საინფორმაციო ხასიათის კონსულტაცია! საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სმენის ტექნოლოგიების/აპარატების მორგება-გატესტვა. ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ დღესვე შემდეგ ნომრებზე: 598 25 81 56; 599 99 71 05. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 307; 2017 წლის 1 ივნისიდან აქცია ვრცელდება ქუთაისზეც, ლადო ასათიანის ქ. 54.

გაქვთ თუ არა სმენა დაქვეითებული?

ცვლილება სმენაში ხშირად სულაც არ აისახება  სმენის სრულად დაკარგვაში. ზოგი ხმა ისევ ისე გესმით, როგორც ადრე, თუმცა ზოგი ხმა რთულად გასაგები ხდება და ხანდახან საუბრის გაგება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ სიტყვები მკაფიოდ არ გესმით. რატომ არ გესმით მკაფიოდ? სმენის დაქვეითება გავლენას ახდენს თქვენს შესაძლებლობაზე გაიგონოთ გარკვეული სიხშირის ბგერები. ტიპიური დაქვეითების დროს ადამიანებს უჭირთ წვრილი ხმების ანუ მაღალი სიხშირის ბგერების გაგონება, განსაკუთრებით შორიდან. მეტყველებაში ხშირად არის გამოყენებული წყნარი ხშირად ცვალებადი მაღალი სიხშირის ხმები. თუ კარგად არ გესმით მეტყველების ეს ხმები, თქვენ გიწევთ იმის მიხვედრა, თუ რა თქვა მოსაუბრემ. მაგალითად “ექვსი” მოსაუბრემ შესაძლოა მიამსგავსოს შემდეგ სიტყვებს: “ერთი”, “ეშვი” ან “ეჭვი”. საუბარი უფრო რთულდება, როცა მოსაუბრე პირისპირ არ გესაუბრებათ ან საუბარი მიმდინარეობს ხმაურიან გარემოში.

იყავი ინფორმირებული!

რადგანაც ადამიანებს, ვისაც სმენა აქვთ დაქვეითებული, მაინც შედარებით კარგად ესმით წყნარ გარემოში და პირისპირ, ექიმმა შესაძლოა ვერც შეამჩნიოს დაქვეითება. ექიმთა მხოლოდ მცირე რაოდენობა ურჩევს პაციენტებს სმენის რეგულარულ შემოწმებას. ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული, შეამჩნიოთ, იცვლება თუ არა თქვენი სმენა.


ფიქრობთ, რომ ისე კარგად არ გესმით, როგორც გესმოდათ? ამ ტესტით თქვენ შეძლებთ დაადგინოთ, გჭირდებათ თუ არა სმენის გადამოწმება.

  1. ფიქრობთ, რომ დაბალ ხმაზე როცა საუბრობენ, ლუღლუღებენ?
    • დიახ
    • არა
  2. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ხომ არ იღლებით? ან ხომ არ ღიზიანდებით?
    • დიახ
    • არა
  3. საუბარში ხომ არ ტოვებთ მთავარ სიტყვებს და ხშირად თხოვთ მოსაუბრეს, გაიმეოროს?
    • დიახ
    • არა
  4. როდესაც 2-ზე მეტ ადამიანთან ერთად ხართ ან რესტორანში, ხომ არ გიძნელდებათ საუბრის გაგება?
    • დიახ
    • არა
  5. სხვა ადამიანებთან ერთად როცა ხართ, გარშემო ფონური ხმები გაწუხებთ?
    • დიახ
    • არა
  6. ხშირად უწევთ ტელევიზორისა და რადიოს ხმას?
    • დიახ
    • არა
  7. გიჭირთ ხოლმე კარზე ზარისა და ტელეფონის ზარის ხმის გაგონება?
    • დიახ
    • არა
  8. არ გესმით წყლის ხმა, როცა დუღს სამზარეულოში?
    • დიახ
    • არა
  9. გიჭირთ იმის მიხვედრა, საიდან მოდის ხმა, როცა მაღვიძარა ან ტელეფონი რეკავს?
    • დიახ
    • არა
  10. თქვენი რომელიმე ახლობელი ხომ არ გეუბნებათ, რომ თქვენ კარგად არ გესმით?
    • დიახ
    • არა

თუ მოცემული კითხვებიდან ერთს ან მეტს უპასუხეთ “დიახ”, აუცილებლად გადაიმოწმეთ სმენა. Hearing Test


გამოყენებულია საუსუესთ სმენის ცენტრის მასალა.

75 comments

  1. Unknown's avatar

    გადამოწმებით რა გვეშველება, ისედაც ვიცი ზოგ შემთხვევაში კარგად არ მესმის. მეშველება რამე?

    1. hearingingeorgia's avatar

      აქციაში შედის უფასო კონსულტაცია. თქვენი სმენის მიხედვით მიიღებთ ინფორმაციას კორექციის გზებზე.

  2. Unknown's avatar

    sad aris mismarti tu sheicleba momwret tbilishi aris tu qutaishi?

    1. hearingingeorgia's avatar

      თბილისში, აღმაშენებლის გამზ. 59

  3. Unknown's avatar

    f

  4. nana's avatar

    ჩაწერა უნდა წინასწარ?

    1. hearingingeorgia's avatar

      დიახ, აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ წინასწარ.

  5. nino's avatar

    Gamarjobat chemi shvili 7clisaa dauqveita smena chutYvavilam dauqveita rogorc mitxres .aris tuara rame gamosavali.madloba cinascar

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, ქალბატონო ნინო, შეგიძლიათ ჩაეწეროთ აქციის ფარგლებში და მიიღოთ უფასო საინფორმაციო ხასიათის კონსულტაცია. სმენის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მოგვარებადი პრობლემაა.

  6. Unknown's avatar

    მკურნალობა რა ღირს?

    1. hearingingeorgia's avatar

      სმენის ცენტრი მიმართავს კორექციის გზებს, რაც გულისხმობს სმენის ტექნოლოგიებით იმ დაქვეითების კორექციას, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება

  7. mzia's avatar

    მოგესალმებით, მოგილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბევრი მადლიერი პა
    ციენტი გყოლოდეთ…. ჩვენ რომ თბილისში არ ვცხოვრობთ? როგორ მოვიქცეთ?

    1. hearingingeorgia's avatar

      ქალბატონო მზია, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ადგილმდებარეობა შემდეგ ელ ფოსტაზე: starkeytbilisi@gmail.com
      როგორც კი თქვენს ქალაქში დაიგეგმება ვიზიტი, სმენის ცენტრის სპეციალისტები თავად დაგიკავშირდებიან.

  8. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    maqvs smena daqveiTebuli-vatareb smenis aparats-var 62 wlis qalbatoni-vxedav rom agaraa es aprati chemtvis sakmarisi-rogor moviqce rom ufasod mivigo sxva sachiro xmovanebis aparati? gtxovt mipasuxot

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, სმენის ცენტრში შესაძლებელია თქვენს ინდივიდუალურ სმენაზე მორგებული და რეკომენდირებული აპარატების მორგება და გატესტვა უფასოდ. თუმცა აპარატი უფასოდ არ გაიცემა.

  9. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    ვნახე ინფორმაცია სმენის კორექციის შესახებ ,მაინტერესებს ისევაა ეს აქცია თუ დამთავრდა უკვე? კორექცია ზუსტად რას გულისხმობს.სასმენი აპარატის შერჩევას თუ მკურნალობას. მომწერეთ გთხოვთ.

    1. hearingingeorgia's avatar

      აქცია გულისხმობს სმენის შემოწმებას და დაქვეითების შემთხვევაში შესაძლებელია სმენის აპარატების სასინჯად მორგება. თუ შიგნითა ყურია დაზიანებული, სმენის დაქვეითების კორექციისთვის სმენის აპარატები გამოიყენება

  10. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    რა ღირს სასმენი აპარატი?

    1. hearingingeorgia's avatar

      სმენის აპარატები ბევრნაირია, ფასებიც სხვადასხვაა. აუცილებლად უნდა ეწვიოთ სმენის ცენტრს და სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები თავად შეგირჩევენ თქვენი ინდივიდუალური სმენისთვის აპარატებს და გაგაცნობენ ფასებს

  11. Nino Nino's avatar

    dedachems gautyda smenis aparati tu xdeba tqventan am aparatis nawilebis shedena an saertod ra girs tqventan smenis aparati?

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა ქალბატონო ნინო, სმენის ცენტრში არ ხდება სხვა აპარატების შეკეთება. აქციის ფარგლებში შეგიძლიათ მოიყვანოთ დედა, სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები დაადგენენ სმენის ზუსტ დონეს და შესაბამისად ააწყობენ მისთვის მორგებულ აპარატებს. ფასები სხვადასხვაა, ინფორმაციას მიიღებთ ადგილზე.

  12. tasotaso13's avatar

    mogesalmebit qutaishi rodis ikneba eseti aqcia?

  13. starkeytbilisi@gmail.com's avatar

    gamarjobat.me qobuletidan var.chems 16 wlisgogos chvilobashi gauxvrites ortave yuri chirqis gamo.aqvs smena daqveitebuli.mitxres saoperacioao.tqven ras mirchevdit.batumisken ar geqnebat aqcia?

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, აქცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია. სმენის ცენტრში შესაძლებელია სმენის გადამოწმება და დაქვეითებული სმენის კორექცია სმენის ტექნოლოგიებით, თუ მისი აღდგენა მკურნალობას არ ექვემდებარება

  14. edisheri's avatar

    gamarjobat dazustebit vici rom marcxena yurshi 20 procentitac ar mesmis xels rom vipareb marcxena yurze aravitari cvlileba da marjvenaze rom vipareb araperi agar mesmis saertot rame meshveleba an sashishi xom ar aris rom marjvena yurzec damemartos ?

    1. hearingingeorgia's avatar

      ბატონო ედიშერ, სმენის ცენტრში აქციის ფარგლებში ვიზიტი არის უფასო, შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ და ადგილზე მიიღებთ კონსულტაციას.

  15. Irina's avatar

    Gamarjobat qalbatono Nino…tqventan viyavi shardhan…mainteresebs sasmeni aparatebia pasebi igive darcha Tu isev is pasebia….aqcia xom ar igegmeba sasmen aparsyebze…

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, ქალბატონო ირინა, სმენის აპარატებზე არის პერიოდული ფასდაკლებები კოკრეტულ მოდელებზე. დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05, 598 25 81 56. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების სერვისითაც, რაც ხელმისაწვდომს ხდის საუკეთესო ბრენდის საუკეთესო ხარისხს თქვენთვის!

  16. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    namdvilad vgrznob smenis dakveitebas. mopasuxes ramdenjerme vtxov xolme gameorebas natkvamisa, sogjer mrcxvenia, mravaljer shekitxvis gamo da vitom gavige, vwyvet saubars. meshveleba rame? sad sheizlebamivakitxo da ra tanxa ikneba sazhiro? gmadlobt.

    1. hearingingeorgia's avatar

      599 99 71 05 ან 598 25 81 56, ან ნომრებზე დარეკეთ და ჩაეწერეთ სმენის გამოსაკვლევად.

  17. lali's avatar

    იქნებ რაიოებშიც მოეწყოს ასეთი აქციები – რამდენიხანია მაწუხებს ასეთი პრობლემა, მაგრამ უსახსრობის გამო ჩავიქნიე ხელი, მე ზუგდიდში ვცხოვრობ და თუ ამ ქალაქში მოხვდით აუცილებლად მიმიღეთ ძალიან გთხოვთ, ჩემი ტელ. ნომერია 591 41 77 03. ლალი

    1. hearingingeorgia's avatar

      ქალბატონო ლალი, თქვენს მონაცემებს შევიტანთ ბაზაში და ვიზიტის დაგეგმვის შემთხვევაში სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები აუცილებლად დაგიკავშირდებიან წინასწარ.

  18. Unknown's avatar

    გამარჯობა დედაჩემსაც აწუხებს სმენის პრობლემა მაგრამ ცხოვრობს ოზურგეტის რაიონში სოფელ ძიმითში.ამ სოფემში სხვებსაც აწუხებს სმენის პრობლემა.თუ გეგმავთ ოზურგეთში ვიზიტს 595445525 ამ ნომერზე დაგვიკავშირდით.მანანა

    1. hearingingeorgia's avatar

      ქალბატონო მანანა, საკონტაქტო ინფორმაცია შევა მონაცემთა ბაზაში და როგორც კი დაიგეგმება ვიზიტი თქვენთან ახლოს, სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები წინასწარ დაგიკავშირდებიან.

  19. nana's avatar

    gamarjobat, 4 wlis bavshvis shemocmeba tu aris shesadzlebeli?

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, ქალბატონო ნანა, თუ ბავშვი შეძლებს გვითხრას, ესმის თუ არა ხმა, შესაძლებელია სმენის დადგენა.

  20. revaz's avatar

    გამარჯობათ, უკვე დიდიხანია ვსარგებლობ სმენის აპარატით.მოკლედ 1995 წელს გავიკეთე ყურის ოპერაცია .სხვათაშორის ოპერაცია გამიკეთეს გერმანელებმა . შედეგი череваты. ახლა სმენის დაქვეითება დამეწყო მეორე ყურში, შედეგი ვხმარობ სმენის აპარატს.
    კითხვა ასეთი მაქვს რამ გამოიწვია სმენის დაქვეითება მეორე ყურში. ვერავინ მპასუხობს.
    მთელი გულის ყურით გისმენთ.

  21. Unknown's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    კარგია რომ არსებობს ეს ცენტრი საქართველოში,კიდევ უკეთესი იქნება ფასებიც რომ ხელმისაწვდომი იყოს.აქ მომუშავე გულისხმიერი ადამიანები დაუზარებლად ეხმარებიან მათთან მისულებს პრობლემის დაძლევაში.

  22. manana's avatar

    გამარჯობა, მაქვს პრობლემა, ყური მეგუბება, და ეს ხდება პერიოდულად, ხან გაიხსნება და არაა პრობლემა, მაგრამ როცა დაიგუბება თავის არეზეც მოქმედებს, ექიმებთან ვიყავი, ტიმპანომეტრიაც გადავიღე, მაგრამ შედეგი არავითარი არა მაქვს. თქვენთან რომ მოვიდე ვისთან მირჩევთ კონსულტაციას… დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის!!!!

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, ქალბატონო მანანა, სმენის ცენტრში არ ხდება დიაგნოზირება, თუმცა შესაძლებელია თქვენი სმენის დონის დადგენა და შესაბამისი საინფორმაციო კონსულტაციის მიღება. თუ თქვენ საჭიროებთ სმენის ტექნოლოგიების საშუალებით სმენის კორექციას, შესაძლებელია ადგილზე მორგება და გატესტვა

  23. Unknown's avatar

    Me calenjixidan var,ubralod internetit shevityve am kompaniis shesaxeb,uyoymanod vende.movkide dedachems xeli da …..saocreba,dedachems dges kargad esmis,uyurebs televizors,laparakobd teleponshi da esmis saatis cikcikic ki….Roca I’m mdgpmareobamde iyo misuli lamis araperi esmoda.madloba I’m ekimebs vinc dedachemi aseti bednieri gaxada.yvelas getyvit endet am kompanias da tkveni cxovreba upro bednieri gaxdeba.upali gparavdet.

    1. hearingingeorgia's avatar

      გვიხარია, რომ ბედნიერი ხართ! სმენის ცენტრის მთავარი საზრუნავია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს!

  24. Madona's avatar

    Gtxovt damexmaret maqvs sashineli xmauri yurebshi ukve 5 tvea .Ari’s Raime saimedo amastan dakavshirebit.shegidzliat dadgena gamokvlevit da tu shvelis mkurnaloba saertod.

    1. hearingingeorgia's avatar

      ქალბატონო მადონა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია. ასევე გაეცნოთ სტატიებს ამ გვერდზე https://hearingingeorgia.wordpress.com/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98/

  25. Unknown's avatar
    ცისანა.ია.ჩიტრეკაშვილი. · · პასუხი

    ორივე ყურში მაქვს ხმაური.ხან შუილი.რომელიც დაძინების დროს უფრო ძლიერდება.შესაძლებელია თუ არა განკურნება და იმედილის დაზღვევა თუ მოქმედებს.თუ შეიძლება პასუხი პირადში მომწერეთ.

    1. hearingingeorgia's avatar

      ქალბატონო ცისანა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სმენის ცენტრის სპეციალისტებს შემდეგ ნომერზე: 599 99 71 05 ან 598 25 81 56.
      ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიებს ყურებში ხმაურზე ანუ ტინიტუსზე ამ ბმულზე: https://hearingingeorgia.wordpress.com/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98/

  26. Unknown's avatar

    mamas 3wlis ukan saaxalwlo bombachkis gagdebisasdaekarga smena orive yurshi akvssashineli xmauris shegrzneba kutaishi gvitxres yuris kantusia mainteresebs am diagnosit tu shesazlebelia odnav mainc shemsubukeba mdgomareobis

    1. hearingingeorgia's avatar

      გამარჯობა, თუ ნარჩენი სმენა აქვს, შესაძლებელია სმენის აპარატებით სმენის კორექცია. შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ ვიზიტისთვის შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

  27. Unknown's avatar

    მაწუხებს ყურებში საშინელი ხმაური და არის ტუარა აპარატი რემომერდირებული გთხოვთ მომეეროტ პირადში მადლობა წინასწარ.

    1. hearingingeorgia's avatar

      რადგანაც თქვენი პირადი ინფორმაცია არ არის მითითებული, ვერ გწერთ. გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ნომრებზე და დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

  28. Unknown's avatar

    MAKVS SMENA DAKVEITEBULI VXMAROB APARATS MARA AR MESMIS NORMALURAD MITXRES NERVI GAKVS DAZIANEBULIO TU SEIZLEBA ROM ISETI AOARATI IKOS ROM NORMALURAD GAIGO SINASSAR MADLOBA

    1. hearingingeorgia's avatar

      შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ (599 99 71 05 ან 598 25 81 56) და მობრძანდეთ სმენის ცენტრში. აქციის ფარგლებში შესაძლებელია თქვენი ზუსტი სმენის დადგენა და თქვენი ინდივიდუალური სმენის მიხედვით სმენის ტექნოლოგიების აწყობა და გატესტვა. შეგიძლიათ ყოველგვარი ყიდვის ვალდებულების გარეშე ნახოთ, რამდენად კარგად გესმით უახლეს ტექნოლოგიებში.

  29. Unknown's avatar

    გამარჯობა მაქვს დაზიანებული ყურის ნერვი და არ ნაკლებად მესმის მარცხენა ხმარეს,მაინტერესბს აპარატის საშუალებით გავიგონებ თუ არა?

    1. hearingingeorgia's avatar

      შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ (599 99 71 05 ან 598 25 81 56) და მობრძანდეთ სმენის ცენტრში. აქციის ფარგლებში შესაძლებელია თქვენი ზუსტი სმენის დადგენა და თქვენი ინდივიდუალური სმენის მიხედვით სმენის ტექნოლოგიების აწყობა და გატესტვა. შეგიძლიათ ყოველგვარი ყიდვის ვალდებულების გარეშე ნახოთ, რამდენად კარგად გესმით უახლეს ტექნოლოგიებში.

  30. mumladze shorena's avatar

    samwuxaroa qutaishi rom ar xart, tuki moxdebit damikavshirdit am nomerze;577 65 32 93 madlobt

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო შორენა, ქუთაისში იხსნება სმენის ცენტრი 1 ივნისიდან. შეგიძლიათ იგივე სერვისებით ისარგებლოთ ქუთაისშიც ^_^

  31. თეა's avatar

    იმის გარდა რომ მოსაუბრეს ხშირად ვამეორებინებ საუბარს ძალიან მიჭირს ტელეფონზე საუბარი.ფაქტიურად ვერაფერს ვიგებ.შესაძლებელია თუ არა ასეთი მდგომარეობის მკურნალობა?

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო თეა, თუ თქვენ შიგნითა ყურის პრობლემა გაქვთ, სმენის კორექცია მხოლოდ სმენის ტექნოლოგიებით/აპარატებით არის შესაძლებელი

  32. Unknown's avatar

    vestibularuli aparatis dazianebas tu ikvlevt, mawuxebs wonasworobis dargveva, da fobiebi madloba winaswar

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო რუსუდან, თუ თქვენ სმენის დაქვეითებაც გაქვთ, ბოლო კვლევების თანახმად სმენის ტექნოლოგიები წონასწორობასაც აგვარებს. ცალკე გამოკვლევა არ ტარდება სმენის ცენტრში.

  33. სოფო's avatar

    გამარჯობათ, მაქვს მარჯვენა ყურში წუილი, რამოდენიმე ხნის წუილთან ერთად დამეწყო შუილი და წონასწორობის დარღვევა, მივმართე ექიმს და გამიკეთეს გადასხმები,ასევე ვიმკურნალე სხვა პრეპარატებითაც, გამოკვლევამ უჩვენა რომ მარჯვენა ყურში. მქონდა სმენა დაქვეითებული. მკურნალობის შემდეგ. შუილმა გამიარა. წონასწორობაც აღარ მერღვევა., მაგრამ წუილი სულ მაქვს ხან მძაფრად ხან შენელებული. მაინტერესებს მე რომ მოვიდე და სმენა შევიმოწმო ამ შემთხვევაში ვსაჭიროებ ისევ სმენის შემოწმებას და თუ არსებობობს რაიმე საშვალება წუილი რომ შემიჩერდეს ან შემისუსტდეს.

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო სოფო, შეგიძლიათ შეიმოწმოთ სმენა და საჭიროების შემთხვევაში ტექნოლოგიების სპეციალისტები მოგარგებენ სმენის ტექნოლოგიას/აპარატს. უმეტესობას ტექნოლოგიების მორგებისას უმცირდება ან უქრება ხმაური ყურებში.

  34. Unknown's avatar

    Var 34 wlis,maqvs smena daqveitebuli,anu bavshvobidan vamchnevdi rom.sxvebivit kargi smena ar mqonda.exla ukve nelenela ufro da ufro miqveitdeba.mcxvenia megobrebtan,ojaxshi,meuglestan.samsaxurshi gasvlisac meshinia.magis gamo.ertxel ro shevxvde adamians sheidzleba ver mixvdes.vistanac xshiri irtiertoba maqvs isini shemamxhneven.amaze xmamagla laparakisac merideba.rvitshefasebas vkargav.aparati rom damxhirdes aris tu ara iseti aparati rom ar chandes.anu sxvebi sheamchneven r
    Om miketia?

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო იზა, შეგიძლიათ მობრძანდეთ სმენის ცენტრში და ადგილზე ნახოთ უახლესი მოდელები, მოსინჯოთ და ნახოთ როგორ გაიგონებთ. ბოლო მოდელები განსაკუთრებულად დახვეწილი და ნაკლებად შესამჩნევია. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ წინასწარ: 599 99 71 05

  35. Unknown's avatar

    ეხლა კიდე. თუ არის აქცია. და როდის მთავრდება

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ჯერჯერობით კიდევ გრძელდება

  36. Unknown's avatar

    exla kidev grdzeldeba acia?

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დიახ, გრძელდება!

  37. maia's avatar

    grdzeldeba tu ara aqcia??

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დიახ, გრძელდება!

  38. ომარი's avatar

    ვარ 49 წლის 1 წლის წინ ვიყავი პიველად ქალთან და მაგის მერე დამიქვეითდა სმენა რისი ბრალია?

  39. ვაჟა's avatar

    ვარ 61 წლის მარცხენა ყურში მაქვს სმენა საგრდზნობლად დაქვეითებული დიაგნოზი ტუბოოტიტი, გთხოვთ განმიმარტოთ თუ ექვემდებარება მკურნალობას

  40. Unknown's avatar

    ვარ 76 წლის მაქვს წივილი მარჯვენა ყურში, მაქვს სმენა დაქვეითებული.გთხოვთ მომწეროთ სმენის შემოწმებაზე არის აქცია?

  41. ჯიმშერი's avatar

    ვარ 76 წლის მაქვს წივილი მარჯვენა ყურში, მაქვს სმენა დაქვეითებული.გთხოვთ მომწეროთ სმენის შემოწმებაზე არის აქცია?

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დიახ, აქცია ისევ გრძელდება.

Leave a Reply

Discover more from Starkey Georgia სმენის ცენტრი

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading