მათთვის, ვისაც სმენა აქვს დაქვეითებული, სხვებთან კომუნიკაციის დამყარება ყველაზე რთულია. პირველ რიგში რთულია საუბრის გაგება. მართალია, სმენადაქვეითებულ ადამიანს შეუძლია სხვებთან კომუნიკაცია, მაგრამ ხმაურიან გარემოში მათი სმენის შესაძლებლობა მცირდება. ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა გარემოში ცხოვრობენ, განსხვავებული მიზეზებით უქვეითდებათ სმენა. ვერც კი წარმოიდგენ, იმდენ ცნობილ ადამიანს, ათლეტს, მუსიკოსსა თუ პოლიტიკოსს აქვს სმენის დაქვეითება და ისინი ცდილობენ ამის მოგვარებას!
დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის, რომ ყოფილი პრეზიდენტებიც კი სმენის აპარატებს ატარებდნენ, რომ უკეთ გაეგონათ. ეს სიმართლეა! პრეზიდენტები რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში უფროსი და ბილ კლინტონი ატარებდნენ (ან ატარებენ) სმენის აპარატებს.
1983 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ის სმენის აპარატებს ატარებდა. მან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც პრობლემური გახდა მეგობრებთან, ოჯახთან, კაბინეტთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან კომუნიკაციის დამყარება. თავდაპირველად მას მოარგეს Starkey-ს ინტრა აპარატი, რომელიც მორგებული იყო მის ყურის ზომაზე. ყურზე მორგებული აპარატები იმ დროისთვის დიდი წინსვლა იყო. თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ გავითვალისწინებთ, რეიგანს ისეთ აპარატს მოარგებდნენ, შეუიარაღებელი თვალით არც შეიმჩნეოდა.
იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა რეიგანმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ის ცდილობდა სმენის პრობლემის მოგვარებას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სმენის ჯანმრთელობის ისტორიაში. იმ დროს რეიგანი უდავოდ იყო ერთერთი ძლევამოსილი ადამიანი მთელს პლანეტაზე და ის აღიარებდა, რომ მას სმენის დაქვეითება ჰქონდა და მისი მოგვარების გზას ეძებდა. პირველი გზავნილი იყო ხალხში, რომ სმენის დაქვეითება ნორმალური მოვლენაა და მისი მოგვარებაც მისაღებია.
პრეზიდენტი კლინტონი სმენის აპარატების არა მხოლოდ აქტიური მომხმარებელია, არამედ ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში, მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და არგებს სმენის აპარატებს იმათ, ვისაც არ გააჩნიათ სახსრები მათ შესაძენად. ის ბედნიერია, რომ ეხმარება სმენადაქვეითებულებს. ყოფილი პრეზიდენტი ჩართულია Starkey-ს ფონდის აქტივობაში. მათ ერთად ნაყოფიერად იმუშავეს, ბევრი ადგილი მოაიარეს და მისცეს ადამიანებს საშუალება, გაეუმჯობესებინათ სმენა. ფონდის 10 წლიანი ამოცანაა, მსოფლიოში 1 მილიონი ადამიანი დააკმაყოფილოს სმენის აპარატით 2020 წლამდე. 2012 წლისთვის, მათ უკვე 2 წელიწადში 250,000 ადამიანს მოარგეს ციფრული აპარატი. ეს შესანიშნავია!
ასე რომ თუ ვინმეს ნახავ, ვისაც სმენის დაქვეითება აქვს, გახსოვდეს, რომ მარტო შენ არ ხარ, არც ის, არამედ მილიონობით ადამიანს იგივე პრობლემა აქვს. ასევე გახსოვდეს, რომ არსებობს ამის მოგვარების გზები. სმენის აპარატები აღარ არის ის დიდი, უშნო აპარატები, რომელსაც თქვენი მშობლები ან ბებია-ბაბუები ატარებდნენ. ახლა, ციფრული აპარატები ისეთი პატარაა, რომ შენ ხედავ ამერიკის პრეზიდენტს მილიონ სურათში და ვერც აფიქსირებ, რომ ის აპარატებს ატარებს.
სტატიის ავტორი: ჯასტინ მორტემორი, სფრინგ მედოუს სმენის ცენტრის მფლობელი.