“ღმერთო ჩემო, ყურებში კარტოფილსაც კი მოიყვან, ისეთი სიბინძურეა – დაიბანე კიდევ ერთხელ!”
ეს ძველი გამონათქვამია (კანადაში), რომელსაც ზოგიერთი მშობელი დანამდვილებით ურჩევს შვილს ბანაობისას. ანუ იმასვე იმეორებენ, რაც თავიანთი მშობლებისგან გაუგიათ. ბევრს კვლავ მიაჩნია, რომ ყური მხოლოდ მაშინ არის სუფთა, როცა გოგირდი მოშორებულია.
თუმცა ექიმები ამბობენ, რომ გოგირდს არაფერი აქვს საერთო სიბინძურესთან და ის იცავს შიდა ყურს, რომ შეძლოს ფუნქციონირება და შესაბამისად იცავს სმენას.
“პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ გოგირდი ჭუჭყი არ არის და ის არ უნდა მოვიცილოთ,” ამბობს ექიმი რონალდ ფენტონი, ოტოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი) წმინდა მაიკლის ჰოსპიტალში, ტორონტო.
“ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი პირადი ჰიგიენა არ არის დამაკმაყოფილებებლი, თუ გოგირდს არ მოიშორებენ ყურიდან,” ამბობს რონალდი. “პირველ რიგში ეს არ უნდა გააკეთონ.”
ყურის გოგირდს სამედიცინო ენაზე ცერუმენი ჰქვია. ის შედგება მოშორებული მკვდარი კანისა და წებოვანი სითხისგან, რომელიც წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში.
“გოგირდი ფაქტიურად დამცავი ბარიერია,” ამბობს ფენტონი, “იგი ხელს უშლის ჭუჭყის, მიკრობების, მწერებისა და წყლის მოხვედრას შუა და შიდა ყურში.”
ყურის გოგირდის ტიპი, სველი თუ მშრალი დამოკიდებულია გენეტიკაზე, ასევე გოგირდის ფერი.
“მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ტიპისაა გოგირდი, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს,” განმარტავს ექიმი ჩარლზ ბითი, ოტოლარინგოლოგი მაიოს კლინიკაში, როჩესტერი, მინი.
“გოგირდი კანისთვის ლუბრიკანტივით არის, იცავს ყურს, რომ არ გამოშრეს და კანი არ აიქერცლოს, არ გქონდეთ ქავილის შეგრძნება. ის იცავს გარეთა სასმენ მილს სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისგან.”
მიუხედავად ამისა, ადამიანებს სურთ მოიშორონ გოგირდი ყურებიდან და ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, დაწყებული ბამბის ჩხირებით დამთავრებული სხვადასხვა მოწყობილობებით, რომელთა გამოყენება უკეთესია მათი თავდაპირველი ფუნქციით, ამბობს ექიმი.
“არსებობს ძველი გამოთქმა: შენს იდაყვზე პატარა ან დიდი ნივთი არ შეირჭო ყურში”, ამბობს ბითი და მაგალითად მოჰყავს თმისსარჭები და მანქანის გასაღებები, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე.
თუნდაც ყურის ჩხირებმა, რომელიც ამ ფუნქციით არის წარმოებული, შეიძლება ჩაიტანოს გოგირდი სიღრმეში.
“ხანდახან გადაჭარბებულად მონდომებული და აგრესიული მცდელობებით ყურის გოგირდისგან გაწმენდამ, იქნება ეს თვითონ პაციენტისა თუ ექიმის მიერ გაკეთებული, შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა გამოიწვიოს, ვიდრე დაგროვილი გოგირდის არსებობამ”
შეიძლება ბევრი იღბლიანი ახერხებს წლების განმავლობაში ინციდენტების გარეშე გოგირდის გაწმენდას, მაგრამ ყველა იღბლიანი არ არის, ამბობს ფენტონი.
“სრულიად შესაძლებელია, როცა ადამიანი ბამბის ჩხირით ისუფთავებს ყურს, სერიოზული ზიანი მიაყენოს შუა ყურს, თუ ვინმე შემთხვევით შეეხება იდაყვზე.”
ტორონტოს ექიმი იხსენებს წლის მანძილზე მასთან მისული პაციენტების 2 თუ 3 შემთხვევას, როცა პაციენტებმა დაიზიანეს ყურის ბარაბანი ან შეეხნენ მცირე 3 ძვალს შუა ყურში.
ამ ტიპის დაზიანებები არ არის ყოველთვის გამოსწორებადი, თუნდაც ქირურგიული ჩარევის გზით და შესაძლოა პერმანენტული სმენის დაქვეითება გამოიწვიოს.
“ეს ყველაზე მწვავე დაზიანებაა, რომელიც შესაძლოა საკუთარ თავს მიაყენო,” ამბობს ფენტონი
ბითის პაციენტების ნაწილსაც დაუზიანებია შუა ყურის ფუნქცია, როცა გოგირდის მოშორებას ცდილობდნენ.
“გვქონია შემთხვევები, როცა პაციენტს შუა ყურის ის პატარა ძვლებიც კი დაუმსხვრევია გადაჭარბებული დაწოლის ან ყურის ჩხირით ან სხვა ინსტრუმენტით გაუფრთხილებელი დაზიანების დროს,” ამბობს ის.
გარე ყურის გაწმენდა უნდა მოხდეს თბილი, ოდნავ სველი პირსახოცით. თუმცა მიუხედავად ამისა არის შემთხვევები, როცა გადაჭარბებული გოგირდი წარმოქმის საცობს გარეთა სასმენ მილში, რაც იწვევს ყურის ტკივილს, გაჭედილობის შეგრძნებას, ხმაურს ყურებში (ტინიტუსი) და დაქვეითებულ სმენას.
“პაციენტების უმრავლესობისთვის კარგია ჯანსაღი ოდენობის გოგირდი,” ამბობს ბითი. “გადაჭარბებული გოგირდი, რომელიც იწვევს გარეთა სასმენი მილის დაბლოკვას, უკვე პრობლემურია”.
“ხანდახან, როცა ის არის მშრალი და გამაგრებული, ის თითქმის კენჭივითაა ყურში, რაც შეიძლება იყოს არაკომფორტული და მტკივნეული. სწორედ მაშინ ხდება გოგირდის მოშორება ყურიდან.”
ოტოსკოპის გამოყენებით, რომელიც ანათებს და ადიდებს შუა ყურს, ექიმს შეუძლია, გამოიღოს გოგირდის საცობი პატარა მოხრილი ინსტრუმენტით (curette) ან თბილი წყლით სავსე შპრიცით.
წყარო: http://huff.to/1mhgvk9