პასიური მოწევა და სმენის დაქვეითება თინეიჯერებში

პასიური მოწევა მავნებელია ყველასთვის. რესპირატორული ინფექციებისა და ფილტვების კიბოს გარდა მან შეიძლება ახალგაზრდებში სმენის დაქვეითებაც გამოიწვიოს.

passive smokersკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,533-მა მოზარდმა 12-დან 19 წლამდე. მათ შეუმოწმდათ სმენა და ასევე ჩაუტარდათ სისხლის ტესტი, რომ დაედგინათ კოტინინის დონე. კვლევის მონაწილეები არ იყვნენ მწეველები.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც იყვნენ პასიური მწეველები, აღენიშნებოდათ მაღალ და დაბალ სიხშირეებზე სმენის დაქვეითება. კვლევამ აჩვენა კავშირი მაღალ კოტინინის დონესა და სმენის დაქვეითებას შორის. ბავშვების უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ გარკვეული სახის სმენის დაქვეითება ჰქონდა.

გაურკვეველია, როგორ მოქმედებს პასიური მოწევა სმენის შესაძლებლობის შემცირებაზე. თუმცა, ცნობილია, რომ პასიური მოწევა ზრდის ყურის ინფექციების რისკს, რამაც შეიძლება სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია გამონაბოლქვის ტოქსინებმა გამოიწვიოს ევსტაქის ლულის ფუნქციის მოშლა.

კვლევა არ ადასტურებს, რომ პასიური მოწევა იწვევს სმენის დაქვეითებას. თუმცა ავტორები წერენ: “კვლევის თანახმად, პასიური მწეველები შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ და სიფრთხილის თვალსაზრისით საჭიროა სმენის შემოწმება. იმ სახლებში, სადაც აქტიური მწეველები ცხოვრობენ, მშობლებმა და მეურვეებმა უნდა იცოდნენ იმ რისკ ფაქტორის შესახებ, რაც აისახება ბავშვების სმენაზე.”

კვლევა მოცემულია ოტოლარინგოლოგიის არქივში – თავისა და კისრის ქირურგია.

წყარო: http://lat.ms/VI9IZj

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.