მუსიკამ შესაძლოა გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები და თავი კარგად გაგრძნობინოს. ფილმს შეუძლია უცბად გადაგიყვანოს სხვა სამყაროში. ახლო მეგობართან ზარმა შესაძლოა გამორჩეული გახადოს შენთვის ჩვეულებრივი დღე. ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია მარტივად შეასრულოს ზემოთხსენებული, მაგრამ არა სმენადაქვეითებულებს, რომლებიც სმენის აპარატს ატარებენ. ციფრულ სმენის აპარატებში უკაბელო ტექნოლოგიის შემოღებამ კავშირის ახალი სამყარო შექმნა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის და დააბრუნა ისინი მათი ცხოვრების ბგერებთან.
Starkey-მ უკაბელო სმენის ტექნოლოგია ჯერ კიდევ 2011 წელს გააცნო მომხმარებლებს და მას შემდეგ ყოველ წელს სიახლეები შეაქვს უკაბელო პროდუქტში. ყველაზე დიდი უპირატესობა უკაბელო აპარატების არის პირდაპირი სიგნალი ტექნიკიდან (MP3 player, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი). შედეგი? მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ ყოველგვარი დამატებითი ხელსაწყოების ტარების გარეშე უპასუხონ ზარს, უსმინონ მუსიკას, ნებისმიერ აუდიო სიგნალს, უყურონ ტელევიზორს.
მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი: იმისთვის რომ ხმის ხარისხი იყოს კარგი, აპარატის მახსოვრობა უნდა დაპროგრამდეს, რომ პირდაპირი აუდიო სიგნალის ხარისხის ოპტიმიზაცია განხორციელდეს. რატომ? ციფრული სმენის აპარატის მიკროფონი პირდაპირ აუდიო სიგნალს სხვა გზით აღიქვამს ვიდრე ჩვეულებრივ ხმას, რამაც შეიძლება პირდაპირი აუდიოს მიწოდების ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს. ხშირად მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საკმარისი ბასი არ არის. გაინტერესებთ რა განსხვავებაა? დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ აუდიო ფაილებზე.
ხმა ოპტიმიზირებული მახსოვრობის გარეშე:
ხმა ოპტიმიზირებული მახსოვრობით:
საბედნიეროდ, სმენის სპეციალისტს შეუძლია დაგიყენოთ ოპტიმიზირებული მახსოვრობა ციფრული სმენის აპარატის პროგრამით. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა გადართოს სმენის აპარატი პირდაპირი აუდიოს მოსასმენად. ზოგ შემთხვევაში სპეციალისტს შეუძლია ავტომატიზირებული მახსოვრობა დააყენოს და მომხმარებელს არ მოუწიოს გადართვა.
უკაბელო ტექნოლოგიებისა და სმენის სპეციალისტთა დახმარებით სმენის აპარატების მომხმარებლებს შეუძლიათ დატკბნენ საყვარელი ჰანგებით, უყურონ დისნეის ან უპრობლემოდ ესაუბრონ ძველ მეგობარს ხმის შესანიშნავი ხარისხით.
სტატიის ავტორი: Starkey-ს აუდიოლოგი Lindsay Prusick
