10 საოცარი ფაქტი სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით

10 effects2013 წლის თებერვალში გამოქვეყნებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიოში 360 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სმენა დაქვეითებული. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა, ვისაც სჭირდება დახმარება, ვერ ახერხებს მის მიღებას.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საოცარი ფაქტი სმენის დაქვეითების შესახებ:

1. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს (38 მილიონი ადამიანი) მნიშვნელოვნად აქვს სმენა დაქვეითებული. (სმენისა და კომუნიკაციის ცენტრი)

2. 65 წელს გადაცილებულ ყოველი მესამე ადამიანი (სულ 165 მილიონი მსოფლიოში) ცხოვრობს დაქვეითებული სმენით. (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია)

3. 50 მილიონ ამერიკელს აქვს ტინიტუსი – ხმაური ყურში (ამერიკის  ტინიტუსის ასოციაცია)

4. მათგან, დაახლოებით 16 მილიონ ადამიანს აქვს საკმარისად მძიმე ხმაური ყურში და მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. დაახლოებით 2 მილიონი პაციენტი იმდენად სუსტად გრძნობს თავს, რომ “ნორმალურად” ვერ ფუნქციონირებს. (ამერიკის ტინიტუსის ასოციაცია)

5. სმენის დაქვეითების შედეგად დაზარალებულ 32 მილიონ ადამიანს შეადგენენ 15 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვები. (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია)

6. დაქვეითებული სმენის მქონე ადამიანები საშუალოდ 7 წლის მერე მიმართავენ სპეციალისტს დასახმარებლად. (სმენისა და კომუნიკაციის ცენტრი)

7. სმენის დაქვეითების მთავარი მიზეზი არის ხმაური. (NY Times-ის პერსონალური ჯანმთელობის ბლოგი)

8. 30 მილიონი ამერიკელი დგას ხმაურის დონეების საფრთხის წინაშე ყოველდღე. (ამერიკის მეტყველების-ენის-სმენის ასოციაცია)

9. 12 წლიანი კვლევის შედეგად ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის ნევროლოგიის განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ უყურადღებოდ მიტოვებული დაქვეითებული სმენა ზრდის დემენციის საფრთხეს.

10. სინამდვილეში მხოლოდ ხუთიდან ერთ ადამიანი სარგებლობს სმენის აპარატით. (სიყრუის და კომუნიკაციის სხვა დარღვევების ეროვნული ინსტიტუტი)

როგორ ზრდით პირადად თქვენ ხალხის ინფორმირებულობას სმენის დაქვეითების პრევენციის შესახებ?

მთარგმნელი: სალომე ხორავა

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.