მაია 48 წლისაა. მას სმენა დაქვეითებული აქვს ბავშვობიდან. მართალია, სმენა ბოლომდე არ აქვს დაკარგული, თუმცა ბგერების გარკვევა უჭირს. მაია მოსაუბრის საუბარს ტუჩების მოძრაობით კითხულობს ბავშვობიდან. მისი მეტყველება არის გამართული, ბგერებს გარკვევით წარმოთქვამს, თუმცა ოდნავ უცნაური ინტონაციით.
მაიამ Starkey Georgia-ს შესახებ ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო და გადაწყვიტა 20-21 ოქტომბერს Starkey Georgia სმენის ცენტრში ამერიკიდან ჩამოსულ ექსპერტს შეხვედროდა.
როცა მაია ჩვენთან მოვიდა, ის ძალიან ხმამაღლა საუბრობდა, აგვიხსნა თავისი მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება სიწყნარეში სმენის აპარატების გარეშე ცხოვრობდა. გასაოცარი იყო ასევე ის ფაქტი, თუ რამდენად კარგად კითხულობდა ტუჩებზე დაკვირვებით ჩვენს საუბარს.
როცა სმენის აპარატი მაიას სმენის მონაცემების მიხედვით ავაწყვეთ და მას მოვარგეთ, მაია ჩუმად და მოუთმენლად ელოდა პირველ ეფექტს. როგორც კი ორივე აპარატი ჩაირთო, ის უხმოდ გვისმენდა გაფართოებული თვალებით და აკვირდებოდა ახალ ბგერებს, რომელსაც ის აღიქვამდა.
– ახლა როგორ გრძნობთ თავს? რამე სხვაობას ამჩნევთ? – ეკითხება ექსპერტი
– კ.. – მაია შეკრთა და უცბად პირზე იტაცა ხელი შეცბუნებულმა – ასე ხმამაღლა ვყვიროდი?