ჩემი ტინიტუსის ისტორია

tinitus35 წელზე მეტი რონალდ ნუთერი იტანჯებოდა ტინიტუსით (ყურში ხმაურით). უამრავ ექიმთან ვიზიტისა და უთვალავი საათის კვლევების შემდეგ, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) პროფესიონალმა მისურიდან დაკარგა ყველანაირი იმედი. ყველაფერი შეიცვალა ერთ ღამეს, როცა მან ნახა Starkey Hearing Technologies რეკლამა ყურში ხმაურის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც მას მოარგეს სმენის აპარატი ტინიტუსის მართვის ფუნქციით, ნუთერმა ისევ შესძლო ეცხოვრა მისთვის უკვე ჩვეული მუდმივი ხმაურის გარეშე.

ახლახანს, მან დაწერა მოკლე ელექტრონული წიგნი, სადაც განიხილა თავისი გამოცდილება ყურში ხმაურთან და სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ რონალდს წიგნზე, რომელშიც მან განიხილა თავისი ხანგრძლივი ბრძოლა ყურში ხმაურის წინააღმდეგ და შესთავაზა გამამხნევებელი რჩევები სხვებს, რომლებიც განიცდიან მსგავს პრობლემას.

წიგნში დეტალურად არის აღწერილი თქვენი ბრძოლა ტინიტუსთან. რამ მოგცათ მოტივაცია, რომ დაგეწერათ ამის შესახებ?

როცა შევიტყვე იმ ადამიანთა რეალური რაოდენობა, ვისაც ჰქონდა ჩემნაირი პრობლემა, მივხვდი საჭირო იყო რამე გამეკეთებინა. როცა ეს აღვნიშნე რამდენიმე ნაცნობთან, გაკვირვებული დავრჩი, თურმე ისინიც იტანჯებოდნენ მსგავსი ხმებისგან და იყვნენ იმავე მდგომარეობაში. როდესაც გავიგე, რომ ჩემს ნაცნობებსაც ამ პრობლემასთან ჰქონდათ საქმე, დავრწმუნდი, საჭირო იყო რამის გაკეთება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩაატარეთ ბევრი კვლევა ტინიტუსზე და ასევე სპეციალური აკადემიური კვლევები.  შეგიძლიათ აგვიხსნათ, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის?

სანამ საქმეს შევუდგებოდი, მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ მცოდნოდა რაც შეიძლება მეტი ტინიტუსის შესახებ. ეს ყველაფერი კი დამეხმარებოდა იმაში, რომ ვიქნებოდი ღრმად ჩახედული და პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკება იქნებოდა ეფექტური. თუ აღმოვაჩენდი, რომ მათ ჩემზე ნაკლები იციან ამ თემაზე, რა თქმა უნდა ისინი არ გამომადგებოდნენ, რადგანაც ტინიტუსის დასამარცხებლად საუკეთესო გზა მჭირდებოდა.

2013 წლის ინოვაციების გამოცემაში (მე-3 ტომი, ნომერი 1) აღმოვაჩინე რომ NuEar/Starkey იყო სწორედ ის კომპანია, რომელიც დამამარცხებინებდა ტინიტუსს.  ეს არის ტინიტუსისადმი მიძღვნილი საკითხი. მან მომცა ის დამატებითი დეტალები, რომლებიც ვერ მივიღე ჩემი კვლევებისგან და შეავსო ჩემი ცოდნა ამ საკითხთნ დაკავშირებით. აქედან გავიგე, რომ NuEar/Starkey უფრო მეტად დაინტერესებულია თავის კლიენტებთან  და პარტნიორებთან ურთიერთობებით, ვიდრე იმით, თუ რამდენი მოწყობილობა გაიყიდება.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ კვირებში, როცა ადამიანი იწყებს სმენის აპარატის გამოყენებას?

აწარმოეთ დღიური იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება თქვენი სმენა. მაგალითად, თქვენს ავტომობილში რადიო და მაგნიტოფონის ხმა ჟღერს თუ არა განსხვავებულად. როგორ იცვლება თქვენი სმენა პატარიდან დიდ ოთახში გადაადგილებისას.

როგორც შევნიშნე, ზოგიერთი რამ არ შეიცვალა უცებ, რადგანაც ეს იყო ადაპტირების პერიოდი, სანამ შეეგუები ამ მოწყობილობას. მნიშვნელოვანია, განიხილოთ თქვენი დღიური და შენიშვნები სასმენი აპარატის მომწოდებელთან ერთად. ხანდახან, გარკვეული რაოდენობის მაგალითებია საჭირო, რომ დადგინდეს საუკეთესო გზა ამ ყველაფრის მოგვარებისთვის. ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო , რომ შემეძლო მომესმინა არა მარტო რეჟიმის გადართვა, არამედ ის მესიჯები, რომელიც ახლდა ამ ცვლილებებს. ასევე მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ჩემი ერთი ელემენტი დაჯდა და ვერ გავიგონე “ელემენტები”. მომწოდებელი, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, დამეხმარა, თუ რა ხმაზე უნდა აწეულიყო ეს მესიჯი ისე, რომ თან კარგად გამეგონა და ზედმეტად ხმამაღალიც არ ყოფილიყო, თითქოს ყურში რომ ჩაგყვირის ვიღაც.

ისეთი რა შეგიძლიათ ახლა გააკეთოთ, რასაც მკურნალობამდე ვერ აკეთებდით?

მისი მეშვეობით მე შემიძლია უკეთ გავმართო ხანგრძლივი შეხვედრები, ვიდრე ადრე. მე ვმუშაობ IT-ში და ხშირად მაქვს გამოცდები და ტესტები, რომ შევინარჩუნო მოქმედი სერთიფიკატი. მას შემდეგ, რაც თითოეული გამოცდის დაგეგმვა ღირს 200$-დან 300 $-მდე, ვცდილობ პირველივე ცდაზე ჩავაბარო. ჩემი დამსაქმებელი მხოლოდ მას შემდეგ მინაზღაურებს თანხას, როცა გამოცდას ჩავაბარებ, ასე რომ არ მინდა, მრავალჯერადი მცდელობები მქონდეს. მე აუცილებლად ვუთმობ 100-200 საათს საგამოცდოდ მომზადებას, ასე რომ აღარ მინდა ისევ მეცადინეობა, თუკი ვერ ჩავაბარებ პირველივე მცდელობაზე.

მაშინაც კი, თუ დიდხანს ვმართავ ავტომანქანას, ან მთელი დღე ვმუშაობ მოხალისეთა ღონისძიებაზე და ჩემი ტინიტუსი იმატებს, ამ ფაქტს შემიძლია გავუმკლავდე ბევრად უკეთ, ვიდრე მანამ სანამ სმენის აპარატით ვისარგებლებდი.

სხვა რა რჩევა გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ტინიტუსით იტანჯება?

თქვენს სმენაზე თქვენზე უკეთ არავინ იცის. თუ შეხვდებით ვინმეს, ვინც ამბობს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ან  ვერ ამჩნევეს თქვენს მიერ აღწერილ პრობლემას, ნუ დაყრით ფარ-ხმალს. თქვენ გჭირდებათ მოძებნოთ ის, ვინც დაგეხმარებათ. თუ იპოვით ადამიანს, ვისაც აწუხებს ტინიტუსი, ან მუშაობს მსგავს ადამიანთან, ეს შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი დახმარების მისაღებად.

თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მოწყობილობა პერიოდულ რეგულირებას საჭიროებს. თქვენი ტინიტუსი შეიძლება შეიცვალოს წელიწადის დროების მიხედვით ან იმის მიხედით, თუ რა სიმაღლეზე იმყოფებით ზღვის დონიდან. თქვენ აღმოაჩენთ დღეებს, როცა მისი რეგულირება მოგიწევთ.

მთარგმნელი: სალომე ხორავა

წყარო: Starkey ბლოგი

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.