მეფის სავარძელი სმენის აპარატის ფუნქციით

გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო უნარშეზღუდულთა ფესტივალის ბოლო გამოფენაზე მთავარ ექსპონანტად წარმოდგენილია სავარძელი, რომელიც ითავსებს სმენის აპარატის ფუნქციას.

ლივერპულის ბოლო გამოფენის ახალი კოლექციის ერთ ნაწილში  წარმოადგინეს  ხმის გასაძლიერებლად განკუთვნილი მე-19 საუკუნის მოჩუქურთმებული სავარძელი, რადგანაც ფიქრობენ, რომ ეს არის ნოვატორი მოწყობილობა ამ დარგში.

1chair

სკამის წარმომავლობა უცნობია, თუმცა ის წარმოადგენს  მცირე ხნიანი სამეფო გაერთიანების: პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჯონ მე-6-ის, სავარძლის ზუსტ ანალოგს. მას დაქვეითებული ჰქონდა სმენა და სჭირდებოდა მოწყობილობა , რომელიც დაეხმარებოდა კომუნიკაციის გაუმჯობესებაში. 1819 წელს მან გამოცდილ ხელოსანს ფრედერიკ რეინს დაუკვეთა აკუსტიკური სკამის გაკეთება.

1800 წელს რეინმა ლონდონში დააფუძნა პირველი ყურის “საყვირების” კომპანია და მეფემაც იფიქრა, რომ სწორედ ეს ადამიანი შეძლებდა ყველაზე უკეთ მის დახმარებას.

რადგანაც სავარძელი მეფისათვის იყო განკუთვნილი, რეინს მოუწია დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გამოეხატა სავარძლის დიზაინში მისი მფლობელის მნიშვნელოვანი სტატუსი. მან  სავარძლის სახელურებში გამოაქანდაკა პირღია ლომი, რომელშიც შუაში ცარიელი სივრცე იყო და გაანჩდა ხმის გამაძლიერებლის ფუნქცია. ხმა გადადიოდა სავარძლის უკანა მხარეს, სადაც მეფის ყურში მოთავსებულ მილს უერთდებოდა.

ამ იდეის თანამედროვე ვერსია გამოიყენება თემთა პალატის სკამებში, სადაც ხმის გამაძლიერებლები მოთავსებულია თავის მისაყრდნობ ნაწილში და დეპუტატებს შეუძლიათ უფრო მარტივად ჩაერთონ დისკუსიაში.

მეფე ამ აკუსტიკურ სავარძელს სავარაუდოდ ბრაზილიაში ყოფნის დროს იყენებდა, როდესაც ის მართავდა დიდებულებთან და უბრალო ადამიანებთან შეხვედრას. ამ ტრადიციამ, რომელსაც ერქვა ‘beijo-mao’, მეფე ძალიან პოპულარული გახადა და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო,  შესძლებოდა მოესმინა და რეაგირება მოეხდინა ხალხის პრობლემებზე.

მეფე ჯონი გარდაცვალებამდე, 1826 წლამდე, სარგებლობდა ხმის გამაძლიერებელი სავარძლით მისი ბრაზილიაში მეფობის განმავლობაში.

დროთა განმავლობაში აკუსტიკური სკამი გახდა უფრო პოპულარული, მაგრამ ხშირი გამოყენება მაინც ვერ ჰპოვა.  1836 წელს ჯონ კურტისმა გამოსცა წიგნი ყურის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის შესახებ, სადაც წერს : “აკუსტიკური სკამი განკუთვნილია  განუკურნებელი სმენისარმქონეებისთვის… საკმარისი მილების გამოყენების შემთხვევაში, ამ სკამით შესაძლებელია წმინდა ჯეიმსიდან  შეტყობინება გადავცეთ ლორდთა და თემთა პალატებს და თუნდაც ლონდონიდან მეფეს, უინძორთა სასახლეში,” და ალბათ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა დღევანდელი ტელეფონი.

2chair

3chair

ავტორი: Kathleen Hawkins, BBC News

მთარგმნელი: სალომე ხორავა

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.