საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, მარისოლ ტიურანი განიხილავს კანონში შესატან ცვლილებას, რათა სამართლებრივად განისაზღვროს ყურსასმენების მიერ გამოცემული ხმის მაქსიმალური დონე და შემცირდეს პოპ და როკ კონცერტების ხმის დონე.
ეს კანონპროექტი პარლამენტს გაზაფხულზე გადაეცემა განსახილველად. ტიურანს სურს წარმოადგინოს პუნქტი, რომელიც უზრუნველჰყოფს იმას, რომ ყურსასმენებში არ იყოს გარკვეულ დეციბელზე მეტი სიძლიერის ხმა.
“შევზღუდოთ თუ არა ხმის მოცულობა გარკვეულ დახურულ დარბაზებში,როდესაც იქ კონცერტი ტარდება? ამ საკითხს განვიხილავთ ჩვენ”, განაცხადა მინისტრმა ფრანგული ტელევიზიის BFM TV-ის ეთერში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია კონკრეტული ხმის დონე.
ტიურანის შენიშვნები ძალაში შევა Semaine du Son-ის დაწყებისას. ეს არის ხმაურის პრევენციის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სმენის პრობლემების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან ხმამაღალი მუსიკის ხანგრძლივი ზემოქმედებით.
საფრანგეთში უკვე არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს პორტატული აუდიო მოწყობილობების ხმის დონეს 100 დეციბელს ზემოთ. 2012 წელს ევროკავშირმა დანერგა სავალდებულო უსაფრთხოების ლიმიტი (85 დეციბელი) ყველა სახის მუსიკალური ფლეერისათვის, რომელმაც შეადგინა 85 დეციბელი.
მომხმარებლები მიიღებენ გაფრთხილებას, თუ მათ სურთ ხმის აწევა, თუმცა მათ მაინც შეუძლიათ 100 დეციბელამდე გაზარდონ ხმის დონე.
ამ დროისთვის არსებული ექსპერტთა რჩევებით ადამიანებმა 15 წუთზე მეტხანს არ უნდა დაჰყონ 100 დეციბელის ხმის დონის მქონე გარემოში. 91 დეციბელზე მუსიკის მოსმენა დაშვებულია მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში დღეში, 88 დეციბელზე – 4 საათის და 85 დეციბელი – 8 საათის განმავლობაში.
გამოკითხვის ინსტიტუტმა Ipos-მა გამოაქვეყნა კვლევა ამ კვირაში, რომელიც უკავშირდება ხმის შეზღუდვის კამპანიას. კვლევის თანახმად 15-დან 30 წლამდე რესპოდენტთა 78%-ს პრობლემები აქვს სმენასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ხმამაღალ მუსიკას უსმენდნენ.
ამავდროულად, გამოკითხულთა 60%-მა აღიარა, რომ იტანჯება ტინიტუსისგან (ყურებში ხმაურისგან), 44%-მა შენიშნა სმენის დროებითი დაკარგვა და 31%-მა განიცადა ყურის ტკივილი ხმამაღალი მუსიკის ზემოქმედებისგან.
ბაზარზე არსებული ყველაზე პოპულარული ყურსასმენების ბრენდები: Beats, Skullcandy, Bose, Sennheiser და ასევე სხვა კომპანიები აწარმოებენ ყურსასმენებს, რომელიც აჭარბებს 100 დეციბელს. .
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეგულაციებს დაქვემდებარებული მუსიკალური ფლეერებისთვის, სმარტფონებისთვის, ხელით სათამაშო კომპიუტერებისა და დაფებისათვის ხმა 100 დეციბელზე მაღლა არ იწევა, ალბათ ტიურანი გეგმავს, მაქიმალური ხმის ზღვარი განისაღვროს 85 ან ნაკლები დეციბელით.
თუმცა რთული იქნება დეციბელების კონტროლი, როცა ადამიანი აირჩევს მუსიკის მოსმენას სხვა მოწყობილობის საშუალებით, მაგალითად პერსონალური კომპიუტერის ან ტელევიზორის hi-fi გასართობი სისტემით საშუალებით.
სტატია გამოქვეყნდა International Business Times-ში 2015 წლის 7 იანვარს.
ავტორი: Mary-Ann Russon
წყარო: http://bit.ly/1uhZGzh
მთარგმნელი: სალომე ხორავა