გადავწყვიტეთ, თებერვლის პირველი კვირა დავუთმოთ ტინიტუსის (ხმაური ყურებში) შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის კვირეულს, რაც ემთხვევა დიდ ბრიტანეთში ტინიტუსის კვირეულს.
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ტინიტუსისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. საზოგადოების ინფორმირებულობით შესაძლებელი გახდება ტინიტუსის თავიდან არიდება. ვეპატიჟებით მოხალისეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კამპანიაში:
• დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები ამ ონლაინ ღონისძიებაზე,
• გააზიარეთ კვირეულის მანძილზე გამოქვეყნებული საინფორმაციო პოსტები,
• გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები და რჩევები, თუ თავად გაქვთ ტინიტუსი.
კვირეულის მანძილზე ჩვენს ბლოგზე (https://hearingingeorgia.wordpress.com/) ყოველ დღე დაიდება საინფორმაციო ხასიათის სტატია მხოლოდ ტინიტუსის თემაზე. სტატიების წაკითხვა შეგეძლებათ ასევე ამ ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/events/623315047798152/). გარდა ამისა თქვენ გელით სხვა საგანმანათლებლო სიახლეები. კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ შევქმენით დახურული ჯგუფი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ტინიტუსი აქვთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე www.facebook.com/groups/1597265273821428/, გაწევრიანდეთ და გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს.
რა არის ტინიტუსი? ტინიტუსი არის ხმაური ყურებში, ადამიანებს გამუდმებით ესმით უსიამოვნო ხმები, სტვენა, წუილი, შრიალი და სხვა, მაგრამ ეს ხმები არ არსებობს რეალობაში. ტინიტუსის ხშირი გამომწვევი მიზეზია მაღალი ხმა. ტინიტუსით იტანჯებიან თინეიჯერები, რომლებიც ესწრებიან ხმამაღალ კონცერტებს და დადიან კლუბებში, მუსიკოსები, სამხედრო პირები, მონადირეები და ყველა ის ადამიანი, ვინც ხმაურიან გარემოში მუშაობს. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. სავარაუდოდ მოსახლეობის 10%-ს აქვს ხმაური ყურებში. გამორიცხული არ არის, საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იტანჯებოდეს ტინიტუსისგან!
მაღალი ხმა იწვევს სამუდამო სმენის დაქვეითებასა და დამატებით ტინიტუსს. დაუწიეთ ხმას! მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს! გაიკეთეთ ხმაურისგან დამცავები! როცა შეამჩნევთ, რომ თქვენი ყური „ახმაურდა“ ან აღარ გესმით ისე, როგორც ადრე, უკვე გვიანი იქნება!
როგორ იზომება ხმის სიმაღლე? ხმის დონე გამოიხატება დეციბელებში. დეტალებისთვის იხილეთ სტატია ბლოგზე: http://bit.ly/დეციბელი
არსებობს თუ არა მაქსიმალური ხმის შეზღუდვის რეგულაცია? ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს რეგულაცია, სადაც ზღვარი პერსონალური პლეერებისა და მობილურებისთვის განისაზღვრება 85 დეციბელით, თუმცა მისი გაზრდა შესაძლებელია 100 დეციბელამდე. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ცდილობს, უფრო გაამკაცროს ხმის ლიმიტის შეზღუდვა. დაწვრილებით იხილეთ სტატია ბლოგზე:http://bit.ly/რეგულაცია
საინფორმაციო კამპანია ორგანიზებულია სმენის ცენტრის მიერ.